წინასაარჩევნოდ თბილისში, გარე რეკლამის ლიდერ კომპანიას დაკვეთები გაეზარდა

წინასაარჩევნოდ თბილისში, გარე რეკლამის ლიდერ კომპანიას დაკვეთები გაეზარდა

person access_time2016-09-15 12:30:19

წინასაარჩევნოდ თბილისში, გარე რეკლამის ლიდერ კომპანიას დაკვეთები გაეზარდა. „კომერსანტმა" ეს თემა რამდენიმე თვის წინ გააშუქა. მაშინ გარე რეკლამის კომპანიები ბიზნესის მხრიდან შეკვეთების შემცირებას უჩიოდნენ.



დღეს გარე რეკლამის უმსხვილესი კომპანია Outdoor.ge-ს ხელმძღვანელი კონსტანტინე ჭავჭანიძე აცხადებს, რომ ქალაქში უკვე გამოჩნდა პოლიტიკური შინაარსის სარეკლამო ბილბორდები. მისი თქმით,განსაკუთრებული აქტივობაა 4 პოლიტიკური გაერთიანების მხრიდან. საუბარია, „ქართული ოცნება", „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „თავისუფალი დემოკრატები" და „დემოკრატიული მოძრაობა -ერთიანი საქართველო".


რაც შეეხება ბიზნესს, ჭავჭანიძე ამბობს, რომ ზაფხულის პასიური პერიოდის შემდეგ გააქტიურება ბიზნესის მიმართულებითაც შეინიშნება. ძირითად დამკვეთებს წარმოადგენენ, თამბაქოს მწარმოებელი კომპანიები და აზარტული თამაშების დაწესებულებები.


მისივე თქმით, ძირითადად გააქტიურდნენ ძველი დამკვეთები. ბაზარზე შემოსული ახალი კომპანიები მსგავსი რეკლამის გაკეთებისგან თავს იკავებენ.



როგორც ჭავჭანიძე „კომერსანტთან" ერთი თვის წინ განმარტავდა,  გარე რეკლამის ბიზნესისთვის ყველაზე დიდი ჩავარდნა იყო 2008 წლის შემოდგომიდან 2009 წლის ბოლომდე პერიოდი. რაც შეეხება ტარიფებს, მათი ზრდა 2010 წელს მოხდა და დღეისთვის სტაბილურად ნარჩუნდება. მისივე თქმით, დატვირთული ბანერების რაოდენობა ამ ეტაპზე პროცენტულად 60-65%-ს ფარგლებშია.


სარეკლამო ბიზნესი გაყიდვების შემცირებაზე ჯერ კიდევ 2015 წლის მაისში ალაპარაკდა.


 




დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-11 21:00:41
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.Georgian Capital-ის წარუმატებელი პროექტი - „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ არა ლიკვიდურობის გამო ლონდონის საფონდო ბირჟიდან ჩაიხსნა „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ (GHG) არალიკვიდურობის გამო ლონდონის საფონდო ბირჟიდან ჩაიხსნა. კომპანიის ინფორმაციით,...

კომპანიები და მათი მფლობელები, რომელთა „გაშავებასაც“ მერია ითხოვს

კომპანიები და მათი მფლობელები, რომელთა „გაშავებასაც“ მერია ითხოვს
access_time2020-08-11 17:20:07
თბილისის მერი კახი კალაძე საჯარო გამოსვლებში პირობების ჯეროვნად შეუსრულებლობის გამო „გაშავებით“ არაერთხელ დამუქრებია ტენდერებში გამარჯვებულ სხვადასხვა კომპანიას. „ბიზნესპრესნიუსი“ დაიტერესდა, სატენდერო ხელშეკრულებების დარღვევის გამო რამდენ შემთხვევაში მოითხოვა მერიამ კომპანიის „შავ სიაში“ მოხვედრა. მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ თბილისის მერიამ მიმწოდებლის „შავ სიაში" რეგისტრაციასთან დაკავშირებით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს...

მსოფლიოში კორონავირუსის პირველი ვაქცინა ვლადიმერ პუტინის ქალიშვილმა გაიკეთა

მსოფლიოში კორონავირუსის პირველი ვაქცინა ვლადიმერ პუტინის ქალიშვილმა გაიკეთა
access_time2020-08-11 16:10:36
ვლადიმერ პუტინის განცხადებით რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ადამიანებზე ორ თვიანი ტესტირების შემდეგ, მსოფლიოში პირველი კორონავირუსის ვაქცინა დაამტკიცა. რუსეთის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ვლადიმერ პუტინის შვილმაც გაიკეთა. „ჩემმა ერთ-ერთმა ქალიშვილმა ვაქცინა გაიკეთა, ამ მხრივ, მან პრეპარატის შემოწმების პროცესშიც მიიღო მონაწილეობა“ - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი. პირველი ვაქცინის შემდეგ პუტინის ქალიშვილს 38 გრადუსი სიცხე დაუფიქსირდა,...

ვითიბი ბანკი ავტო სესხზე განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს

ვითიბი ბანკი ავტო სესხზე განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს
access_time2020-08-11 11:00:27
ვითიბი ბანკი, ახალი ავტომობილის შეძენის მსურველებს, განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. შეთავაზების ფარგლებში მომხმარებელს შეუძლია ბანკის პარტნიორი ავტო სალონებიდან გამოიყვანოს ავტომობილი, ისარგებლოს სამი წელი, ხოლო შემდეგ დააბრუნოს ყიდვის დროს შეთანხმებულ ფასად. რაც მთავარია 3 წლის შემდეგ (სესხის ვადის ბოლოს) მყიდველს სამი შემოთვაზებული ვარიანტიდან შეუძლია აირჩიოს ერთ-ერთი: დარჩენილი ღირებულების ფასად, ჩააბაროს ავტომობილი ავტო სალონს, რის შედეგადაც იფარება ვალდებულება ბანკის...

რუსი ტურისტების რაოდენობა თურქეთის კურორტებზე 32%-ით გაიზარდა

რუსი ტურისტების რაოდენობა თურქეთის კურორტებზე 32%-ით გაიზარდა
access_time2020-08-11 18:00:56
1 აგვისტოდან რუსეთმა თურქეთის მიმართულებით ავიაფრენები განაახლა და დღეისთვის მოთხოვნამ 2019 წლის ანალოგიური პერიოდს უკვე გადააჭარბა. Аэрофлот-ის ყველაზე მოთხოვნად რეისზე - „მოსკოვი-სტამბოლი“, მგზავრთა ნაკადმა 85%-ს მიაღწია. ავიაკომპანია S7-ში ამბობენ, რომ ბილეთების დაჯავშნა წინმსწრები ტემპებით მიმდინარეობს და სახეზეა გადადებული მოთხოვნის ეფექტი. Aviasales-ის მონაცემებით, 24 ივლისიდან, როდესაც ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ...


მსგავსი სიახლეები

up