“წინასაარჩევნოდ საპატრულო პოლიციის ეფექტურობა შემცირებულია“ – ექსპერტები ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებენ

“წინასაარჩევნოდ საპატრულო პოლიციის ეფექტურობა შემცირებულია“ – ექსპერტები ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებენ

access_time2016-07-08 19:05:44

„პატრული "მიძინებულია", – ასე ფიქრობს საზოგადოების ის ნაწილი, რომლისთვისაც გზებზე არსებული ვითარება სულერთი არ არის და შეშფოთებულია ავარიებში დაღუპულთა რაოდენობის ზრდით.

 

თემა მედიასაშუალებებში არაერთხელ გაჟღერდა, მათ შორის „კომერსანტის“მხრიდანაც, თუმცა არაერთი მოწოდების მიუხედავად სამართალდამცველების რეაგირება იგვიანებს.

 

პრობლემაზე ამჯერად გაზეთი „კვირის პალიტრა“ წერს და აღნიშნავს, რომ საგზაო მოძრაობის დარღვევის ამსახველი ვიდეოკამერების ნაწილი  გამორთულია.


მიზეზებსა და ფაქტებზე სასაუბროდ გამოცემა "ეკო ტრანსპორტ ცენტრის" აღმასრულებელ დირექტორს, ტრანსპორტის პროგრამის საინჟინრო მეცნიერებათა დოქტორს, ვასო ურუშაძეს დაუკავშირდა:


"საპატრულო პოლიციის ეფექტურობა ძალიან შემცირებულია. სამწუხაროდ, ხელისუფლებაში მყოფი ყველა პოლიტიკური ძალა წინასაარჩევნოდ ცდილობს მაქსიმალურად მოხსნას სადამსჯელო ღონისძიებები - ყველა ერიდება ამომრჩევლის გაღიზიანებას. არადა, ვხედავთ, რომ მძღოლი აშკარად არღვევს ავტოსაგზაო წესს, იქვე დგას საპატრულო ეკიპაჟი, თუმცა რეაგირება ნულია. ამან გამოიწვია არაკეთილსინდისიერი მძღოლების წახალისება. შედეგად, თითქმის ყოველდღე ვეცნობით ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევით ვიღაც გარდაიცვალა, დაშავდა და ა.შ.


საპატრულო პოლიცია არ რეაგირებს დარღვევებზე და ასეთი მიდგომით, მუდმივად მზარდი ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკას მივიღებთ. საპატრულო პოლიციის პოლიტიზირება დამღუპველი იქნება ქვეყნისთვის. ისინი უნდა პასუხობდნენ მოთხოვნებს და არა პოლიტიკოსების ახირებებსა და სურვილებს.


რაც შეეხება კამერებს, ჩვენი ინფორმაციით, არ მუშაობს სრული დატვირთვით. მუშაობს მხოლოდ სიჩქარის გადაჭარბების აღმნიშვნელი ე.წ. რადარი, თუმცა შუქნიშნებსა და გზაჯვარედინებზე დარღვევების დაფიქსირება არ ხდება. ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გვაქვს, შსს ამაზე არ ლაპარაკობს, მაგრამ მძღოლები ამბობენ, რომ მათ დაარღვიეს წესები და ვიდეოჯარიმა არ მიუღიათ. მეც მქონდა შემთხვევა, როცა ტაქსიში ვიჯექი ღამით, მძღოლმა წითელზე გაიარა და შენიშვნა რომ მივეცი, მიპასუხა, - არა უშავს, კამერები მაინც არ მუშაობსო."

 

დავით მესხიშვილი, "ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის" თავმჯდომარე:

 

"ქართული რეალობაა, რომ ყოველი არჩევნების წინ პოლიცია ხდება რბილი, ვითომ ლოიალური. ბოლო დროს, საპატრულო პოლიცია, პრაქტიკულად, არ რეაგირებს დარღვევებზე. ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს გზაჯვარედინებზე, სადაც მძღოლები საპატრულო ეკიპაჟის ცხვირწინ არღვევენ წესებს. ამან უკვე მძიმე სტატისტიკა მოიტანა - ბოლო 1 წლის განმავლობაში ავტოსატრანსპორტო შემთხვევების შედეგად გარდაიცვალა 600-ზე მეტი ადამიანი და 10 000-ზე მეტმა სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო. უმთავრესად, სიჩქარის გადაჭარბება ხდება ლეტალური შედეგების მთავარი მიზეზი, რაც უმეტესად, მაგისტრალებზე ხდება. ახლა (ივლისის მეორე ნახევრიდან სექტემბრის მეორე ნახევრამდე) უფრო ინტენსიური გახდება მოძრაობა რეგიონებსა და დედაქალაქს შორის და სამწუხაროდ, დადებით პროგნოზს ვერ გავაკეთებთ. თუ პატრული არ გამოფხიზლდა, ეს პერიოდი საშიში და საგანგაშო იქნება. განსაკუთრებით საშიშია საზოგადოებრივი ტრანსპორტი - მიკროავტობუსები ტექნიკურად გაუმართავი გადიან სადგურებიდან. 

 

მაგისტრალზე მათი მაქსიმალური სიჩქარე 80 კმ/სთ-ს არ უნდა აჭარბებდეს,  გუშინ ჩემ თვალწინ საპატრულო ეკიპაჟს მოტოციკლმა ჩაუქროლა, რომელსაც ბაიკერი უჩაფხუტოდ მართავდა. ამაზე საპატრულო პოლიციას არანაირი რეაგირება არ ჰქონია. ამასთან, მძღოლები ხშირად კვეთენ უწყვეტ ხაზს, ღერძულა ხაზს, არასწორად ახდენენ პარკირებას, არ ემორჩილებიან შუქნიშანს - პატრული კი დუმს.


ყველა აღნიშნავს, რომ ვიდეოჯარიმების სისტემა აღარ მუშაობს. სავარაუდოდ, კამერები გამორთულია. ყველაზე მძიმე დარღვევაა ისიც, რომ ქვეითად მოსიარულეს გზას არ უთმობს მძღოლი, ამასთან, ქვეითად მოსიარულე გადარბის ყველგან, სადაც კი მოესურვება, პატრული კი კვლავ დუმს. ვფიქრობ, ერთგვარი დირექტივას აქვს ადგილი შსს-ს მთავარი მესვეურების მხრიდან - წინასაარჩევნო პერიოდია და მოდი, ნურავის გავაღიზიანებთ. ეს ვითომ რბილი აქტი ხოცავს ჩვენს მოქალაქეებს - სტატისტიკით ევროპაში პირველები ვართ ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილებისა და დაშავებულების მიხედვით.“


გაზეთ "კვირის პალიტრის" მასალები

 



საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიესალმება ეკონომიკის გახსნის ტემპების დაჩქარებას

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიესალმება ეკონომიკის გახსნის ტემპების დაჩქარებას
access_time2020-05-27 15:00:56
„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ ეკონომიკის გახსნასტან დაკავშრიებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს,რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ასოციაცია მიესალმება ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების მორიგ ეტაპს, რომლის მიზანია, აღდგეს ეკონომიკური აქტივობა და ბიზნესი დაუბრუნდეს ცხოვრების მეტ-ნაკლებად ჩვეულ რიტმს. დღეს, საბედნიეროდ, საქართველოში გვაქვს ვითარება, როდესაც სამედიცინო პერსონალისა და ეპიდემილოგების ძალისხმევით, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს ეფექტური მუშაობის, ბიზნეს...

რატომ ვერ მოხერხდა, რომ დღეს თქვენ ამ მოხსენების ფონზე გქონოდათ წარმოდგენილი ბიუჯეტი - კაკულიას კითხვები პრემიერს

რატომ ვერ მოხერხდა, რომ დღეს თქვენ ამ მოხსენების ფონზე გქონოდათ წარმოდგენილი ბიუჯეტი - კაკულიას კითხვები პრემიერს
access_time2020-05-27 15:00:24
„რატომ ვერ მოხერხდა, რომ დღეს თქვენ ამ მოხსენების ფონზე გქონოდათ წარმოდგენილი ბიუჯეტი“, - ამ კითხვით მიმართა პარლამენტში ანგარიშის წარსადგენად მისულ საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ. ამასთან მმართველი გუნდის წევრმა საქართველოს პრემიერს ჰკითხა როგორ დაიხარჯება StopCov ფონდში ჩარიცხული თანხა. „რატომ ვერ მოხერხდა რომ დღეს თქვენ ამ მოხსენების ფონზე გქონოდათ წარმოდგენილი ბიუჯეტი...

ვაკის საცურაო აუზი 6 ივლისს გაიხსნება

ვაკის საცურაო აუზი  6 ივლისს გაიხსნება
access_time2020-05-27 15:30:39
„ვაკის საცურაო აუზი” და მასში შემავალი სხვა სერვისები  6 ივლისიდან იხსნება“-ამის შესახებ „კომერსანტს“  საცურაო აუზის ადმინისტრაციაში განუხადეს.„მოგეხსენებათ,საერთო მსოფლიო პანდემიამ უდიდესი გავლენა მოახდინა გლობალურ ეკონომიკაზე, გამონაკლისი არც ჩვენი ქვეყანაა. დაწესებულმა შეზღუდვებმა კი ყველა კომპანია თავისი გავლენის ქვეშ მოაქცია, თუმცა უსაფრთხოების ნორმების დაცვით, ბიზნესი ჩვეულ სამუშაო პროცესს უბრუნდება. შეიცვალა,  “ვაკის საცურაო...

ბინის შეძენის მსურველებს დღეიდან მთავრობა იპოთეკურ სესხებს დაუსუბსიდირებს

ბინის შეძენის მსურველებს დღეიდან მთავრობა  იპოთეკურ სესხებს დაუსუბსიდირებს
access_time2020-05-27 13:45:31
„მთავრობა დღეიდან და მოახდენს იპოთეკური სესხის სუბსიდირებას ყველი იმ ადამიანისთვის რომელიც გადაწყვეტს წლის ბოლომდე იპოთეკური სესხის აღებას და მისი სახცოვრებელი პირობების გაუმჯობესებას“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, სამშენებლო სექტორზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, სამშენებლო სექტორს ახალმა კორონავირუსმა მშნივნელოვანი დარტყმა მიაყენა. „სერიოზული ზარალს კიდევ ერთი სექტორი მიიღებს, ეს არის დეველპმენტი და...

ეროვნული ბანკი ლარში უძრავი ქონების ფასების 5%-იან შემცირებას პროგნოზირებს და იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამაზე მუშაობს

ეროვნული ბანკი ლარში  უძრავი ქონების ფასების 5%-იან შემცირებას  პროგნოზირებს და იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამაზე მუშაობს
access_time2020-05-27 13:30:13
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ დღეს გამართულ ონლაინ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. BM.ge-ის ერთ-ერთი კითხვა იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამას შეეხებოდა, რომელიც მთავრობას ოფიაციალურად არ გაუჟღერებია, მაგრამ სამშენებლო კომპანიების ნაწილი და საბანკო ასოციაცია ადასტურებს, რომ აღნიშნულზე მუშაობა მიმდინარეობს. კობა გვენეტაძის თქმით, ეს პროექტი მსესხებელთა ფინანსურ მდგომარეობს გააჯანსაღებს და ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით...


მსგავსი სიახლეები

up