„წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნება“ ისევ  ბილბორდებიდან ელაპარაკება მოსახლეობას, ქვეყანაში კი, მუდმივად ილახება ადამიანის უფლებები და თავისუფლება“ - მამუკა ხაზარაძე

„წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნება“ ისევ ბილბორდებიდან ელაპარაკება მოსახლეობას, ქვეყანაში კი, მუდმივად ილახება ადამიანის უფლებები და თავისუფლება“ - მამუკა ხაზარაძე

access_time2020-10-12 12:29:13

„ლელოს“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ ბრიფინგი გამართა და დემოკრატიაზე ისაუბრა, რაც არჩევნების მოახლოებასთან ერთად აქტუალურობას სულ უფრო მეტად იძენს. ინფორმაციას „ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.


როგორც ხაზარაძემ ბრიფინგის მსვლელობისას აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ისევ უარს ამბობს დებატებზე და ისევ ბილბორდებიდან ელაპარაკება მოსახლეობას. „ლელო“ კი იმ ენაზე საუბრობს, რა ენაც მოსახლეობას ესმის - უშუალო და საქმიანი.


აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს დემოკრატიის ინდექსში, 2019 წელს, საქართველო ათი პუნქტით დაქვეითდა და 89-ე ადგილი დაიკავა. ამ დროს კი "ლელოს" აქვს სწორი გეგმა, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიას გააძლიერებს.


ხაზარაძის განმარტებით, საქართველო დაშორდა დემოკრატიულ ღირებულებებს. ქვეყანაში მუდმივად ილახება ადამიანის უფლებები და თავისუფლებები.


„„ქართული ოცნება“ ისევ უარს ამბობს დებატებზე და ისევ ბილბორდებიდან გველაპარაკება. ჩვენც იმ ენაზე ვესაუბრებით, რა ენაც მათ უნდა ესმოდეთ.



არჩევნებამდე უკვე სულ ცოტა დრო რჩება და კითხვა, თუ რამდენად დემოკრატიულად ჩატარდება ის, სულ უფრო აქტუალური ხდება. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, არათუ ქვეყანაში დემოკრატიის გარანტად ვერ გამოდგა, არამედ თავად იქცა მისი პრინციპების უხეშ დამრღვევად. 8 წლის წინ ისინი სამართლიანობისა და დემოკრატიის დაპირებით მოვიდნენ, საბოლოოდ კი უსამართლობით და ძალადობით სავსე სახელმწიფოდ გვაქციეს. საქართველო დაშორდა დემოკრატიულ ღირებულებებს. მუდმივად ილახება ადამიანის უფლებები და თავისუფლებები,“ - აცხადებს ხაზარაძე.


მისივე თქმით, საქართველო იქცა ქვეყნად, სადაც ხშირია ადამიანების არჩევანით მანიპულირება.


„სამწუხაროდ, საქართველო იქცა ქვეყნად, სადაც ოპოზიციას მმართველი ძალის მიერ მართული სასამართლო ასამართლებს და სადაც ოპოზიციის ლიდერებს ციხეში პოლიტიკური ნიშნით სვამენ. საქართველო იქცა ქვეყნად, სადაც უამრავი ჩვენი მოქალაქე ვეღარ ბედავს ღიად საკუთარი აზრის დაფიქსირებას. ამის ერთ-ერთი შედეგია ისიც, რომ მსოფლიოს დემოკრატიის ინდექსში, 2019 წელს, საქართველო ათი პუნქტით დაქვეითდა და 89-ე ადგილი დაიკავა.


ასე ჩვენ თავისუფალ არჩევნებს ვერ ჩავატარებთ, ეს ხელისუფლება ემზადება არჩევნების გასაყალბებლად და დემოკრატიული პროცესების სათავისოდ, ძალადობრივად გამოსაყენებლად. თავისუფლება და დემოკრატია საყოველთაო უფლებაა, განურჩევლად რწმენისა თუ პოლიტიკური გემოვნებისა. მხოლოდ თავისუფლება და დემოკრატიაა ის გზა, რომლითაც უნდა დავძრათ ქვეყანა განვითარებისა და კეთილდღეობისაკენ.


ჩვენ გვჭირდება სასამართლოს მართვის გამჭვირვალე და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული სისტემა. პოლიტიკური და კლანური გავლენისგან დაცული სასამართლო. ისევე, როგორც სრულიად დეპოლიტიზებული პოლიცია და პროკურატურა,“- განაცხადა ხაზარაძემ.


პარტიის თავმჯდომარის თქმით, „ლელოს“ გუნდი ერთადერთი ძალაა, ცოდნითა და საერთაშორისო კავშირებით, რომელიც მზადაა, ეს ყველაფერი დაასრულოს და ქვეყანა რეალურ დემოკრატიულ რელსებზე დააყენოს, რადგან „ლელოს“ აქვს ხედვა და სწორი რეფორმები, რისი მეშვეობითაც შეუძლია ქვეყანაში დემოკრატია გააძლიეროს.


NS







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up