წინასაარჩევნოდ პენსიების ზრდა ყველაზე პოპულარული მესიჯია

წინასაარჩევნოდ პენსიების ზრდა ყველაზე პოპულარული მესიჯია

access_time2016-07-05 19:30:45

გაზეთი ,,ბანკები და ფინანსები“ პერიოდულად შესთავაზებს მკითხველს რეიტინგული პოლიტიკური პარტიების ეკონომიკური პროგრამების ანალიზს. დღეს მკითხველს საშუალება აქვს გაეცნოს „საქართველოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  და ,,თავისუფალი დემოკრატების“ ეკონომიკურ პროგრამას, რომლებიც პარტებმა წარუდგინეს საზოგადოებას. ასევე, ,,გირჩის“ მიერ ,,ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური პროგრამის შეფასებას და მათ მიერ დასმულ აქცენტებს. 

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 2016 – 2020 წლების სამოქმედო გეგმის ძირითადი ასპექტები


2017 წელს საშემოსავლო გადასახადი 15%-მდე შემცირდება, ხოლო მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში10%-მდე დაიწევს;

მოგების გადასახადი10%-მდე შემცირდება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში;

90 000 ლარამდე ბრუნვის ბიზნესი მიკრობიზნესად ჩაითვლება და არ დაიბეგრება (ნაცვლად დღეს არსებული 30 000 ლარისა);

200 000 ლარამდე ბრუნვის ბიზნესი მცირე ბიზნესად იქნება განხილული და დაიბეგრება 3-5%-ით (ნაცვლად დღეს არსებული 100 000 ლარისა);

საფოსტო გზავნილების მეშვეობით დაუბეგრავად საქონლის შემოტანის ზედა ზღვარი ნაცვლად 300 ლარისა, გახდება 1500 ლარი.

ნაცვლად დღეს არსებული 100 000 ლარისა, დღგ-სმხოლოდ 200 000 ლარზე მეტი წლიური ბრუნვის მქონე სუბიექტები გადაიხდიან. 

ბიზნესმა რომ თავი დაცულად იგრძნოს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მოახდენს სრულ საგადასახადო ამნისტიას;

2016 წლის ნოემბრიდან სახელმწიფო პენსია გაიზრდება 50 ლარით და განახლდება სახელმწიფო პენსიების მუდმივი ზრდა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის კვალდაკვალ.

საარსებო შემწეობას აღუდგება ყველა იმ ოჯახს, რომელსაც იგი უსამართლოდ გაუუქმდათ; საარსებო შემწეობის დანიშვნის კრიტერიუმები მკაფიო, მარტივ და სამართლიანი გახდება;

გაჭირვებული ადამიანებისთვის გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი გაითვალისწინებს მედიკამენტის დაფინანსებას;

2017 წელსვე გავზრდით სასკოლო ვაუჩერის ღირებულებას, სულ მცირე 50 %-ით; სასკოლო ვაუჩერის მკვეთრი ზრდა და საჯარო სკოლების ფინანსური ავტონომია სასკოლო სამეურვეო საბჭოებს საშუალებას მისცემს მნიშვნელოვნად გაზარდონ სახელფასო ბიუჯეტები, რაც შედეგად გაიზრდება საჯარო სკოლებში მომუშავე მასწავლებელთა ხელფასი, მინიმუმ 650 ლარმდე;

5 000 - ით გაიზრდება ყოველწლიური სახელმწიფო საგრანტო პროგრამებით დაფინანსებული სტუდენტების რაოდენობა.


ენმ-ს ეკონომიკური პროგრამის ნაწილი მცდარია და ხმების მობილიზებაზეა გათვლილი


 

„ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი" „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ წარდგენილი ეკონომიკური პროგრამის შეფასებას აქვეყნებს და აცხადებს, რომ პროგრამით გათვალისწინებული რეფორმების მხოლოდ ნაწილია სწორი, თუმცა არასაკმარისი მოსახლეობის კეთილდღეობის სწრაფი გაუმჯობესებისთვის, ნაწილი კი მცდარია და საარჩევნოდ ხმების მობილიზებაზეა გათვლილი. “ბანკები და ფინანსები” გთავაზობთ რამდენიმე მესიჯის “გირჩისეულ” ანალიზს.

45,000 სამუშაო ადგილი პირველივე წელს და 30,000 სამუშაო ადგილი ყოველ მომდევნო წელს

სავარაუდოდ, სამუშაო ადგილების შექმნის ფინანსურ წყაროდ ნაგულისხმებია გადასახადების შემცირებით ეკონომიკაში დარჩენილი მილიარდი ლარი პირველ წელს. საქართველოში ერთი სამუშაო ადგილის შექმნას სჭირდება დაახლოებით 50,000 ლარი. მილიარდი ლარი, მთლიანად რომ წავიდეს სამუშაო ადგილების შექმნაზე (რაც შეუძლებელია) და მართლაც პირველივე წელს რომ მოგვცეს ეფექტი (რაც ასევე გამორიცხულია), კერძო სექტორში შექმნის დამატებით მაქსიმუმ 20,000 სამუშაო ადგილს. რეალისტურია ვარაუდი, რომ ახალი სამუშაო ადგილების შექმნას მოხმარდება ეკონომიკაში დატოვებული თანხის 40%, რაც 8,000 დამატებით სამუშაო ადგილს ნიშნავს.
გაუგებარია, რატომ იცვლება შემდგომ წლებში ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ტენდენცია კლებისკენ (45,000-დან 30,000-სკენ). ზუსტი გათვლა შეუძლებელია (ქართულ ოცნებას უკვე ჰქონდა ამის მცდელობა), თუმცა სწორი რეფორმების შემთხვევაში, გაუგებარია რატომ უნდა წინასწარმეტყველებდე კლების ტენდენციას.
მოგების და საშემოსავლო გადასახადის შემცირება 10%-მდე
გადასახადების და შესაბამისად სახელმწიფო ხარჯების შემცირება არის ერთადერთი გზა იმისათვის, რომ ერთი მხრივ, ქვეყნის საინვესტიციო გარემო გახდეს უფრო მიმზიდველი, ხოლო მეორე მხრივ, ეკონომიკაში დარჩეს მეტი ფული, რაც სტიმულს მისცემს სწრაფ ზრდას. თუმცა, ჩვენი შეფასებით, 10%-მდე შემცირება არ არის საკმარისი მნიშვნელოვანი ეფექტის მისაღწევად და გაცილებით რადიკალური ნაბიჯების გადადგმაა საჭირო, მათ შორის ამ ორი გადასახადის სრული გაუქმება. საჭიროა არა მხოლოდ საგადასახადო ტვირთის ნაწილობრივი შემცირება, არამედ საგადასახადო ადმინისტრირების მნიშვნელოვანი გამარტივება, რაც მხოლოდ ამ გადასახადების გაუქმებით მიიღწევა.
სახელმწიფო პენსიის“ ზრდა 50 ლარით
არსებული ე.წ. საპენსიო სისტემა არის ბიუჯეტიდან გაწეული სოციალური ხარჯების არასწორი განაწილების მთავარი მიზეზი. ამ სისტემაში 50 ლარით პენსიის გაზრდა ნიშნავს:
1. მოსახლეობის უდიდესი ნაწილის კვლავ სიღარიბეში დატოვებას
2. ბიუჯეტში არსებული სოციალური დანიშნულების ფულის უდიდესი ნაწილის ფლანგვის გაგრძელებას შეძლებულ და მდიდარ ოჯახებზე.
სწორი, თუმცა არაპოპულისტური გზაა არსებული სისტემის შეცვლა და ფულის მიმართვა იმ ოჯახებისკენ, რომლებსაც დახმარება ნამდვილად სჭირდებათ. სახელმწიფოსგან ფულს უნდა იღებდნენ მხოლოდ ისინი, ვისაც უჭირს. ნებისმიერი სხვა კრიტერიუმით (მათ შორის, ასაკობრივი ნიშნით) ბიუჯეტიდან ფულის დარიგება არის საფუძველშივე მცდარი და ემსახურება მხოლოდ წინასაარჩევნოდ ხმების მობილიზებას.
რომ შევაჯამოთ, მიუხედავად იმისა რომ პროგრამაში არის გადასახადების და მთავრობის ხარჯების შემცირებაზე გაკეთებული სწორი აქცენტები, მთლიანობაში ის უფრო პოპულისტურია და გათვლილია მოსახლეობის სხვადასხვა სეგმენტიდან საარჩევნო ხმების მობილიზებაზე. როგორც სჩანს ნაციონალური მოძრაობა კვლავ ერთგული რჩება პრინციპის - ‘ახლა ასეა საჭირო და რომ მოვიგებთ არჩევნებს, მერე ყველაფერს სწორედ გავაკეთებთ".
უკეთესი ეკონომიკა, უკეთესი ცხოვრება
,,თავისუფალმა დემოკრატებმა“ საარჩევნო ეკონომიკური პროგრამის ნაწილი წარადგინეს. პროგრამის მთავარი აქცენტები არის მოსახლეობის ყოფის და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება, რომელიც 3 ძირითად მესიჯად გამოკვეთეს.  ესენია: 1. პენსია 2. ხელფასი 3. საარსებო მინიმუმი
უფრო დეტალურად კი "თავისუფალი დემოკრატების’’ მიერ წარმოდგენილი ახალი ხედვა შემდეგნაირად გამოიყურება: 
- თითოეული პენსიონერი იმსახურებეს უკეთეს ცხოვრებას. დღეს არსებული 160 ლარის ნაცვლად ჩვენ განვსაზღვრეთ აუცილებელი საარსებო მინიმუმი 250 ლარით და ვიღებთ ვალდებულებას რომ პენსია გახდება 300 ლარი და ინფლაციის შესაბამისად გაიზრდება. 
- საქართველოს ყველა მოქალაქეს ეკუთვნის უკეთესი ანაზღაურება. ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ კანონით განსაზღვრული მინიმალური ხელფასი იქნება 500 ლარი. ვეღარავინ ამუშავებს ჩვენს მოქალაქეს საათში 3 ლარზე ნაკლებად! 
- საქართველოს ექნება უკეთესი ეკონომიკა. ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ 4 წლის განმავლობაში გავზრდით ბიუჯესი სულ მცირე 4 მილიარდით.

 

გაზეთი "ბანკები და ფინანსები"



რა გავლენა იქონია საცხოვრებელი უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებული პირების გადაწყვეტილებასა და ქცევაზე პანდემიამ

რა გავლენა იქონია საცხოვრებელი უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებული პირების გადაწყვეტილებასა და ქცევაზე პანდემიამ
access_time2020-06-03 09:50:46
 უძრავი ქონების სერვისებისა და მარკეტინგული საკონსულტაციო კომპანია „არეა ჯგუფი“ კვლევას აქვეყნებს „უძრავი ქონების მომხმარებელთა მოლოდინებისა და ქცევის შესახებ COVID 19-ის გავრცელებამდე და მის შემდგომ“, რომლის მიხედვითაც მომხმარებლების 78%-ისთვის პანდემია შემაფერხებელი ფაქტორი აღმოჩნდა.   რაოდენობრივი კვლევა ჩატარდა უძრავი ქონების შეძენით...

მსოფლიოს უმდიდრესი ფეხბურთელი, რომელსაც 1 ბინა აქვს და კარიერა "ხეტაფეში" დაასრულა

მსოფლიოს უმდიდრესი ფეხბურთელი, რომელსაც 1 ბინა აქვს და კარიერა
access_time2020-06-02 21:30:26
სათაურის წაკითხვისა და ფოტოს ნახვის შემდეგ ურთიერთსაწინააღმდეგო განცდა დაგეუფლებოდათ - რადგან, როცა "უმდიდრეს ფეხბურთელს" წავიკითხავთ, თავში, პირველ რიგში, კრიშტიანო რონალდო და ლიონელ მესი ამოტივტივდებიან, რომლებიც წლიურად 100 მილიონ ევროზე მეტს შოულობენ.   თუმცა ფეხბურთელთა შორის ყველაზე მდიდარი ვარსკვლავებთან შედარებით ნაკლებად ცნობილი ფრანგი ფეხბურთელია, რომელმაც 2019 წელს "ხეტაფე" დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა. მისი სახელი მეტიო ფლამინი...

2 ივნისი - ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარებას განაგრძობს

2 ივნისი - ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარებას განაგრძობს
access_time2020-06-02 19:00:51
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 2 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 4 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ...

„საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის მოცულობა თითქმის ქუთაისის ბიუჯეტია“ - ლევან კობერიძე

„საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის მოცულობა  თითქმის ქუთაისის ბიუჯეტია“ - ლევან კობერიძე
access_time2020-06-02 18:40:45
„მაღალი ბიუჯეტი და დაბალი რეიტინგი - ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა, ლევან კობერიძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის 2019 წლის ანგარიში განიხილა. როგორც კობერიძემ კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, მაღალი ბიუჯეტის პირობებში საზოგადოებრივ მაუწყებელს დაბალი რეიტინგი აქვს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი - 69 მილიონი ლარი ქუთაისის ბიუჯეტზე მეტია. რეიტინგებში საზოგადოებრივი...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-06-02 21:55:14
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ძმები ხარებავები ტობავარჩხილის ტბებისკენ მიმავალ გზაზე სასტუმროებს აშენებენ (ფოტოები) ტობავარჩხილის ტბებისკენ მიმავალ გზაზე შპს მუხური რეზორთი ორ სასტუმროს აშენებს. სასტუმროს პროექტი „ლაკადა გრუპმა“ მოამზადა, სწორედ ეს კომპანია ახორციელებს სოფელ მუხურში...


მსგავსი სიახლეები

up