„წინასაარჩევნოდ მთავრობა და ეროვნული ბანკი შეცდომების გამოსწორებას ცდილობენ“

„წინასაარჩევნოდ მთავრობა და ეროვნული ბანკი შეცდომების გამოსწორებას ცდილობენ“

access_time2019-12-20 10:00:20

საქართველოს ეროვნული ბანკი 2020 წელს საბანკო რეგულაციების გამარტივებას გეგმავს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის მეხუთე მიმოხილვის დასრულების შემდეგ გამოქვეყებული დოკუმენტის მიხედვით, შესაბამისი ცვლილებები მომავალი წლის მარტამდე განხორციელდება.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ადასტურებს, რომ „ეროვნული ბანკი“ ლიბერალიზების მიმართულებით წინადადებებზე მუშაობს. 


„მიუხედავად მკაცრი მონეტარული პოლიტიკისა, საბანკო რეგულაციების ლიბერალიზება ხელს შეუწყობდა ეკონომიკური ზრდის მაღალ ნიშნულზე შენარჩუნებას.  შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის დავალებით, პირველ რიგში, ეროვნული ბანკი მუშაობს წინადადებებზე. შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ ლიბერალიზება იგეგმება. ეს იქნება მთელი პაკეტი. არ მინდა, წინ გავუსწრო მოვლენებს და კონკრეტულ დეტალებზე ვისაუბრო, მაგრამ ძალიან მალე დასრულდება. როგორც ეკონომიკის მინისტრი, გარკვეული ლიბერალიზების მომხრე ვარ, რადგან მნიშვნელოვანია ეკონომიკაში გაჩნდეს დაბანდების მეტი რესურსი“, – განაცხადა ნათია თურნავა.


დღეისთვის სესხის მომსახურების კოეფიციენტები ყოველთვიური შემოსავლის მიხედვით ოთხ ჯგუფად არის დაყოფილი – 1000 ლარამდე, 1000-დან 2000 ლარამდე, 2000-დან 4000 ლარამდე და 4000 ლარზე მეტი. ცვლილების შემდეგ, დარჩება მხოლოდ ორი კატეგორია. სავალუტო ფონდში აღნიშნავენ, რომ ცვლილება დადებითად აისახება მათზე, ვისი შემოსავალი 1000-დან 4000 ლარამდეა, ანუ მათ შედარებით დიდი მოცულობის სესხის აღება შეეძლებათ.


ადამიანების შემოსავლის დაყოფის ასეთ სქემას ეკონომიკის ექსპერტი ზვიად ხორგუაშვილი არათანმიმდევრულს და უსამართლოს უწოდებს.



„სამწუხაროა რომ უკვე მერამდენედ იღებენ სრულიად გაურკვევლად ისეთ რეგულაციებს, რომლებიც ადამიანებს აზარალებს და შემდეგ ის უკან მიაქვთ. თუმცა, ცალსახაა რომ გამარტივება უნდა მოხდეს. იმედი არ მაქვს რომ ყველა იმ მავნებლურ რეგულაციას გააუქმებენ. დიდი ეჭვი მაქვს, რომ ესეც არათანმიმდევრული და ბევრი ადამიანისთვის უსამართლო იქნება, რადგან თუ 1000 ლარის ზემოთ უუქმებ ადამიანს გარკვეულ რეგულაციებს, რა დააშავა იმან, რომელსაც შედარებით ნაკლები შემოსავალი აქვს? არ შეიძლება ადამიანების შემოსავლების მიხედვით გამოყოფა და შემდეგ სხვადასხვა პირობებში ჩაყენება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ისიც რომ საერთოდ არ ამბობენ კონკრეტულად რას აპირებენ, როგორც ჩანს თვითონაც არ არიან ბოლომდე ჩამოყალიბებულები“, - აცხადებს ზვიად ხორგუაშვილი.


ეკონომიკის ექსპერტი ასეთი სახით რეგულაციების შერბილებაში პოლიტიკურ სარჩულს ხედავს და ამ ყველაფერს საარჩევნო წელს უკავშირებს.


„საარჩევნო წელი მოდის და ყველანაირად ეცდებიან, რომ ხალხის გული მოიგონ, მაგრამ ჯერჯერობით ეკონომიკის მინისტრი მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებით შემოიფარგლა და დეტალებზე არ უსაუბრია. მთავრობა და ეროვნული ბანკი თავიანთ შეცდომების გამოსწორებას ცდილობენ. ასეთი პატარ-პატარა რეგულაციებით არ უნდა შემოიფარგლონ, მნიშვნელოვანია სხვებიც გამარტივდეს, მაგალითად შემოსავლების დადასტურების გარეშე სესხის გაცემა, პროცენტებზე ჭერის დაწესება. ერთი-ორ რეგულაციას თუ მოხსნიან არაფერს შეცვლის, ის ზარალი რაც საბანკო სექტორმა და თითოეულმა მოქალაქემ განიცადა - არსად წასულა, ახლაც ვზარალდებით“, - განმარტავს ზვიად ხორგუაშვილი.


„საზოგადოება და ბანკების” დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე მიიჩნევს, რომ ნებისმიერი მსგავსი რეგულაციის მოხსნა ან შერბილება დადებითად აისახება საბანკო სფეროზე და ეკონომიკურ აქტივობასაც გაზრდის.


„თავიდანვე ვამბობდით, რომ ეს რეგულაციები ჩვენი ეკონომიკისთვის ამ ეტაპზე ზედმეტად მკაცრი იყო. შესაბამისად, ნებისმიერი რამ, რომელიც ამ რეგულაციების შერბილებას ემსახურება - რა თქმა უნდა ვიწონებთ. ახალი ბრძანებულება ყოველთვიური შენატანის ოდენობას განსაზღვრავს და სავარაუდოდ, აქ შევა ცვლილებები, რომელიც გულისხმობს შემოსავლის გათვალისწინებით ყოველთვიური შენატანის განსაზღვრას. გაიზრდება სასესხო ლიმიტიც და უფრო მეტ ადამიანს შეეძლება აიღოს სესხი, რაც საბანკო პორტფელის ზრდას და ეკონომიკურ აქტივობასაც შეუწყობს ხელს. როგორც ჩანს, ეროვნულ ბანკში და მთავრობაში დაინახეს რეალური პრობლემები რაც რეგულაციებმა გამოიწვია, არ ვიცი რამდენად სიხარულით დგამს ამ ნაბიჯს სებ-ი, მაგრამ ფაქტია, რომ მთავრობასთან კონსულტაციების შედეგად მიიღეს ეს გადაწყვეტილება. დეტალები ალბათ მოგვიანებით გახდება ცნობილი“, - განაცხადა გიორგი კეპულაძემ.


ნინო თამაზაშვილი





დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-06-18 21:00:37
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:     1. ბოლო 10 წელიწადში აშენებული ჰესების წილი გენერაციაში 19%-ს აჭარბებს     ენგურჰესის გამომუშავება რეაბილიტაციის შემდეგ, მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 98%-ით გაიზარდა და 404 მლნ კვტ/სთ-ს მიაღწია. ძირითადად მის ხარჯზე, 24%-ით 1.221...

18 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

18 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2021-06-18 18:00:43
18 ივნისის ვაჭრობის შედეგად სებ–ის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 9 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 110 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 18 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.1681 ლარი გახდა (ეს კურსი 19 ივნისს შევა ძალაში). 18 ივნისს მოქმედი...

გარემოს დაცვის მინისტრის და საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის წევრების ვიზიტი „არემჯიში“

გარემოს დაცვის მინისტრის და საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის წევრების ვიზიტი „არემჯიში“
access_time2021-06-18 15:55:24
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტთან არსებული ქვემო ქართლის რეგიონში დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად, („საყდრისის კომიტეტი “, „მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი და სამეცნიერო - კვლევითი პლატფორმები “) დაბა კაზრეთში „არემჯის “გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. მინისტრმა რეგულარული მონიტორინგის ფარგლებში „არემჯი კოპერის“ #4 ფუჭი ქანების სანაყაროს...

საქართველოს რკინიგზა $500–მილიონიანი მწვანე ბონდების განთავსებით $140 მილიონს დაზოგავს

საქართველოს რკინიგზა $500–მილიონიანი მწვანე ბონდების განთავსებით $140 მილიონს დაზოგავს
access_time2021-06-18 15:18:53
საქართველოს რკინიგზამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე პარტნიორი საინვესტიციო ბანკების დახმარებით, 500 მილიონი დოლარის ნომინალური ღირებულების  მწვანე ობლიგაციები წარმატებით განათავსა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. კომპნიის ცნობით, საპროცენტო განაკვეთი 7 წლის ვადით 4%-ით განისაზღვრა.  „ახალი ობლიგაციებით...

Forbes: Google-ის თანადამფუძნებლის ყოფილი მეუღლე მილიარდერი გახდა

Forbes: Google-ის თანადამფუძნებლის ყოფილი მეუღლე მილიარდერი გახდა
access_time2021-06-18 20:00:07
Google-ის თანადამფუძნებლის სერგეი ბრინის მეუღლე ანა ვოიჟიტოვსკი მილიარდერი გახდა მას შემდეგ, რაც მისი კომპანია 23andMe, რომლის პროფილიცაა გენეტიკური ტესტირება, ბირჟაზე გავიდა.   ამ დროისთვის ის უკვე იყო მულტიმილიონერი - 2020 წელს მან ამერიკის ყველაზე მდიდარ self-made ქალ-მეწარმეებს შორის 49–ე ადგილი დაიკავა - ამ კატეგორიაში შედიან ქალები, რომლებიც თავისით და არა მეუღლეებთან გაშორებით ან მემკვიდრეობის მიღებით გამდიდრდნენ.   23andMe ბირჟაზე...


მსგავსი სიახლეები

up