წინასაარჩევნო „შეღავათი“ ტექინსპექტირებაზე – საქართველოში „ჭკვიანი კამერების“ მხოლოდ ნაწილი მუშაობს

წინასაარჩევნო „შეღავათი“ ტექინსპექტირებაზე – საქართველოში „ჭკვიანი კამერების“ მხოლოდ ნაწილი მუშაობს

access_time2021-09-24 11:00:07

ტექინსპეტირების ცენტრების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კანონის აღსრულების მიმართ სახელმწიფო ლოიალურ დამოკიდებულებას იჩენს, რასაც ისინი წინასაარჩევნო პროცესს უკავშირებენ. როგორც შპს Autotest Georgia-ს დირექტორი ვაჟა იორდანაშვილი ,,კომერსანტთან“ ამბობს, ამ ეტაპზე „ჭკვიანი კამერების“ მხოლოდ ნაწილი მუშაობს და ავტომფლობელებს, რომელთაც მანქანა სავალდებულო ტექინსპექტირებაზე არ გაატარეს, არ აჯარიმებენ.



მიუხედავად ამისა, იორდანაშვილის თქმით, მდგომარეობა აშკარად  გაუმჯობესებულია და  2020 წელთან შედარებით, მომართვიანობის მაჩვენებელი ტექინსპექტირების ცენტრებში 20-25%-ის ფარგლებში არის გაზრდილი.

 


,,2021 წელს საქართველოში ტექინსპექტირების ტემპი დაჩქარდა, მაგრამ ამან დიდი გარღვევა ვერ მოახდინა. საარჩევნო პერიოდია და  კანონის აღსრულების მხრივ ლოიალური დამოკიდებულება დიდწილად ამითაც არის განპირობებული. კამერები, სად ჩართულია და სად – გამორთული, ვერ დავაკონკრეტებ, თუმცა არის ფაქტები, რომ გამართულად არ მუშაობს. შესაბამისად, ჯერჯერობით გვაქვს დაჯარიმების ცალკეული შემთხვევები. თუ გავითვალისწინებთ, რომ 2020 წელს საერთოდ არ დაჯარიმებულან ავტომფლობელები, წელს ამ მხრივ ცოტათი უკეთესი ვითარებაა. დაახლოებით, 20-25%-ით გაზრდილია მომართვიანობა, რაც არ არის საკმარისი. განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა 1 მილიონ  ერთეულზე მეტი ავტომობილია, რომელიც აქტიური სტატუსით მოძრაობს საქართველოში. კანონის აღსრულების მიმართულებით მთავრობამ ზომები უნდა გაამკაცროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსახლეობის დიდი ნაწილი ტექდათვალიერებას თავს აარიდებს“, - ამბობს იორდანაშვილი.




არსებულ პრობლემას ადასტურებს ,,კომერსანტთან“ ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტი დავით მესხიშვილი. მისი თქმით, ამჟამად კამერები ნაკლები დატვირთვით მუშაობენ, ხან შეიძლება, სულაც გათიშული იყოს, განბსაკუთრებით რეგიონებში, თუმცა ეს ყველა ქალაქს არ ეხება. 



,,არაერთი შემთხვევაა, როცა „ჭკვიანი კამერები“  პერიოდულად გამორთულია.  არჩევნების წინ ეს ჩვეულებრივი ფაქტია, როცა არ სურთ ჯარიმებით მოქალაქეების გაღიზიანება. ცუდი მიდგომაა, რასაც საგზაო მოძრაობაში მოაქვს მსხვერპლი, ამას ადასტურებს ისიც, რომ ავტოსაგზაო შემთხვევები და ასეთი სავალალო სტატისტიკით საქართველო ევროპაში ერთ-ერთ მოწინავეა. რაც შეეხება ფაქტებს, ჩვენ  შარშან სპეციალური კვლევა ჩავატარეთ, რომელიც ეხებოდა ტექინსპეტირების პროცესსაც და აღმოჩნდა, რომ კანონის აღსრულება დამოკიდებულია კონკრეტული პირების ნება-სურვილზე, შეუძლიათ, გამორთონ, თუკი მოესურვებათ. აღსრულება უწყვეტ რეჟიმში არ ხდებოდა“, - ამბობს მესხიშვილი და დასძენს, რომ ხშირ შემთხვევაში, საჯარიმო სანქციები შეიძლება გამოყენებულ იქნას კონკრეტული მიზნისთვის, რომელსაც საგზაო უსაფრთხოებასთან არანაირი კავშირი არ აქვს.



შეგახსენებთ, რომ 2022 წლიდან ტექინსპექტირებასთან დაკავშირებით რეგულაციების გამკაცრება იგეგმება. ისეთ ავტომობილზე, რომლის გამონაბოლქვშიც დამაბინძურებელი ნივთიერებები დადგენილ ნორმას აღემატება, ავტომფლობელის პასუხისმგებლობა გაიზრდება. ამის შესახებ მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაშია საუბარი, რომელიც პარლამენტს 2021 წლის საშემოდგომო სესიისთვის გადაეგზავნა.



დოკუმენტის თანახმად, ცვლილების შეტანა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ იგეგმება და მიზნად ისახავს პასუხისმგებლობის გამკაცრებას ისეთი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციისთვის, რომელთა განაფრქვევში გამაჭუჭყიანებელ ნივთიერებათა შემცველობა დადგენილ ნორმატივებს აღემატება.

 

 

მარი ჩიტაია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up