პროცედურები გერმანიაში დასაქმების მსურველთათვის და ვის შეუძლია მიიღოს ევროკავშირის ლურჯი ბარათი

პროცედურები გერმანიაში დასაქმების მსურველთათვის და ვის შეუძლია მიიღოს ევროკავშირის ლურჯი ბარათი

access_time2020-02-07 20:30:13

გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების დასაქმება 1 მარტიდან იწყება. მათთვის, ვისაც სურს ამ შესაძლებლობის გამოყენება არსებობს წინაპირობები და პროცედურები, რომელთა შესახებაც „კომერსანტი“  საქართველოში გერმანიის საელჩოს დაუკავშირდა. საელჩოს ინფორმაციით, შეუზღუდავია მიმართულებები და პროფესიები, რაშიც დასაქმება ხელმისაწვდომია ამ პროგრამის ფარგლებში.


რა საბუთებია საჭირო გერმანიაში დასაქმებისთვის?


ვიზა

იმ ადამიანმა, ვისაც სპეციალისტად დასაქმება სურს გერმანიაში, უნდა მოითხოვოს ვიზა საელჩოში ან გენერალურ საკონსულოში. უმეტეს შემთხვევებში ვიზა გაიცემა მხოლოდ მაშინ, თუ ამის თანხმობას გასცემს გერმანიის შრომის ფედერალური სააგენტო.


ბინადრობის უფლება


მუშაობის დაწყებამდე მოქალაქეს ესაჭიროება ბინადრობის უფლება, რომელიც საქმიანობის განხორციელების ნებართვას გულისხმობს. თუ მოქალაქე უკვე ნამყოფია გერმანიაში, მაშინ საჭიროა ასევე მომავალ საცხოვრებელ ადგილზე არსებული უცხოელთა მომსახურების უწყების (Ausländerbehörde) თანხმობა. როგორც წესი, ამ თანხმობას ითხოვს  საელჩო. თუ ყველა წინაპირობა დაკმაყოფილებულია, მოქალაქე იღებს ჩვეულებრივ ექვსთვიან  ვიზას. ამ პერიოდის განმავლობაში გერმანიის უცხოელთა მომსახურების უწყებაში უნდა მოითხოვოს  ბინადრობის უფლება.


ვის შეუძლია დასაქმება გერმანიაში?


არსებობენ პროფესიული განათლების მქონე სპეციალისტები და აკადემიური განათლების მქონე სპეციალისტები. გერმანიაში საჭიროა გერმანიის ფარგლებს გარეთ მიღებული განათლების აღიარება. პროფესიული განათლების მქონე სპეციალისტებს უნდა ჰქონდეთ გავლილი კვალიფიციური პროფესიული განათლების კურსი, რომელიც გერმანული კანონმდებლობის თანახმად, მინიმუმ ორი წელი უნდა გრძელდებოდეს. აკადემიური განათლების მქონე სპეციალისტებმა უნდა წარადგინონ უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი. სპეციალისტებს შეუძლიათ მხოლოდ თავიანთი კვალიფიკაციის შესაბამის პროფესიაში დასაქმება.

 

რა წინაპირობებს უნდა ასრულებდეს  სპეციალისტი?


სპეციალისტს, შეუძლია მიიღოს სამუშაო ვიზა:

  • თუ გერმანიის ფარგლებს გარეთ მიღებული კვალიფიკაცია აღიარებულ იქნა.
  • თუ მოქალაქემ მიიღო კონკრეტული სამუშაოს შეთავაზება. ამ შემთხვევაში მომავალმა დამსაქმებელმა უნდა შეავსოს ფორმა  - „განცხადება შრომითი ურთიერთობის შესახებ“ (Erklärung zum Beschäftigungsverhältnis**);
  • თუ მოქალაქემ მიიღო პროფესიის განხორციელების ნებართვა (ან დაგიდასტურეს, რომ ამ ნებართვას გასცემენ), და სურს ე.წ. რეგლამენტირებულ პროფესიაში მუშაობა (მაგ. ჯანმრთელობის დაცვის სფეროში);
  • თუ მოქალაქე ასრულებს უცხოელთა შესახებ კანონის ზოგად წინაპირობებს, მაგ. მოქმედი პასპორტი, ცხოვრების ხარჯების უზრუნველყოფა და ა.შ.



განაცხადი  ვიზის მიღებაზე მხოლოდ მაშინ უნდა გაკეთდეს,  თუ მოქალაქე ყველა წინაპირობას ასრულებს  და შეუძლია საბუთების სრულყოფილად წარმოდგენა. თუ გერმანიის ფარგლებს გარეთ მიღებული კვალიფიკაცია ჯერ არ არის აღიარებული,  სავიზო განაცხადი ვერ განიხილება.


თუ პროფესიული ან უმაღლესი განათლება გერმანიაში მიიღო მოქალაქემ,  მაშინ აღიარება არ არის საჭირო. გერმანიის ფარგლებს გარეთ მიღებული კვალიფიკაციის აღიარებას სხვადასხვა უწყებები ახორციელებენ.


რა არის ევროკავშირის ლურჯი ბარათი და ვის შეუძლია მისი აღება?


თუ მოქალაქე აკმაყოფილებს სპეციალისტის წინაპირობებს, შეუძლია მოითხოვოს ევროკავშირის ლურჯი ბარათი, თუ...


  • დასაქმებულს აქვს მინიმუმ ერთწლიანი კონკრეტული სამუშაო ადგილის შემოთავაზება,
  • სამუშაო ადგილი შეესაბამება  კვალიფიკაციას.
  • წლიური სრული ხელფასის სახით მიიღებს მინიმუმ 55.200 ეროს.
  • ამ შემთხვევაში არ არის საჭირო გერმანიის შრომის ფედერალური სააგენტოს თანხმობა.


გარკვეული პროფესიებისთვის  (ექიმებისთვის, საინჟინრო სფეროს, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, მათემატიკის და საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტებისთვის) საკმარისია წლიური სრული ხელფასი 43.056 ევროს ოდენობით, თუ გერმანიის შრომის ფედერალური სააგენტო გასცემს თანხმობას.

 

გამორიცხულია საქმიანობა დამხმარედ ან შეგირდად.

დაგეგმილ საქმიანობასთან გერმანიის ფარგლებს გარეთ მიღებული კვალიფიკაციის შესაბამისობას ამოწმებს გერმანიის შრომის ფედერალური სააგენტო.

 

მათთვის, ვინც ოჯახთან ერთად მიემგზავრება


სპეციალისტის მეუღლეს და ასევე მის არასრულწლოვან შვილებს შეუძლიათ ვიზის მოთხოვნა ოჯახის წევრთან საცხოვრებლად გადასვლის მიზნით. სავიზო განაცხადის შეტანა მათ შეუძლიათ მაშინაც, როდესაც სპეციალისტი თავის ვიზაზე გააკეთებს განაცხადს. ვიზის გაცემაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღებისთვის მნიშვნელოვანია, რომ გერმანიაში უზრუნველყოფილი იყოს საკმარისი საცხოვრებელი ხარჯები და საკმარისი საცხოვრებელი ფართი მთელი ოჯახისთვის გერმანიის სახელმწიფოს დახმარების გარეშე.  მეუღლემ უნდა შეისწავლოს ენა გერმანიაში გამგზავრებამდე და სავიზო განაცხადის შემოტანისას ყველაზე დაბალი A1 დონის სერთიფიკატი უნდა წარმოადგინოს.

 

თუ მოქალაქემ  დამსაქმებელი ვერ იპოვა


სპეციალისტს, შეუძლია მოითხოვოს მაქსიმუმ ექვსთვიანი ვიზა იმ სამუშაო ადგილის მოძიების მიზნით, რომლის კვალიფიკაციაც გააჩნია, თუ თქვენი კვალიფიკაცია აღიარებულია. პროფესიული განათლების მქონე სპეციალისტებმა უნდა დაადასტურონ გერმანული ენის იმ დონეზე ცოდნა, რომელიც საჭიროა დაგეგმილი საქმიანობისთვის (როგორც წესი B1-დონე). 


ამ ვიზით შესაძლებლობა ექნება მსურველს გამოსაცდელი საქმიანობის განხორციელება კვირაში მაქსიმუმ 10 საათის განმავლობაში.ასეთი ვიზიტის დროს არ არის გათვალისწინებული ოჯახის წაყვანა.


თუ გერმანიის ფარგლებს გარეთ მიღებული პროფესიული განათლება არ არის აღიარებული..


იმ შემთხვევაში, თუ გერმანიის ფარგლებს გარეთ თქვენ მიღებული პროფესიული განათლება სრულად არ აღიარეს და გამოვლინდა ნაკლი გერმანიაში არსებულ შესაბამის პროფესიულ განათლებასთან მიმართებაში, მსურველს აქვს შესაძლებლობა, გერმანიაში მონაწილეობა მიიღოს  საკვალიფიკაციო ღონისძიებებში, რის შედეგადაც მოხდება  მიღებული განათლების აღიარება. ასეთი ღონისძიებებისთვის გერმანიაში ყოფნა შესაძლებელია 18 თვის განმავლობაში, მაქსიმუმ ორ წლამდე გაგრძელების პერსპექტივით. აღნიშნულის წინაპირობა როგორც წესი არის გერმანული ენის ცოდნა მინიმუმ A2-დონეზე. მიიღოთ საკვალიფიკაციო ღონისძიებებში მონაწილეობის პარალელურად შესაძლებელია მუშაობა გარკვეული შეზღუდვებით.

 

დეტალური ინფორმაცია გერმანიაში დასაქმების მსურველთათვის და რეგლამენტირებული პროფესიების შესახებ გერმანიის საელჩოს ვებ-გვერდზეა ხელმისაწვდომი.

 

 მარიამ მორგოშია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up