წინანდლის მამული, თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, გამოფენასა და პერფორმანსს - „მეხსიერების ფრაგმენტები“  უმასპინძლებს

წინანდლის მამული, თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, გამოფენასა და პერფორმანსს - „მეხსიერების ფრაგმენტები“ უმასპინძლებს

access_time2021-05-05 14:38:10

წინანდლის მამული, თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, გამოფენასა და პერფორმანსს - „მეხსიერების ფრაგმენტები უმასპინძლებს. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ გოგი ალექსი-მესხიშვილის, სერგო ფარაჯანოვის და უტა ბექაიას შემოქმედებას.


გამოფენა 7 მაისს გაიხსნება და ერთ თვეს გაგრძელდება. 7 ივნისიდან კი, ერთი თვით, გამოფენა თიბისი კონცეპტის სივრცეში, მარჯანიშვილის 7 -ში გადაინაცვლებს.


მთავარი ხაზი და კონცეფცია - ექსპერიმენტული თეატრის ხასიათი - სხვადასხვა სივცრცეების მონაკვეთებად დატვირთვა. თეატრი როგორც თემა - მთელს სივრცესთან შინაარსობრივადაც ახლოს არის და ასევე, ბევრი კუთხით გაშლის საშუალებას გვაძლევს: სცენოგრაფია, კოსტიუმები, დეკორაციები, მუსიკა, ლაით არტი და ა.შ. რაც ცოცხალი და თანამედროვე ფორმით იქნება წარმოდგენილი და დღესასწაულის ხასიათს დაუტოვებს სტუმრებს.


დაიხაზება სივრცის კონცეპტუალური გეგმა, რომელიც შენობის ნახაზზე იქნება აწყობილი და მაყურებელს მისცემს საშუალებას შოუს ნაწილად იგრძნოს თავი და მოძრაობისას/თვალიერებისას უფრო მკაფიოდ აღიქვას კონცეფცია, შესაბამისად ექსპოზიციაც ნამუშევრის ფორმით იქნება წარმოდგენილი. სასტუმროს და გამოფენის სტუმრებისთვის, კონცეპტუალური რუკა ერთიანად შეკრულ სახეს მისცემს შოუს და ასევე, სასტუმროს, ამფითეატრის, რესტორნის და სხვა სივრცეების ათვისებას შეუწყობს ხელს.



აკადემიური გამოფენა


სერგო ფარაჯანოვისა და გოგი ალექსი-მესხიშვილის რამოდენიმე ნამუშევრის ერთიან სივრცეში წარმოდგენა კიდევ უფრო მკაფიოდ გაუსვამს ხაზს თეატრალურ ხასიათს, მათი შემოქმედების ურთიერთკავშირი წარმოქმნის საინტერესო ნარატივს და ორ ძალიან მნიშვნელოვან ხელოვანს, ერთი განსაკუთრებული რაკურსით წარმოაჩენს. ფარაჯანოვი და მესხიშვილი არაეთხელ გაერთიანებულან სხვადასხვა ნამუშევრებზე მუშაობისას. მათ შორის არის მნიშვნელოვანი კინო-ფილმი აშიქ-ქერიბი, რომლის მხატვარიც გ. მესხიშვილია (პრემია „ფელიქსი საუკეთესო მხატვრის ნომინაცია, ევროპული კინოს აკადემია, ბერლინი). შესაბამისად მათი სინთეზი გამორჩეული იქნება.


პერფორმანსი


პარალელურ რეჟიმში, წინანდლის მამულების პარკის ტერიტორიაზე, გაიმართება უტა ბექაიას ავტორობით თეატრალური წარმოდგენა- პერფორმანსი. გამოფენის გახსნის დღეს სტუმრებს მიეცემათ საშუალება შეიქმნან სადღესასწაულო განწყობა და გახდნენ თეატრალური დადგმის მონაწილეები. მთელი პარკის სივრცეში იქნება წარმოდგენილი რამოდენიმე სეტი, რაც დამსწრე საზოგადოებას მეტ სიბრჭყვილეს და სიცოცხლეს გადასცემს მისი საკარნავალო განწყობით, რაც პირველ რიგში, არტისტის მიერ ფარაჯანოვის შემოქმედების გადააზრების შედეგად, თეატრალურ შოუდ იქნება წარმოდგენილი.



NS






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up