წინანდლის კლასიკური მუსიკის რიგით მეორე ფესტივალი დასრულდა

წინანდლის კლასიკური მუსიკის რიგით მეორე ფესტივალი დასრულდა

access_time2020-09-25 09:55:39

წინანდლის მამულში 4 დღის განმავლობაში კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტვივალი ჩატარდა.  2020 წელს შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე წელს ფესტივალის ფორმატი განსხვავებული იყო.  შემცირებული იყო როგორც ფესტივალის ხანგრძლივობა, ასევე ფესტივალის მონაწილეთა და დარბაზში დამსწრეთა რიცხვი. ფესტივალის სტუმრების და მონაწილეებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა  ორგანიზატორების მთავარ პრიორიტეტად იქცა.  


წინანდლის ფესტივალის დამფუძნებლები არიან: ვერბიეს ფესტივალის დამფუძნებელი მარტინ ენგსტრომი, ისრაელის ფილარმონიის ხელმძღვანელი ავი შოშანი, კომპანია „სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი.  ფესტივალის გენერალური დირექტორია - დავით საყვარელიძე.


წინანდალის ღია ამფითეატრში მსმენელის წინაშე წარსდგნენ მარტა არგერიხი,  ლიზა ბათიაშვილი, ნელსონ გიორნერი, დანიელ ლოზაკოვიჩი, ალექსანდრე კანტოროვი. ასევე, ნიკოლოზ რაჭველი და ეროვნული სიმფონიური ორკესტრი კამერული შემადგენლობით და სუხიშვილების ნაციონალური ბალეტი განახლებული პროგრამით.  შესრულდა რახმანინოვის, მოცარტის, დებიუსის, შუმანის, ბრამსის, ბახის, შტრაუსის და სხვათა ნაწარმოებები.  


ლეგენდად აღიარებულმა არგენტინელმა პიანისტმა, მარტა არგერიხმა, ორი კონცერტი გამართა. ორი ფორტეპიანოსთვის  შექმნილი პროგრამა მან წარმოშობით აგრეთვე არგენტინელ პიანისტთან, ნელსონ გიორნერთან, ერთად შეასრულა.


ორჯერ წარსდგა მსმენელის წინაშე თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო მევიოლინედ აღიარებული ლიზა ბათიაშვილი. პირველ დღეს მან ნიკოლოზ  რაჭველთან და ეროვნულ სომფონიურ ორკესტრთან ერთად შეასრულა ნაწარმოებები თავისი ახალი ალბომიდან „City Lights”.  სწორედ ამ კონცერტს დაესწრო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური მდივანი ესპანეთის, პორტუგალიის, საბერძნეთის, რუმინეთის, მაროკოს, საუდის არაბეთის, კონგოს, კენიის და სხვა ქვეყნების დელეგატებთან ერთად.   



მეორე კონცერტი ლიზა ბათიაშვილმა ახალგაზრდა მუსიკოსებთან - გიორგი გიგაშვილთან, ანასტასია აღლაძესთან, მირიან კვალიაშვილთან და ცოტნე ზედგენიძესთან - ერთად გამართა. 





პირველად წარსდგნენ ქართველი მსმენელის წინაშე ახალგაზრდა პიანისტი, ჩაიკოვსკის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის გრან პრის მფლობელი ალექსანდრე კანტოროვი და ვირტუოზი მევიოლინე დანიელ ლოზაკოვიჩი, რომელმაც ადრეული ასაკიდან მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. 


ამ რთულ დროს სხვადასხვა ქვეყნებში მოღვაწე მუსიკოსების საქართველოში ჩამოსვლა წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად ერთგვარი კეთილი ნების და სოლიდარობის გამოხატულებაა, იმის გათვალისწინებით, რომ ახლადდაარსებული ფესტივალისთვის მეტად მნიშვნელოვანია პროცესის უწყვეტობა და საერთაშორისო მუსიკალური სამყაროს ყურადღების კიდევ ერთელ მიპყრობა. 

„მოხარული ვარ, რომ ჩვენ არა მარტო ჩავატარეთ წელს ფესტივალი, არამედ ჩამოვიყვანეთ უმაღლესი კლასის შემსრულებლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ამ პანდემიის დროს უნდა გვახსოვდეს, რომ მძიმე დღეები გაივლის და კარგი დღეები ისევ დადგება. ეს არის ჩვენი გზავნილი წლევანდელი წინანდლის ფესტივალიდან.  ჩვენ ვრჩებით პოზიტიურები და ოპტიმისტურები. ის, რომ აქ გვყავდა მარტა არგერიხი, ლიზა ბათიაშვილი, ნელსონ გიორნერი, ალექსანდრე კანტოროვი, დანიელ ლოზაკოვიჩი - თავად ეს ადამიანები არიან გზავნილი, რომ ყველაფერი კარგად იქნება.“ - გიორგი რამიშვილი . 

წინანდლის ფესტივალის მუსიკალური დირექტორი, თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული დირიჟორი, მაესტრო ჯანანდრეა ნოზედა, წელს საქართველოში ვერ ჩამოვიდა. შარშან ფესტივალი გაიხნა გუსტავ მალერის მეორე სიმფონიით, რომელიც შეასრულეს  თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის გუნდმა და პან-კავკასიურმა ახალგაზგარდულმა ორკესტრმა სწორედ მაესტრო ნოზედას დირიჟორობით (სოლისტები: ქეთევან ქემოკლიძე - მეცცო-სოპრანო და ინგ ფანგი - სოპრანო.)


წინანდლის ფესტივალის გახსნის დღეს, 17 სექტემბერს, ალექსანდრე ჭავჭავაძის მუზეუმმა საჩუქრად მიიღო გენერალ შარლ დე გოლის ხელნაწერი 16 წერილი, რომელიც მუზეუმს დე გოლების ოჯახის ჩამომავალმა, მხატვარმა და წინანდლის დიდმა მეგობარმა, ფრანსუა ანტონიოზმა გადასცა. წერილების საზეიმო გადაცემას დაესწრნენ საქართველოს პრეზიდენტი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი და საფრანგეთის ელჩი საქართველოში ბატონი დიეგო კოლასი.


წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი გასულ წელს დაარსდა და 2019 წლის სექტემბერში წინანდლის მამულმა 15 დღის განმავლობაში 40-მდე კონცერტს უმასპინძლა, რომელშიც მსოფლიოში აღიარებულ ვარსკვლავებთან ერთად კამერული და სიმფონიური ორკესტრები მონაწილეობდა. ასევე, ფესტივალის აკადემიის ფარგლებში დაარსებული პანკავკასიური ორკესტრი, რომელმაც 80-მდე ახალგაზრდა მუსიკოსი გააერთიანა რეგიონის რამდენიმე ქვეყნიდან. მდიდარი საკონცერტო პროგრამის გარდა, საგანმანათლებლო მხარე ფესტივალის კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია, რომელიც, სამწუხაროდ, წლევანდელი ფორმატიდან ამოღებული იქნა გასაგები მიზეზების გამო.


ფესტივალის ორგანიზატორები და დამფუძნებლელი მომავალი წლის მასტაბურ პროგრამაზე უკვე მუშაობენ და მას უახლოეს მომავალში წარუდგნენ კლასიკური მუსიკის მოყვარულებს.


დავით საყვარელიძე: ასეთ დროს კონცერტების ოთხდღიანი სერიის ორგანიზება უცხოეთიდან მოწვეული მუსიკოსებისა და აუდიტორიისთვის განსაკუთრებით რთული იყო, თუმცა ძალიან ვამაყობთ, რომ ჩვენ ეს შევძელით. დიდ მადლობას ვუხდით ყველა შემსრულებელს და ფესტივალის სტუმარს, რომლებმაც ძალა არ დაიშურეს, რომ წელს ჩვენთან ერთად ყოფილიყვნენ. 2021 წელს კვლავ დავბრუნდებით და მოუთმენლად ველით შემდეგ შეხვედრას. 



(R)

თეგები:
წინანდლი



„გალფს“ ზესტაფონის ავტოგასამართი სადგური ჩამოერთმევა - კომპანია საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ვერ შეთანხმდა

„გალფს“ ზესტაფონის ავტოგასამართი სადგური ჩამოერთმევა - კომპანია საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ვერ შეთანხმდა
access_time2020-10-28 18:45:59
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირულაში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1476.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს და მასზე მდგომ შენობა-ნაგებობას იძულებით ჩამოართმევს.   ეკონომიკის მინისტრმა გზების დეპარტამენტს ექსპროპრიაციის უფლება უკვე მიანიჭა. ბრძანება "საკანონმდებლო მაცნეზე" გამოქვეყნდა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ „დასახელებული უძრავი ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე დეპარტამენტსა და მესაკუთრეს...

28 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

28 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-10-28 18:10:22
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 28 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-28 21:00:16
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. „ქართული ოცნების“ ეკონომიკური საქმიანობის TOP 20 ნეგატიური შედეგი „კომერსანტმა“ გადაწყვიტა შემოგთავაზოთ „ქართული ოცნების“ ეკონომიკური საქმიანობის ნეგატიური შედეგები, რომლებმაც ქვეყანის განვითარება  შეაფერხა   2. საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 8.0...

ცხინვალის არაღიარებულ რესპუბლიკაში საავადმყოფოები ინფიცირებულთა მზარდ რაოდენობას ვეღარ იტევს

ცხინვალის არაღიარებულ რესპუბლიკაში საავადმყოფოები ინფიცირებულთა მზარდ რაოდენობას ვეღარ იტევს
access_time2020-10-28 20:00:37
გასულ დღე-ღამეში ცხინვალის არაღიარებულ რესპუბლიკაში კიდევ 64 ადამიანი დაინფიცირდა - ეს ძალიან ბევრია ცხინვალისთვის, სადაც 30 000 ადამიანი ცხოვრობს.   15 სექტემბერს რუსეთს და ე.წ. სამხრეთს ოსეთს შორის საზღვარი გაიხსნა და ამის შემდეგ რესპუბლიკაში ინფიცირების...

მსოფლიო ავიაციაში სამუშაო ადგილები 40%-ით შემცირდება

მსოფლიო ავიაციაში სამუშაო ადგილები 40%-ით შემცირდება
access_time2020-10-28 17:30:17
IATA-ს შეფასებით, 2021 წელს სასურველი საოპერაციო შედეგების მისაღებად და ფინანსური რესურსების შემცირების გასანეიტრალებლად, საჭირო იქნება, ხარჯების კიდევ 30%-ით შემცირება.   ”კრიზისის პირობებში ყოველდღიურად სამუშაო ადგილების დაკარგვის და ეკონომიკური შეფერხების ალბათობა იზრდება. თუ კი სახელმწიფოები სწრაფად არ იმოქმედებენ ავიაციაში 1.3 მლნ სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშ დადგება. ამას კი დომინოს ეფექტი ექნება, რაც საავიაციო სექტორში დამატებით 3.5 მლნ სამუშაო ადგილს შეუქმნის...


მსგავსი სიახლეები

up