წინანდლის ისტორიულ მამულში ახალი სასტუმრო PARK HOTEL გაიხსნა

წინანდლის ისტორიულ მამულში ახალი სასტუმრო PARK HOTEL გაიხსნა

access_time2019-09-06 14:00:52

წინანდლის მამულის მიმდებარე ტერიტორიაზე ოფიციალურად გაიხსნა ახალი სასტუმრო „პარკ-ოტელი“ (PARK HOTEL). 70 ნომრიანი სასტუმრო შედარებით დაბალ ბიუჯეტიანია, ვიდრე ამავე ტერიტორიაზე გახსნილი მაღალი კლასის სასტუმრო „რადისონ ქოლექშენ წინანდალი“.


სასტუმროს დიზაინზე თამარ ვალიშვილმა იმუშავა, ბრენდინგი დავით კუპატაძეს ეკუთვნის. პროექტის მართვაში მონაწილეობდნენ: ლიკა დოლიძე, ეკა რეხვიაშვილი, გიორგი მარი. სასტუმროს ყველა სივრცეში ქართველი მხატვრების ქეთი დავლიანიძისა და გოგა ქაცარავას ნამუშევრებია წარმოდგენილი.ფესტივალის დასრულების შემდეგ, ნებისმიერ სტუმარს შეეძლება ახალ სასტუმროში დასვენება და სხვადასხვა ღონისძიების გამართვა.


ახალი სასტუმროს „პარკოტელის“  აშენებაში “სილქროუდ ჯგუფმა”  დაახლოებით 4 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა.


“პარკოტელი“ საგანგებოდ  ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის აშენდა. პირველი სტუმრები არიან სწორედ პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის წევრები, რომლებიც ამ ფესტივალისთვის შეირჩნენ 6 ქვეყნიდან საერთაშორისო ჟიურის მიერ.

პირველი სართული ეთმობა სარეპეტიციო ოთახებს, რომელიც სრულად არის აღჭურვილი მუსიკალური ინსტრუმენტებით. ფაქტობრივად, ეს არის საგანმანათლებლო დაწესებულება, რაც იმთავითვე იყო წინანდლის ფესტივალის კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი. საგანმანათლებლო მხარე ფესტივალისთვის ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენელია. სასტუმროს სარეპეტიციო სივრცეში უკვე მიმდინარეობს რეპეტიციები და მასტერკლასები ახალგაზრდა შემსრულებლებისთვის  - განაცხადა „სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა.





„სილქ როუდ ჯგუფი“ პარკოტელის მსგავსი ბიუჯეტური სასტუმროების მშენებლობას საქართველოს მასშტაბით გეგმავს, მათ შორის მთიან რეგიონებშიც. მნიშვნელოვანია, რომ სასტუმროს მომსახურე პერსონალი თითქმის მთლიანად ადგილობრივებით არის დაკომპლექტებული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონალური განვითარებისთვის.

თავად წინანდლის ფესტივალი, საქართველოს მთავრობისა და კომპანია „სილქ როუდ ჯგუფის“ წარმატებული თანამშრომლობის შედეგად დაარსდა.



როგორც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, ფესტივალი არის საუკეთესო საშუალება, რომ ამ ისტორიულმა მხარემ მსოფლიო  კულტურულ კალენდარში ღირსეული ადგილი დაიკავოს.


წინანდლის მუსიკალური ფესტივალი 15 დღის განმავლობაში 40 მდე საორკესტრო,  კამერული, და სოლო კონცერტს წარადგენს. მუსიკის მოყვარულებს  1200 ადგილიანი ამფითეატრიდან 600 ადგილიანი კამერული მუსიკის დარბაზი უმასპინძლებს, რომელიც წინანდლის ისტორიულ მამულში საგანგებოდ ფესტივალისთვის აშენდა.  


წინანდლის ფესტივალის წარმდგენი კომპანიაა „სილქნეტი“.


R


თეგები:
PARK HOTEL



„ჩვენ გვგონია, რომ ღარიბები ვართ ამ დროს ძალიან მდიდრები ვართ“ - გიორგი ვაშაძე პრივატიზაციის პროექტზე

„ჩვენ გვგონია, რომ ღარიბები ვართ ამ დროს ძალიან მდიდრები ვართ“ - გიორგი ვაშაძე პრივატიზაციის პროექტზე
access_time2019-12-10 20:30:01
„მე ამის არა მხოლოდ მომხრე ვარ, არამედ შინაარსობრივადაც მზად ვარ, მონაწილეობა მივიღო ამ გეგმის საბოლოოდ დამუშავებაში, რომ ჩვენ დაძინებული 150 მილიარდი ამერიკული დოლარი, რომელიც აქ გვიდევს და გაყინულია, გავაღვიძოთ“-ამის შესახებ ახალი საქართველოს თავჯდომარემ და სტრატეგია აღმაშენებლის ავტორმა, გიორგი ვაშაძემ, ვახტანგ მეგრელიშვილის საავტორო გადაცემა თავისუფალ ბაზარში, პრივატიზაციის პროექტზე...

პენტაგონს ჯარში პრორუსული განწყობების ზრდა აშფოთებს

პენტაგონს ჯარში პრორუსული განწყობების ზრდა აშფოთებს
access_time2019-12-10 19:30:24
გამოკითხვის თანახმად, ამერიკელი ჯარისკაცების და მათი ოჯახების წევრთა 46% რუსეთს აშშ-ის მოკავშირედ მიიჩნევს.იმის მიუხედავად, რომ ამერიკელთა უმრავლესობა კვლავაც მოსკოვს ერთ-ერთ მთავარ მოწინაამღდეგედ თვლის თავს, ახალი სოციოლოგიური კვლევა აჩვენებს, რომ ეს აზრი უკვე ნელა-ნელა იცვლება, განსაკუთრებით კი - შეიარაღებულ ძალებში. რეიგანის ფონდის ეროვნული თავდაცვის კვლევა, რომელიც...

პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა
access_time2019-12-10 17:25:14
პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. პლენარულ სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსია პარლამენტმა მხარი 83 ხმით 1-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. რაც შეეხება ბიუჯეტის პროექტის ძირითად მაჩვენებლებს, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის თანახმად, მთლიანი შიდა პროფუქტის რეალური ზრდის პროგნოზი 2020 წლისთვის 4.5%-ით განისაზღვრა, რაც ბიუჯეტის პროექტის თავდაპირველ ვარიანტში არსებულ 5 %-იან მაჩვენებელს 0.5%-ით ჩამორჩება. ამასთან, 2020 წლის ნომინალური...

„საქართველოს მოქალაქეების თითქმის 64%-ს აშშ-ის B კატეგორიის ვიზის მიღებაზე უარი ეთქვა“

„საქართველოს მოქალაქეების თითქმის 64%-ს  აშშ-ის B კატეგორიის ვიზის მიღებაზე უარი ეთქვა“
access_time2019-12-10 18:10:54
„საქართველოს მოქალაქეების თითქმის 64%-ს უარი ეთქვა აშშ-ის B კატეგორიის ვიზის მიღებაზე“ - ამის შესახებ ფინანსისტი თემურ ბასილია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ:  „ნამდვილად არ ველოდი ასეთ მძიმე სურათს: საქართველოს მოქალაქეების თითქმის 64%-ს უარი ეთქვა აშშ-ის B კატეგორიის ვიზის მიღებაზე. ეს გახლავთ სახელმწიფო დეპარტამენტის 2019 ფისკალური წლის მონაცემები. სურათი კიდევ უფრო მძიმე შთაბეჭდილებას...

„ლარის კურსი ემიგრანტებმა გაამყარეს“

„ლარის კურსი ემიგრანტებმა გაამყარეს“
access_time2019-12-10 16:30:59
მიმდინარე კვირის განმავლობაში ეროვნული ვალუტის კურსი მკვეთრად მყარდება. დღეს 13:56 საათზე Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.88 ლარსაც კი გაუტოლდა, რაც გასული რამდენიმე თვის განმავლობაში ლარის ყველაზე მყარი კურსია. ეკონომიკის დოქტორი აკაკი ცომაია ლარის კურსის გამყარებას ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას და წინა საახალწლო პერიოდს...


მსგავსი სიახლეები

up