წინანდლის ფესტივალმა მსოფლიოში განთქმული მუსიკოსები მოიზიდა

წინანდლის ფესტივალმა მსოფლიოში განთქმული მუსიკოსები მოიზიდა

access_time2019-09-10 12:55:45


წინანდლის ისტორიულ მამულში მუსიკალური ფესტივალი გუსტავ მალერის მეორე სიმფონიით  გაიხსნა. მაყურებლის წინაშე წარსდგნენ მეცო სოპრანო ქეთევან ქემოკლიძე და სოპრანო ინგ ფანგი. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ  სახელმწიფო თეატრის გუნდს, პან-კავკასიურ ახალგაზგარდულ ორკესტრთან ერთად მაესტრო ჯანანდრეა ნოზედა დირიჟორობდა. კონცერტის დაწყებამდე ფესტივალის დამფუძნებლებმა პრესკონფერენცია გამართეს და ფესტივალის მიზანზე, იდეაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.  





„მე და მარტინ ენგსტროემმა ვერბიეს ფესტივალი 26 წლის წინ დავაარსეთ. სამი წლის წინ სწორედ  ვერბიეში გაგვიმხილა გიორგი რამიშვილმა წინანდალში ფესტივალის დაარსების სურვილი.  ეს უნდა ყოფილიყო  არა მარტო მსოფლიოში განთქმული შემსრულებლებისა და საუკეთესო კლასიკური მუსიკის კერა, არამედ საგანმანათლებლო ცენტრი ახალგაზრდა, ნიჭიერი მუსიკოსებისთვის... დღეს ეს ფორმატი განხორციელდა სწორედ ისე, როგორც იყო ჩაფიქრებული. როდესაც აქ პირველად ჩამოვედი და ვნახე, თუ რა საოცარი ადგილია, მაშინვე დავუკავშირდი ჯანანდრეა ნოზედას, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ დირიჟორსა და მაესტროს, რომელთანაც 20 წლიანი მეგობრობა მაკავშირებს და შევთავაზე, რომ ჩართულიყო ამ პროექტში.  ჩვენ ყველანი მადლიერები ვართ მისი, რომ მან ეს შეთავაზება ყოველგვარი ფიქრის გარეშე მიიღო და დღეს ჩვენთან ერთადაა. ჩვენ დავისახეთ ყველაზე მაღალი სტანდარტები, რომელიც უნდა შეგვესრულებინა და ჩვენ ეს შევასრულეთ კიდეც. მჯერა, რომ ადამიანებს შთაგონების, განათლებისა და ჰარმონიის ერთობლიობას მივანიჭებთ მუსიკის მეშვეობით.“ - ავი შოშანი - ფესტივალის თანადამფუძნებელი, ისრაელის ფილარმონიული ორკესტრის ხელმძღვანელი.


წინანდლის ფესტივალს სხვადასხვა ქვეყანაში აღიარებული სოლისტები და დირიჟორები ეწვივნენ. ფესტივალი ახალგაზრდა მუსიკოსებს, კავკასიიდან და მეზობელი ქვეყნებიდან, აძლევს შესაძლებლობას გაიღრმავონ მუსიკალური ცოდნა, დაესწრონ პროფესიულ სემინარებსა და მასტერკლასებს.




გიორგი რამიშვილი- წინანდლის ფესტივალის დამფუძნებელი : „წინანდალი ყოველთვის იყო კულტურის და განათლების კერა. ჩვენ ვაგრძელებთ მის ისტორიას. ჩვენი ოცნება ყოველთვის იყო წინანდალი საერთაშორისო მნიშვნელობის კულტურის და განათლების ცენტრად გვექცია. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ წინანდლიდან დღეს მშვიდობის გზავნილს ვუგზავნით რეგიონს, რადგანაც მუსიკალური აკადემია და პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი ეს არის უნიკალური შანსი, უნიკალური მაგალითი, როგორ შეგვიძლია გავუზიაროთ ეს ლამაზი და პოზიტიური გზავნილი მსოფლიოს  და რეგიონს, რომელიც, როგორც ყველამ ვიცით, საკმაოდ რთულია.  ეს ნიჭიერი ახალგაზრდები და მაესტრო ნოზედა მოახდენენ სასწაულს. ამ ახალგაზრდებს მიეცათ საოცარი შანსი მეგობრობისა და ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ოცნება მომავალ თაობებში გაგრძელდება.“



წინანდლის ფესტივალის ფარგლებში პან-კავკასიური (PAN CAUCASIAN YOUTH ORCHESTRA, PCYO) ახალგაზრდული  ორკესტრი ჩამოყალიბდა, რომელიც 6 ქვეყანაში  შერჩეული ახალგზარდა, ნიჭიერი  მუსიკოსებისგან დაკომპლექტდა.  



15 დღიანი ფესტივალის დროს წინანდალში 40 მდე საორკესტრო, კამერული და სოლო კონცერტი ჩატარდება. წინანდლის მუსიკალური ფესტივალის წარმდგენი კომპანია „სილქნეტია“.


(NS)





„კომერსანტის“ 20 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 20 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-20 21:30:20
„კომერსანტის“ 20 იანვრის TOP 10 თემა 1.„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა სრულყოფას მოითხოვს, ახლა სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს“ — https://commersant.ge/ge/post/sayoveltao-djandacvis-programa-srulyofas-moitxovs-da-axla-swored-es-procesi-mimdinareobs 2.კაზინოების ინკოგნიტო ბარათები ფულის უკონტროლო...

საქართველომ იაფი ინტერნეტის მქონე ქვეყნებს შორის მე-19 ადგილი დაიკავა, ყველაზე იაფად ინტერნეტს სირიაში მოიხმარენ

საქართველომ იაფი ინტერნეტის მქონე ქვეყნებს შორის მე-19 ადგილი დაიკავა, ყველაზე იაფად ინტერნეტს სირიაში მოიხმარენ
access_time2020-01-20 18:00:21
ბრიტანულმა კომპანია BDRC Continental-მა და პროვაიდერმა Cable.co.uk-მ ჩაატარა კვლევა, რომლის მიხედვითაც სირიამ ყველაზე იაფი ინტერნეტის მქონე ქვეყნებს შორის პირველი ადგილი დაიკავა. ამავე კვლევის მიხედვით, გასულ წელს რეიტინგის სათავეში უკრაინა იყო, თუმცა, წელს მეორე ადგილზე აღმოჩნდა.   ყველაზე იაფი ინტერნეტის ქვეყნებში საქართველო 19-ე ადგილს იკავებს, ხოლო ინტერნეტის ღირებულება საშუალოდ თვეში 13,86...

Forbes: როგორ გახდა ბერნარ არნო მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი

Forbes: როგორ გახდა ბერნარ არნო მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი
access_time2020-01-20 20:05:45
Amazon-ის დამაარსებელი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი აღარ არის. მან პირველობა Louis Vuitton-ის და Dior-ის მფლობელს ბერნარ არნოს დაუთმო.ამის მიზეზი გახდა ონლაინ-რითეილერის მფლობელის ქონების შემცირება 760 მლნ. დოლარით - 115,6 მლრდ-მდე, იმის შემდეგ, რაც კომპანიის აქციები 0,7%-ით გაიაფდა. ბეზოსისთვის -760 მლნ-ი ხურდა ფულია, თუმცა, ეს საკმარისი აღმოჩნდა მის მიერ ლიდერობის...

“სამუშაო ძალის ახალი მეთოდოლოგიით გამოკვლევის შემდეგ, უმუშევრობის მაჩვენებელი გაიზრდება”

“სამუშაო ძალის ახალი მეთოდოლოგიით გამოკვლევის შემდეგ, უმუშევრობის მაჩვენებელი გაიზრდება”
access_time2020-01-20 15:45:22
2020 წლის მესამე კვარტლიდან სტატისტიკის ეროვნული სამსახური დასაქმებისა და უმუშევრობის შესახებ მონაცემებს ახალი მეთოდოლოგიით შეაგროვებს. საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის ინფორმაციით, ახალი მეთოდოლოგიით, დასაქმებულად ჩაითვლება მხოლოდ ის ადამიანი, რომელიც საკუთარ სერვისს ან პროდუქტს ბაზარს სთავაზობს, ანუ საკუთარ შრომას ყიდის. ხოლო ადამიანი, რომელიც საკუთარ ნაკვეთზე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით არის დაკავებული და მიღებულ მოსავალს მხოლოდ თავად მოიხმარს და არა კომერციული...

“საერთაშორისო ბაზრებზე არსებული დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, ფქვილის ფასი შეიძლება 1-2 ლარით გაძვირდეს”

“საერთაშორისო ბაზრებზე არსებული დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, ფქვილის ფასი შეიძლება 1-2 ლარით გაძვირდეს”
access_time2020-01-20 13:37:42
„პირველ ეტაპზე, ფქვილის ფასზე სერიოზულად არ აისახება რუსულ ხორბალზე კვოტირების დაწესების ფაქტორი“ ბოლო წლების განმავლობაში რუსეთში ხორბლის რეკორდული მოსავალი მოდის. 2019 წელს ქვეყანაში 120,7 მლნ ტონა ხორბალი აიღეს, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ისტორიაში. შედეგად, 2018-2019 წლების სეზონზე რუსეთიდან 35,8 მლნ ტონა ხორბლის ექსპორტი განხორციელდა საქართველოში. აღსანიშნავია, რომ რეკორდული მოსავლების პარალელურად, მზარდია რუსული...


მსგავსი სიახლეები

up