„წინა ხელისუფლების დროს  ქონების წართმევის უამრავი შემთხვევა იყო“

„წინა ხელისუფლების დროს ქონების წართმევის უამრავი შემთხვევა იყო“

access_time2019-11-15 14:30:27

რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ბიზნესი და სამართალი“ ნინო ლიპარტიასთან ერთად ადვოკატებმა არჩილ თაბაგარმა და საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ წევრმა კახა კოჟორიძემ, ნასყიდობის და ჩუქების ხელშეკრულების ბათილობის წინაპირობების შესახებ ისაუბრეს.


“ნასყიდობის დროს ნებისმიერ გარიგებას მოჰყვება იურიდიული შედეგები ხელშეკრულების მხარეებისთვის, ბათილობა კი გულისხმობს ამ შედეგების გაუქმებას და თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენას. მაგალითად, თუ გარიგება არის ნასყიდობასთან ან ჩუქებასთან დაკავშირებული, ბათილობა შეიძლება ნიშნავდეს,რომ გამჩუქებელს დაუბრუნდება ის ქონება, რაც მან გააჩუქა. სამოქალაქო კოდექსი განასხვავებს სხვადასხვა შემთხვევას, როდესაც მხარეს შეუძლია მოითხოვოს გარიგების ბათილად ცნობა.


წინა ხელისუფლების დროს იძულებით ქონების წართმევის უამრავი შემთხვევა იყო. უძრავი ქონების სახელმწიფოსთვის გაჩუქების მარტო 9 ათასი შემთხვევაა. ამ 9 ათასი საქმიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ თბილავიამშენის საქმე იყო, როცა 2005 წელს კანონიერად შეძენილი საკუთრება, 2010 წელს ეკონომიკის სამინისტროში, ღამით, ნოტარიუსის თანდასწრებით გააჩუქეს. 2012 წელს ამ ადამიანებს გაუჩნდათ იმის იმედი,რომ სამართლიანობა აღდგებოდა და უკვე მე-7 წელია ამ საქმეს განიხილავენ. სააპელაციო სასამართლომ დაასრულა საქმის განხილვა და ნოემბრის ბოლოს ველოდებით გადაწყვეტილებას. პირველ ინსტაციაში წავაგეთ, არგუმენტი იყო ის,რომ არ დადასტურდა და დამახინჯებულად განიხილა იძულების ნაწილი, მეორე მხრივ, მტკიცებულებების ნაწილი საერთოდ არ იყო წარმოდგენილი, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის ფრაზა, ჩვენ წამოვიღეთ ქარხანაო,“-
აღნიშნავს კახა კოჟორიძე.


არჩილ თაბაგარის თქმით, გარიგების ბათილობას რამდენიმე კლასიკური საფუძველი აქვს-კანონთან, საჯარო წესრიგთან და მორალის ნორმებთან წინააღმდეგობა.



„არსებობს სხვა საფუძვლებიც, ერთ-ერთია იძულება და მოტყუება. ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ ნების ნაკლზე. გარიგება არის ურთიერთმფარავი ნების გამოვლენა. თუკი ამ ნების გამოვლენის დროს სახეზეა იძულება, შემოდის მოცემულობა,როცა ვხვდებით ადამიანის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების, საკუთრების უფლების დარღვევას. თუ საკუთრების განკარგვის დროს მას არ ჰქონდა ამის ნება, გარიგება განიხილება ნების საწინააღმდეგოდ. თუ პირი თვლის,რომ მისი საკუთრების უფლება დარღვეულია, მან ამის შესახებ დროის რაღაც მონაკვეთში უნდა განაცხადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში დარღვეული უფლების პარალელურად, სხვა პირები შეიძლება სარგებლობდნენ ამ უფლებით. ეს საკითხი მნიშვნელოვანია, ვინაიდან აუცილებელია მოხდეს სხვა პირების პრევენცია,რომ ისინი დარღვევის უფლების არეალში არ შევიდნენ. საკუთრების უფლების დარღვევა იმდენად მნიშვნელოვანია,რომ ის არ ექვემდებარება დროის შემოზღვრულობას,“- ამბობს არჩილ თაბაგარი.


„კომერსანტი“




აბრამოვიჩის კომპანია Evraz -მა ბაქო -თბილისი - ყარსის რკინიგზით პროდუქციის გადაზიდვა გატესტა

აბრამოვიჩის კომპანია Evraz -მა ბაქო -თბილისი - ყარსის რკინიგზით პროდუქციის გადაზიდვა გატესტა
access_time2020-01-28 14:46:59
აზერბაიჯანულმა ADY Express -მა ბაქო -თბილისი - ყარსის რკინიგზით კომპანიის Evraz პროდუქციის გადაზიდვა დაიწყო.30 ვაგონი რკინით რუსეთის სვერდლოვსკის ოლქში დაიტვირთა. სატვირთო ვაგონებმა გაირეს რუსეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს ტერიტორიებზე 5175 კილომეტრი და ჩავიდა ყარსში, შემდეგ კი - თურქეთის რკინიგზის სადგურ „პაიასში“. ADY Express-ის ცნობით, ტვირთის საერთო წონა იყო 2053 ტონაა. სატესტო რეჟიმში იგეგმება გადასაზიდი ტვირთების მოცულობის რამდენჯერმე გაზრდა, ყოველთვიური...

ქუთაისის „ტორპედო“ იტალიელებმა იყიდეს

ქუთაისის „ტორპედო“ იტალიელებმა იყიდეს
access_time2020-01-28 13:30:26
ქუთაისის „ტორპედოს“ ახალი მფლობელი ჰყავს. ამის შესახებ ქუთაისის ტორპედოს გულშემატკივართა კლუბმა ჩვენ ვართ ტორპედომ ფეისბუქის გვერდზე დაწერა.მაშ ასე, გვინდა გამცნოთ ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს, რომ საგა, რომელიც ტორპედოს თავზე თითქმის ერთი წელია ტრიალებს, დასრულდა. ტორპედოს გულშემატკივრებისათვის ბოლო იმედი ფაბიო მანინის სახით გამართლდა! როგორც ჩვენთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, საფეხბურთო კლუბი ტორპედო იტალიელ ინვესტორს, ფაბიო მანინს გადაეცა. ჩვენი წყარო...

კანონის მიღება დაგვიანებულია- სპეციალისტები უსაფრთხო სათამაშოებზე ინიცირებულ კანონს განიხილავენ

კანონის მიღება დაგვიანებულია- სპეციალისტები უსაფრთხო  სათამაშოებზე ინიცირებულ კანონს განიხილავენ
access_time2020-01-28 15:45:25
სათამაშოების უსაფრთხოების ტექნიკურ რეგლამენტს, რომელიც პირველი იანვრიდან შევიდა ძალაში, სპეციალისტები დაგვიანებულად მიიჩნევენ. მათი განმარტებით,კანონის აღსრულება 2021 წლამდე გადაიწევს,რაც ბაზარზე პრობლემის განვითარებას წინ ვერ აღუდგება....

გაიზარდა თუ არა საქართველოში კორუფციის რისკები?!

გაიზარდა თუ არა საქართველოში კორუფციის რისკები?!
access_time2020-01-28 12:30:07
წინა ხელისუფლებაც მისი მმართველობის ბოლო პერიოდში ასე იქცეოდა და შემოდგომის ბუზივით იკბინებოდა, მაგრამ რა ემართება ზამთარში ბუზს, ყველამ კარგად...

„ქართული ოცნების“ პრემიებზე დახარჯული მილიონები და 112-ის გაუმართავი ინფრასტრუქტურა

„ქართული ოცნების“ პრემიებზე დახარჯული მილიონები და 112-ის გაუმართავი ინფრასტრუქტურა
access_time2020-01-28 10:45:30
ბორჯომი-ხაშურის მაგისტრალზე მომხდარმა ტრაგედიამ, რომელსაც ბანძელაძეების ოჯახის 4 წევრის გარდაცვალება მოჰყვა, კიდევ ერთხელ დაანახა საზოგადოებას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სისტემის კოორდინირებული და გამართული მუშაობა მაშინ, როდესაც საქმე გადაუდებელ დახმარებას და ადამიანების სიცოცხლეს ეხება.   26 იანვარს ბაქარ ბანძელაძემ, რომელიც მეუღლესთან და 3 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად მგზავრობდა, ავტომობილის მართვისას საჭე ვერ დაიმორჩილა, გზაზე მოცურდა და...


მსგავსი სიახლეები

up