Wikipedia-ს დაამაარსებელი - მომავლის ტექნოლოგიების შესახებ

Wikipedia-ს დაამაარსებელი - მომავლის ტექნოლოგიების შესახებ

access_time2018-09-15 20:00:00

Wikipedia-ს დამაარსებელი ჯიმი უეილსი ჟურნალ Forbes-სთან საუბარში გამოთქვამს თავის აზრს  ტექნოლოგიებზე, რომლებიც განსაზღვრავენ კაცობრიობის განვითარებას უახლოვეს მომავალში.

 

უპილოტი საფრენი აპარატები

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოსალოდნელი ცვლილება - ავტომატიზაცია და უპილიტო საფრენი აპარატების საყველთაო დანერგვა.

 

ერთი შეხედვით, ეს თითქოს გამოიყურება როგორც ფანტასტიკის სფერო, თუმცა სინამდვლეში ეს რეალობასთან ბერვად უფრო ახლოსაა, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია.

 

პირველ რიგში ცვლილებები შეეხება ტვირთების გადაზიდვას დიდ მანძლზე. ეს უზარმაზარი ინდუსტრიაა, რომელიც ავტომატიზება ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე ტაქსების ან პირადი ავტომობილების - ტრაფიკის დონის გამო.

 

მიმაჩნია, რომ ტექნიკური პროგრესი - კარგია, და არ უნდა გვეშინოდეს სამუშაო ადგილების დაკარგვის  - მაღალი ტექნოლოგიები თავის მხრივ ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს.

 

ცვლილებები მოხდება ეტაპობრივად და ჩვენ გვექნება მომზადების დრო. პროგრესის შეჩერება შეუძლებელია.

 

ცალსახაა, რომ შემციდრება მძიმე ფიზიკური შრომით დაკავაბული ადანმიანების რაოდენობა. ნაკლები იქნება სიკვდილიანობა საწარმოემებზე, საბადოებზე, გზებზე.

 

ბლოკჩეინი

ბლოკჩეინი ძალიან დიდ ინდუსტრიაა, თუმცა, კრიპტოვალუტებს მე ვაფასებ სკეპტიკურად და ვთვლი, რომ ეს არის ერთი ჩვეულებრივი საპნის ბუშტი, და ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვირტუალური ვალუტა როდისმე შეცვლის ჩვეულებრვ ფულს. მე ვფიქრობ რომ კრიპტოვალუტა ყოველთის იქნება „მეორე რეალობა“.

 


ვისაც სურს კრიპტოვალუტაში ფულის ჩადება, უნდა იყოს ძალიან ფრთხილი. ვირტუალურ ფულს აქვს რამდენიმე სერიოზული პრობლემა - მაგალითად,  მისი გამოყენება შეუძლებელია სწრაფი ტრანზაქციებისთვის. კრიპტოვალუტა ასეთი ანგარიშსწორებისთვის ზემდეტად რთული მექანიზმია.

 

თანაც, რაც უფრო მეტია კრიპტოვალუტის მომხმარებელი, მით უფრო რთულია ტრანზაქციების ჯაჭვი.

 

კიდევ ერთი პრობლემაა ისაა, რომ შეუძლებელია კრიპტოვალუტით განხორციელებული ტრანზაქციის გაუქმება - არადა,  ცხოვრებაში ხშირად ხდება, რომ ადამიანებს სურთ ამა თუ იმ მიზეზის გამო გადახდილი ფულის დაბრუნება. კრიპტოვალუტაში კი ეს შეუძლებელია.

 

თუმცა, თავად ბლოკჩეინი ძალიან საინტერესო და პერსპექტიული ტექნოლოგიაა. მის საფუძველზე აუცილებლად უნდა გაჩნდეს რაიმე საინტერესო და სასარგებლო - ოღონდ დღევანდელი აჟიოტაჟის დასრულების შემდეგ. ბევრ ქვეყანაში უკვე განიხილება ბლოკჩეინის სახელმწიფოებრივ დონეზე გამოყენების ვარიანტები.

 

ძნელი სათქმელია, როგორ განვითარდება მთელი ეს კრიპტოისტორია, თუმცა გლობალური ტენდენცია ძალიან დადებითია.

 

კრაუდფაინდინგი

როდესდაც მე დავიწყე მუშაობა ვიკიპედიაზე, უკვე მქონდა რამდენიმე წარუმატებელი პროექტი, მაგალითად ნუპედია, რომელშიც მასალების ამზადებდნენ პროფესიონალი მეცნიერები. მერე დამიმთავრდა ფული და ამით ყველაფერი დასრულდა.

 

მერე მივხდვი, რომ არაპროფესიონალი, მაგრამ დაინტესებელი საზოგადოების გამოყენების პრინციპი მუშაობს ბერვად უფრო ეფექტურად, ვიდრე ცენტრალზებული ორგანიზაცია.

 

ამის გათვალისწინებით და კრაუდფაინდინგის პრინციპის გამოყენებით, მე შევქმენი ვიკიპედია, რომელშიც ინფორმაციის განთავსება შეუძლია ნებისმიერ, რიგით ადამიანს.

 

ვიკიპედია არაკომერციულ პროექტია, რომელიც არსებობს შემოწირულებობის წყალობით. მე რომ მემუშავა რეკლამაზე, ვიკიპედიის ღირებულება შეედრებოდა Google-ის კაპიტალიზაციას, რადგანაც ინტერნეტში თითმქის ნებისმიერი ინფრომაციის ძებნისას,  პირველი ინფორმაცია, რომლესაც თქვენ ხედავთ,  არის ვიკიპედიიდან, შემდეგ კი - ყველაფერი დანარჩენი.

 

თუმცა მიმაჩნია, რომ სარეკლამო მოდელი ახალისებს კონტენტის რაოდოენობრივ ზრდას, და ამავე დროს ხარისხის ვარდნას, საბოლოო ჯამში  ეს არის გზა ჩიხში. ამიტომაც მირჩევნია გავაგრძელოთ მუშაობა კრაუდფაინდინგის საფუძველზე.

 

ფეიკ-ნიუსები

ეს ფენომენიც ინტერნეტ-საიტების სარეკლამო მოდელის შედეგია - რაც უფრო სკანდალურია სათაური, მით უფრო მეტია მკითხველი და შესაბამისად, სარეკლემო ინტერესი. ასეთი ყალბი ინფორმაცია ცოცხლობს სულ რამდენიმე დღე და მალე კვდება. მოსაწყენი სიმართლე საბოლოო ჯამში იმარჯვებს.

 

ფეიკ-ნიუსი ვერ შეცვლის სამყაროს და აუცილებლად წააგებს. მაგალითად, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების დროს გავრცელდა ინფრომაცია, თითქოს რომის პაპი უჭერს მხარს დონალდ ტრამპს, თუმცა, ეს აშკარა ტყუილი იყო, რადგანაც დღევანდელი რომის პაპი მემარცხენეა და ეს ყველამ იცის, ტრამპი კი - მემრაჯვენე.

 

ეს ინფორმაცია გაჩდნა ვიკიპედიაშიც, თუმცა,  მან ვერ გაიარა მოდერაცია და მალე მოიხსნა საიტიდან.

 

რა თქმა უნდა, არის ბევრი უფრო რთული და არაერთგვაროვანი საკითხი, თუმცა ვიკიპედია არაა ადგილი, სადაც ეძებენ ცალსახა პასუხებს  - ეს არის ადგილის, სადაც სვამენ კითხვებს.

 


თეგები:
Wikipedia



22 სექტემბერი - რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარი უფასურდება

22 სექტემბერი - რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარი უფასურდება
access_time2020-09-22 18:05:44
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 22 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 3 თეთრით გაუფასურდა და ერთი...

ნათია მეზვრიშვილი - ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს ყველაფერი დააზარალებს პირველ რიგში, ჩვენს მოქალაქეებს

ნათია მეზვრიშვილი - ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს ყველაფერი დააზარალებს პირველ რიგში, ჩვენს მოქალაქეებს
access_time2020-09-22 16:43:09
ეკონომიკის გაჩერების და მკაცრი შეზღუდვების დაწესების რესურსი არ არსებობს, ამაზე თამამად ვსაუბრობთ და ამაში ალბათ გასაკვირი არაფერი არ არის, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს დააზარალებს მოქალაქეებს, შესაბამისად იმისთვის, რომ...

კორუფცია, ლარის კურსით თამაში და ბანკებთან გარიგება - რომან გოცირიძე სებ-ის ინტერვენციებს აკრიტიკებს

კორუფცია, ლარის კურსით თამაში და ბანკებთან გარიგება - რომან გოცირიძე სებ-ის ინტერვენციებს აკრიტიკებს
access_time2020-09-22 17:10:44
დღეს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. ხვალ კი სებ-ი სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის. ეროვნული ბანკის მიერ ასეთი თანმიმდევრობით განხორციელებულ სავალუტო ინტერვენციებს, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-22 21:00:52
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი: 1.„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო დანაპირები გადაჭარბებით შეასრულა წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ დანაპირები კეთილდღეობასა და სწრაფ განვითარებაზე გასულ 4 წელში გადაჭარბებით შესრულდა. გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა...

WeChat და TikTok შტატებში ოფიციალურად აიკრძალა

WeChat და TikTok შტატებში ოფიციალურად აიკრძალა
access_time2020-09-22 20:00:35
20 სექტემბრიდან შტატებში WeChat და TikTok-ს გადმოტვირთვა და განახლება ოფიციალურად აიკრძალა. საგადამხდელო სისტემა WeChat-ს ასევე აეკრძალა შტატებში ტრანზაქციების განხორციელება, ხოლო ამერიკულ კომპანიებს მისთვის მომსახურეობის გაწევაც დაიბლოკათ, რაც სისტემის მუშაობის სიჩქარეს მკვეთრად შეამცირებს. TikTok-ს შტატებში 100 მლნ. მომხმარებელი ჰყავს (მსოფლიოში 800 მლნ.) - ეს ძირითადად ახალგაზრდა აუდიტორიაა. რაც შეეხება WeChat-ს, ამერიკაში მას...


მსგავსი სიახლეები

up