წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია პანდემიის პერიოდში საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებას და წიგნის მაღაზიების გახსნას ითხოვს

წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია პანდემიის პერიოდში საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებას და წიგნის მაღაზიების გახსნას ითხოვს

access_time2020-12-08 18:00:00

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია მთავრობას ღია წერილით მიმართავს. სექტორი ითხოვს პანდემიის პერიოდში საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებას და წიგნის მაღაზიების დაჩქარებულ რეჟიმში გახსნას.

როგორც ღია წერილშია აღნიშნული, ასოციაცია მთავრობისგან ითხოვს, უმოკლეს დროში მოხდეს წიგნის მაღაზიების, გამომცემლობებისა და გამავრცელებელი ორგანიზაციების როგორც რეგულაციური, ასევე ფინანსური თუ სხვა ტიპის მხარდაჭერა.

„მოგმართავთ საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციიდან, რომელიც წლებია განსაზღვრავს და იცავს წიგნის სექტორის ინტერესებს, საავტორო უფლებებსა და ბეჭდვის თავისუფლებას საგამომცემლო სფეროში, ქმნის და ამკვიდრებს პროფესიული ეთიკის ნორმებს და ქართული წიგნის სექტორს წარადგენს ეროვნული და საერთაშორისო მასშტაბით. როგორც მოგეხსენებათ, ქართული საგამომცემლო სივრცე ძირითადად საშუალო და მცირე ბიზნესებისგან შედგება, შესაბამისად, უწყვეტ კრიზისულ პერიოდში აღნიშნული ბიზნესისთვის მკაცრი შეზღუდვების დაწესებას უმოკლეს დროში დამანგრეველი შედეგები მოჰყვება. მიმდინარე წლის დასაწყისში საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე დაიხურა წიგნის მაღაზიები, აპრილის დასაწყისში კი მათ გადარჩენის ერთადერთი საშუალება, წიგნების ონლაინ ვაჭრობაც აეკრძალათ, რაც საქართველოში ოფიციალურად 27 აპრილიდან განახლდა.

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, მიმდინარე წლის 26 ნოემბერს უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო, რომელთა გათვალისწინებითაც, საქართველოს დიდ ქალაქებში ფუნქციონირება შეწყვიტეს წიგნის მაღაზიებმა. აღნიშნული ფაქტით, ცხადია, საგამომცემლო სექტორს დამატებითი, უაღრესად მძიმე ზიანი მიადგება. მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ გაყიდვები შეზღუდვების ამ ეტაპზე დაშვებულია, შეუძლებელია უგულებელვყოთ ის სტაგნაციური და უსიცოცხლო პერიოდი, რომლის ფარგლებშიც, თვეების მანძილზე არ გამოიცემოდა ახალი წიგნები, არსებული მარაგის რეალიზაცია კი საგრძნობლად გართულდა. მიმდინარე პროცესებით გამოწვეულმა ფინანსურმა ზარალმა მაისის თვის ჩათვლით, პირველი ჩაკეტვის შემდგომ, 10 მილიონი ლარი შეადგინა. როგორც მოსალოდნელია, აღნიშნული რიცხვი წლის ბოლომდე საგრძნობლად გაიზრდება და მიაღწევს იმ ნიშნულს, რომელიც სექტორს უმძიმესი დანაკარგებისა და გამოწვევების წინაშე დააყენებს.

პანდემიის საწყის ეტაპზე, ასოციაციამ დეტალური, 9 პუნქტიანი ანტიკრიზისული გეგმით (http://gpba.ge/ge/new/147/) მიმართა როგორც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს, ასევე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს. როგორც კულტურულ-საგანმანათლებლო და ლიტერატურულ პროცესში აქტიურად ჩართული ორგანიზაციების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები, გულდასმით ვიცავთ პანდემიის საწინააღმდეგოდ მიღებულ ზომებსა და რეკომენდაციებს, კრიზისული პერიოდის დასაძლევად სრულად ვიაზრებთ ჩვენს წილ პასუხიმგებლობას. ამასთან მიგვაჩნია, რომ უწყვეტი კრიზისული ფონის გათვალისწინებით, წიგნის მაღაზიების წელს უკვე მეორედ დახურვა მნიშვნელოვნად აფერხებს გამომცემლობებისა და გამავრცელებელი ორგანიზაციების ფუნქციონირებას, საფრთხეს უქმნის წიგნის სექტორში დასაქმებული პირების შემოსავლით უზრუნველყოფას უკიდურესად არასტაბილურ პერიოდში, რაც უარყოფით ზეგავლენას ახდენს არა მხოლოდ წიგნის სფეროში მოღვაწე ადამიანებისა და ორგანიზაციების საქმიანობაზე, არამედ ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზეც.


ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ფაქტობრივად ჩვენ თვალწინ ჩამოიშალა მთელი რეგიონის მასშტაბით დაწინაურებული წიგნის გამოცემის საქმე, რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ათეული წლების განმავლობაში ვითარდებოდა და საქართველოს წარმატებით წარმოაჩენდა საერთაშორისო ასპარეზზე; სფეროს მკვეთრი სტაგნაცია პირდაპირ აისახება როგორც კულტურულ და სალიტერატურო, ისე საგანმანათლებლო სფეროზე – წიგნის გამომცემელთა დიდი ნაწილი ჩაბმულია სასკოლო სახელმძღვანელოების მომზადების პროცესში. გაკოტრების პირას მყოფი ორგანიზაციები საგანმანათლებლო სფეროში ინვესტირებას ვერ მოახერხებენ, რაც აშკარა ზეგავლენას იქონიებს სახელმძღვანელოს ხარისხსა და პროფესიონალი ავტორების მოტივაციაზე, აქტიურად ჩაერთონ ახალი თაობის განათლების უაღრესად საპასუხისმგებლო საქმეში.

აღნიშნული მწვავე სიტუაციიდან გამომდინარე, აუცილებელად მიგვაჩნია სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი და დროული ღონისძიებების გატარება წიგნის სექტორის დასახმარებლად. ვინაიდან ფინანსური თუ სხვა სახის შეღავათები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია როგორც საგამომცემლო სფეროსთვის, ისე ზოგადად ქართული წიგნის სექტორის გადარჩენისათვის, მოგმართავთ თხოვნით, უმოკლეს დროში აღმოუჩინოთ წიგნის მაღაზიებს, გამომცემლობებსა და გამავრცელებელ ორგანიზაციებს როგორც რეგულაციური, ასევე ფინანსური თუ სხვა ტიპის მხარდაჭერა, პანდემიის პერიოდში სრულად გაათავისუფლოთ სექტორი საშემოსავლო გადასახადისგან და მაქსიმალურად დაჩქარებულ რეჟიმში გახსნათ წიგნის მაღაზიები, ვინაიდან სწორედ აღნიშნული სექტორის სტაბილურობა და წინსვლა გარდაუვლად აისახება ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობასა და წარმატებულ მომავალზე“, -აღნიშნულია ღია წერილში, რომელსაც საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია ავრცელებს.


BPN.GE







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up