„წიგნიერის" გამარჯვებულები გამოვლინდნენ

„წიგნიერის" გამარჯვებულები გამოვლინდნენ

access_time2017-05-31 10:48:32

ლიტერატურული ესეების კონკურსში „წიგნიერი" სამი გამარჯვებული მოსწავლე გამოვლინდა. საუკეთესო ესეს ავტორად ქეთი შალოტაშვილი დასახელდა, მეორე ადგილი სალომე ჩავლეიშვილს ერგო, ხოლო მესამე - სოფო ქურდაძეს.

 

ესეების კონკურსი, რომელიც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ორგანიზებითა და თიბისი ბანკის მხარდაჭერით ტარდება, სკოლის მოსწავლეებში კითხვის წახალისებას და აზროვნების განვითარებას ისახავს მიზნად. ესეების წლევანდელ კონკურსში მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

 

კონკურსის პრინციპი შემდეგია: მოსწავლეებს პირველ ეტაპზე სამი წიგნი ეძლევათ წასაკითხად, რომელთა შთაგონებით, კონკურსზე მოსულებს, ერთი თემის გარშემო ესეს დაწერა უწევთ. ესეს თემას ისინი უშუალოდ წერის დროს ეცნობიან. წლევანდელ წასაკითხ წიგნებს შორის იყო: მარიო ვარგას ლიოსას „ვაცის ნადიმი", ჯორჯ ორუელის „ცხოველების ფერმა", ლევან ბოლქვაძის „ზღაპარში მოხვედრილი ბიჭის ამბავი".

 

ესეს თემა, რომელიც ამ სამი წიგნის გავლენით უნდა დაეწერათ მოსწავლეებს „ძალაუფლება და შიში" იყო. საუკეთესო სამი ესეს ავტორი ჟიურიმ შეარჩია, ხოლო თიბისი ბანკმა და ელექტრონული წიგნების სახლმა „საბამ" პლანშეტებით და მასში ჩატვირთული ელექტრონული წიგნებით დააჯილდოვეს.


 

ესეების კონკურსი „წიგნიერი" წელს უკვე მესამედ შედგა და მასში მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მთელი საქართველოს მასშტაბით მონაწილეობდნენ. „წიგნიერის" ჟიურიში წელსაც ცნობილი მწერლები და ლიტერატორები იყვნენ: „საბას" ორგზის ლაურეატი, გიორგი კეკელიძე, გაგა ნახუცრიშვილი და ლიტერატორი, ზაალ ჩხეიძე.


„სამი წელია ეს კონკურსი ტარდება საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ორგანიზებით. ჩვენი მიზანი სკოლის მოსწავლეებში დამოუკიდებლად აზროვნების სტიმულირება და კითხვისადმი ინტერესის გაღვიძებაა. ლიტერატურა და ესეს თემატიკა, რომელსაც მათ ვთავაზობთ, სწორედ ამაში დაეხმარებათ," -ამბობს ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელი, კონკურსის იდეის ავტორი, ელენე თურქაძე.

 

„ჩვენთვის ლიტერატურა და ახალგაზრდები, ორივე უმნიშვნელოვანესი საკითხია. გვიხარია, რომ მოგვეცა საშუალება, კონკურსანტები გავახაროთ და მათ კითხვის შეყვარებაში დავეხმაროთ,"- აცხადებს თიბისი ბანკის წარმომადგენელი, თეო ლეჟავა.

 

 

(R)



ქვეყნის მასშტაბით ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა დროებით ჩერდება

ქვეყნის მასშტაბით ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა დროებით ჩერდება
access_time2020-03-31 10:49:39
საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბის შეზღუდვის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან ქვეყნის მასშტაბით დროებით ჩერდება სამუშაო ოფისებიდან სესხის გამცემი სუბიექტების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, საკრედიტო კავშირების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერების, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორების, აქტივების მმართველი კომპანიების, ცენტრალური დეპოზიტარის,...

უკონკურენტო საბანკო მოდელი პროკრედიტ ბანკისგან, ვიდეო იდენტიფიკაცია, ფილიალის ალტერნატივად!

უკონკურენტო საბანკო მოდელი პროკრედიტ ბანკისგან,  ვიდეო იდენტიფიკაცია, ფილიალის ალტერნატივად!
access_time2020-03-31 09:55:45
დისტანციური არხებითა და ონლაინ ფილიალით პროკრედიტ ბანკი ციფრული მომსახურების განვითარებას განაგრძობს.მიმდინარე ეტაპზე, კლიენტებისთვის  უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად და  პირისპირ შეხვედრების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით,  ბანკმა მომსახურების დისტანციური მოდელი დანერგა  და ქართულ საბანკო სექტორს უპრეცენდენტო  პროექტი წარუდგინა. საბანკო სერვისებმა ონლაინ...

კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ქვეყნის უსაფრთხოება არ არის მარტო სამხედრო უსაფრთხოება

კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ქვეყნის უსაფრთხოება არ არის მარტო სამხედრო უსაფრთხოება
access_time2020-03-31 11:05:48
საქართველოს მთავრობას ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური შოკის შესამსუბუქებლად ანტიკრიზისულ გეგმა არაერთმა საკონსულტაციო კომპანია და პოლიტიკურმა პარტიამ შესთავზა, თუმცა, ხელისუფლებამ ყველა მათგანი ჯერ დაიწუნა და შემდეგ არარეალისტური უწოდა.   კრიზის დასაძლევად ამ დრომდე საკუთარი გეგმა საქართველოს მთავრობას არ წარმოუდგენია. მოსახლეობისთვის უცნობია, როგორ აპირებს ხელისუფლება იმ პრობლემაას გაუმკლავდეს, რომელიც კორონავირუსის გავრცელების გამო ეკონომიკას მიადგება. პრობლემაზე აქტიურად...

30 მარტი - ქართული ლარი და სომხური დრამი უმნიშვნელოდ გამყარდა, თურქული ლირა კი გაუფასურდა

30 მარტი - ქართული ლარი და სომხური დრამი უმნიშვნელოდ გამყარდა, თურქული ლირა კი გაუფასურდა
access_time2020-03-30 19:00:15
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდება, სამეზობლოში ვალუტის კურსები ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება.     ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 30 მარტის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი მცირედით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2845 ლარი შეადგინა. Bloomberg-ზე დილიდან ვაჭრობა $1/3.2875...

„სებ-ის ინტერვენციას ასეთი დიდი მოცულობის რეფინანსირების სესხების გაცემის ფონზე, აზრი არ აქვს“

„სებ-ის ინტერვენციას ასეთი დიდი მოცულობის რეფინანსირების სესხების გაცემის ფონზე, აზრი არ აქვს“
access_time2020-03-31 10:00:10
გასული ორი კვირის განმავლობაში, ლარის კურსის დასტაბილურების მიზნით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეზერვებიდან 100 მილიონი დოლარი გაყიდა, ანუ მიმოქცევიდან  დაახლოებით 350 მილიონი ლარი ამოიღო. თუმცა, ამის პარალელურად  12 მარტიდან 26 მარტის ჩათვლით მიმოქცევაში დამატებით 5 მლრდ. ლარზე მეტი (12 მარტს - 1.7 მილიარდი ლარი; 19 მარტს - 1.850 მილიარდი ლარი; 26 მარტს - 2.420 მილიარდი ლარი) ჩაუშვა ე.წ. რეფინანსირების სესხების სახით. „კომერსანტი“ დაინტერესდა,...


მსგავსი სიახლეები

up