წიგნები, რომელსაც უორენ ბაფეტი, ჯეფ ბეზოსი, ილონ მასკი და სხვა ბიზნესმენები გვირჩევენ

წიგნები, რომელსაც უორენ ბაფეტი, ჯეფ ბეზოსი, ილონ მასკი და სხვა ბიზნესმენები გვირჩევენ

access_time2019-07-24 10:00:02

უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა, რომ ყოველ ზაფხულს ცნობილი და წარმატებული ადამიანები წიგნის მოყვარულებს მათ ფავორიტ წიგნებს და ავტორებს უზიარებენ; გამონაკლისი არც 2019 წელია.


The CEO Magazine-მა რამდენიმე ანტრეპრენიორისა და ფილანტროპის რჩეული წიგნები გამოაქვეყნა და მასში ისეთი ადამიანები მოხვდნენ, როგორიცაა ჯეფ ბეზოსი, უორენ ბაფეტი, ილონ მასკი, ბრანაი ჩესკი და ა.შ.

მაგალითად, უორენ ბაფეტი, 88 წლის ცნობილი ინვესტორი გვირჩევს წიგნს, სახელწოდებით - The Intelligent Investo. მისი ავტორი ბენჟამინ გრაჰამია, წიგნი 70 წლის წინაა გამოცემული და როგორც ფილანტროპი ამბობს, მას ემოციური დისციპლინა ჩამოუყალიბა და მისი მულტი მილიარდერობის გზა გაკვალა.


ჯეფ ბეზოსის რჩეული კაზუო იშიგიროს The Remains of the Day-ა, რომელიც მეორე მსოფლიო ომსა და მის ისტორიებზეა, რომელსაც ავტორი ღრმა სინანულით გადმოგვცემს. ბეზოსის თქმით, ის მსგავსი ნოველებით უფრო მეტს სწავლობს, ვიდრე - ბიზნეს წიგნებით.

ილონ მასკმა არჩევანი Lord of the Flies-ზე გააკეთა; ის ბრიტანელი ნობელის პრემიის ლაურეატის უილიამ გოლდინგის ნამუშევარია. 1950-იანებში დაწერილი წიგნი ბრიტანელ სკოლის მოსწავლეებზეა, მათ თავგადასავლებზე, გადარჩენაზე, საკუთარი თავის მოტივირებაზე. გარკვეულწილად მასკიც ასეთი ხასიათის მატარებელია და მისი ბიზნეს გემოვნებაც სწორედ წიგნის პერსონაჟების მსგავსია.


AirBnB-ის დამაარსებელი ბრაიან ჩესკი Steve Jobs biography-ს გვირჩევს უოლტერ ისააკსონის ავტორობით. ის ორ კალიფორნიელ გენიოსზეა, რომელიც ახალგაზრდა ასაკში სიმსივნით ამთავრებს სიცოცხლეს.


მარკ ცუკერბერგის ფავორიტი წიგნი The Varieties of Religious Experience და World Order აღმოჩნდა, რომელიც უილიამ ჯეიმსის და ჰენრი კისინჯერის ავტორობითაა გამოცემული. როგორც გამოცემა წერს, ცუკერბერგი ძირითადად მეცნიერებაზე, ბიზნესსა და რელიგიაზე დაწერილ წიგნებს სწყალობს და აღნიშნული 2 ნაწარმოებიც ამ ჟანრს მიეკუთვნება.


წიგნის მოყვარულებისთვის რჩევებს არც სხვა ცნობილი ბიზნესმენები იშურებენ:

ტიმ კუკი - Biographies of Gandhi and Bobby Kennedy (ჯონ ლევისი)
სატია ნადელა - The Boys in the Boat (დენიელ ჯეიმსი)
სუნდაი პიჩაი - The Gene: An Intimate History (სიდჰარტა მუხერჯე)
ჯეკ დორსი - The Old Man and the Sea (ერნესტ ჰემინგუეი)
ლარი პეიჯი - Surely You’re Joking, Mr Feynman! - ავტობიოგრაფია
რუპერტ მერდოკი - The Rational Optimist (მეტ რიდლი)
სერ რიჩარდ ბრანსონი - Peter and Wendy (ჯეიმ ბერი)
სტიუარტ ბატერფილდი - Leadership and Self-Deception (არბინგერის ინსტიტუტი)
დანიელ ეკი - Black Box Thinking (მეთიუ საიდი).


bmg.ge


თეგები:
ილონ მასკი



გიორგი გახარია - ინფლაციაც არის გამოწვევა ჩვენი ეკონომიკისთვის და ეროვნულ ბანკს აქვს თავის მანდატი, რომელშიც უნდა იმოქმედოს

გიორგი გახარია - ინფლაციაც არის გამოწვევა ჩვენი ეკონომიკისთვის და ეროვნულ ბანკს აქვს თავის მანდატი, რომელშიც უნდა იმოქმედოს
access_time2019-10-23 15:22:20
ეროვნული ბანკის ძირითადი მიზანი გახლავთ ინფლაციის თარგეთირება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რეფინანსირების განაკვეთის ზრდასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვაზე. „ეროვნული ბანკი თავის მანდატში ახორციელებს გარკვეულ ღონისძიებებს. რა თქმა უნდა, ფაქტია და ეს არის მაკროეკონომიკის ლოგიკა, რომ აღნიშნული მომავალ წელს, უახლოესი 6 თვის განმავლობაში შეაფერხებს ეკონომიკურ ზრდას, თუმცა რა თქმა უნდა, ინფლაციაც არის გამოწვევა ჩვენი...

102700 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაეზრდება

102700 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაეზრდება
access_time2019-10-23 15:13:13
„საზოგადოება და ბანკებმა“ ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2019 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 102700 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. შესაბამისად, მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი 1 პროცენტული პუნქტით 8.5 პროცენტამდე გაეზარდათ. დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 5310 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული. 1 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე გაცემული სესხების რაოდენობა...

37,7 მლნ ლარით გაზრდილი შემოსავალი - რა მოგებაზე მუშაობს საქართველოში თურქული TAV-ი

37,7 მლნ ლარით გაზრდილი შემოსავალი - რა მოგებაზე მუშაობს საქართველოში თურქული TAV-ი
access_time2019-10-23 14:12:06
საქართველოში ტურისტების რაოდენობის ზრდა თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი თურქული კომპანიის „ტავ ურბან ჯორჯიას“ შემოსავალზეც აისახა. კომპანიის ანგარიშგების მიხედვით, 2018 წელს „ტავ“-ის შემოსავალმა 250,976 მლნ ლარი შეადგინა, რაც 37,704 მლნ ლარით (17,5%) მეტია 2017 წლის მაჩვენებელთან შედარებით (214,272 მლნ ლარი). ამასთან, კომპანიის ანგარიშგების მიხედვით,...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის 1 პროცენტიანი განაკვეთი 8.5 პროცენტამდე გაზარდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის 1 პროცენტიანი განაკვეთი  8.5 პროცენტამდე გაზარდა
access_time2019-10-23 14:04:46
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2019 წლის 23 ოქტომბრის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის 1 პროცენტული პუნქტით, 8.5 პროცენტამდე, გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 6.4 პროცენტი შეადგინა. მიზნობრივზე მაღალ ინფლაციას დროებით ფაქტორებთან ერთად ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურების ინფლაციაზე გადმოცემა განაპირობებს. პროგნოზის მიხედვით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია მიმდინარე წელს მიზნობრივი დონის ზემოთ...

ირაკლი ბურდილაძე-„იპოთეკური სესხების კუთხით რეგულაციები დღესდღეობით საკმაოდ მკაცრია და მათ შერბილებას ველოდებით“

ირაკლი ბურდილაძე-„იპოთეკური სესხების კუთხით რეგულაციები დღესდღეობით საკმაოდ მკაცრია და  მათ შერბილებას ველოდებით“
access_time2019-10-23 13:30:53
...


მსგავსი სიახლეები

up