Where to ... - მოძებნე, სად დაისვენო წელს საქართველოში

Where to ... - მოძებნე, სად დაისვენო წელს საქართველოში

access_time2020-05-16 10:00:16

პანდემიამ, რომელმაც მსოფლიო 2020 წლის დასაწყისიდან მოიცვა ადამიანი ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა. კორონავირუსი ეკონომიკის ყველა სექტორს შეეხეო, შედეგად ვირუსმა ინდუსტრიები საკუთარ დღის წესრიგს მოარგო და ბაზარზე უმარავი ახალი წესი თუ რეგულაცია გააჩინა. ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული ტურიზმის სექტორი აღმოჩნდა. ავიამიმოსვლისა და ტრანსპორტის შეჩერების შემდეგ, მსოფლიოს ტურისტული ცენტრები სრულად დაცარიელდა და სტუმრების გარეშე დარჩა. ფუნქცია დაკარგა უამრავმა სასტუმრომ თუ ტურისტულმა ობიექტმა. ვირუსს ვერც საქართველო გადაურჩა და უამრავ სასტუმროს ახალი ფუნქციაც შესძინა - ისინი საკარანტინე სივრცეებად გადაკეთდა და თვეების განმავლობაში უცხოეთიდან ჩამოსულ ჩვენს მოქალაქეებს მასპინძლობს.


მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი სწორედ ტურიზმის სექტორის აღდგენაა. უკვე ცნობილია, რომ 15 ივნისიდან ქვეყანაში ადგილობრივ ტურიზმი გაიხსნება, ხოლო პირველი ივლისიდან საქართველო საერთაშორისო ვიზიტორებს მიიღებს. სწორედ პანდემიის პერიოდში გაჩნდა ახალი ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას სასტუმროებისა და მათი სერვისების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.


Where to stay in Georgia – ასე ჰქვია პლატფორმას, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ურთიერთობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების ინიციატივით შეიქმნა. პლატფორმას ჯერ მხოლოდ სოციალურ ქსელში ჯგუფის სახე აქვს და ის უკვე 4 ათასზე მეტ წევრს აერთიანებს, თუმცა ინიციატორებს ამ მხრივ დიდი გეგმები აქვთ და ფიქრობენ, რომ ტურიზმის სექტორს, პირველ რიგში კი სასტუმროებს მნიშვნელოვნად დაეხმარებიან. ჯგუფის შემქმნელები - ნანუკა მეშველაშვილი, მარიამ შაქარიშვილი, ლიკუნა გორდაძე და თამარ აბუაშვილი „კომერსანტთან“ საკუთარი ინიციატივისა და სამომავლო გეგმების შესახებ დეტალურად საუბრობენ.


როგორც თავად გვიყვებიან,ჯგუფის შექმნის იდეა რამდენიმე თვის წინ სპონტანურად გაჩნდა და ის საქართველოში არსებული  სასტუმროების შესახებ უცხოელი და ქართველ ტურისტების სრულყოფილად ინფორმირებას ისახავს მიზნად. ვინაიდან პლატფორმა უცხოელ ტურისტებზეც არის გათვლილი, ინფორმაცია ორ - ქართულ და ინგლისურ ენებზე ქვეყნდება. სახელიც მთავარი მიზნიდან გამომდინარე შეარჩიეს - პირველი შეკითხვა რაც უცხოელ თუ ქართველ, დასვენების მოყვარულს შეიძლება გაუჩნდეს Where to stay in Georgia – facebook-ჯგუფის სახელად იქცა.


„ინიციატივა და შემდეგ უკვე ჯგუფის შექმნის იდეა შეიძლება ითქვას, სპონტანურად გაჩნდა. სასწავლო პროცესი ვირუსის გამო ჯერ კიდევ არ იყო შეჩერებული, როდესაც ჩვენმა ლექტორმა, თორნიკე გურულმა ერთ-ერთ ლექციაზე ისაუბრა ბრენდის პოპულარიზაციაში სოციალური ქსელის მნიშვნელობაზე. მან ამის რამდენიმე წარმატებული მაგალითიც მოგვიყვანა და გვირჩია აღნიშნული ჩვენც გვეცადა. ლექციის შემდგომ ჩაის დასალევად წასულებს, საუბრისას გაგვიჩნდა იდეა, შეგვექმნა პლატფორმა, სადაც სასტუმროების შესახებ ინფორმაციის მიღებისა და გაცვლის საშუალება ყველას ექნებოდა. პირველ რიგში შევქმენით ჯგუფი სოციალურ ქსელში და დავარქვით Where to stay in Georgia – სად შეიძლება დარჩენა საქართველოში, რაც გულისხმობს ისეთი ადგილების მოძიებას, სადაც უცხოელი თუ ადგილობრივი ტურისტები თავს კომფორტულად იგრძნობენ. ჩვენი ჯგუფის მთავარი მიზანია, საქართველოში არსებული ყველა ტიპის სასტუმროს შეფასება, მათი მომსახურების, ხარისხისა და ტარიფების მიხედვით. ასევე - ახალი, საინტერესო ადგილების აღმოჩენა და ერთმანეთისთვის სასარგებლო ინფორმაციის გაზიარება. აღსანიშნავია, რომ ჩვენი პლატფორმა თებერვალში შეიქმნა, თუმცა მიუხედავად შექმნილი მდგომარეობისა, წევრები ყოველთვიურად გვემატებოდა და ამ დროისთვის, ჩვენს სივრცეში უკვე 4 ათასზე მეტი ადამიანია გაერთიანებული“, - აცხადებს ნანუკა მეშველაშვილი.


Where to stay in Georgia ერთ-ერთი შემქმნელი მარიამ შაქარიშვილი აცხადებს, რომ ახალი ინიციატივის  მიმართ ინტერესი თავად სასტუმროების მენეჯმენტის მხრიდან უკვე გაჩნდა და სწორედ ამიტომ ბიზნესთან სამომავლო თანამშრომლობის გეგმებსა და ხედვების ჩამოყალიბებაზე აქტიურად მუშაობენ.



„მიუხედავად შექმნილი მდგომარეობისა, კარანტინისა და სექტორის თითქმის სრულად დაპაუზებისა, შეიძლება ითქვას, რომ ინტერესი სასტუმროების მხრიდან ჩვენი ჯგუფის მიმართ პირველივე დღიდან მაღალია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ ვთანამშრომლობთ და მომავალშიც ვითანამშრომლებთ ყველა ტიპის სასტუმროსთან - იქნება ეს საოჯახო ტიპის, ჰოსტელი, დაბალი საშუალო თუ მაღალბიუჯეტიანი სასტუმროები. ჩვენ უკვე გვქონდა კომუნიკაცია რამდენიმე ძალიან კარგი სასტუმროს წარმომადგენელთან, რომელთა შესახებ სრული ინფორმაციაც განთავსდა ჩვენს ჯგუფში და ვიდრე საყოველთაო კარანტინი დაიწყებოდა, ბევრი მოქალაქისთვის ჩვენთან განთავსებული ინფორმაცია ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა. მათ სწორედ ჩვენს პლატფორმაზე გაზიარებული ინფორომაციისა და რეკომენდაციების მეშვეობით მიიღეს გადაწყვეტილება, სად დაესვენათ კარგად და კომფორტულად“, - განმარტავს მარიამ შაქარიშვილი.


საქართველოში არსებულ სასტუმროებთან სამომავლო თანამშრომლობის ხედვებსა და გეგმებს ახალი პლატფორმის კიდევ ერთი შემქმნელი ლიკუნა გორდაძე საუბრობს. სტუდენტი აცხადებს, რომ ახლა კარანტინის დასრულებას ელოდებიან, რათა კიდევ უფრო აქტიური თანამშრომლობა დაიწყონ ტურისტულ სექტორთან.


„იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ინიციატივა მიზნად ისახავს უშუალოდ სასტუმროებისა და მათი სერვისების შესახებ ინფორმაციის გაცვლას, ველოდებით, რომ კარანტინის ეტაპობრივი დასრულების შემდეგ, თავად სასტუმროების მენეჯმენტის მხრიდან ინტერესი კიდევ უფრო გაიზრდება. ალბათ ყველა ჩვენგანი ერთხელ მაინც ვყოფილვართ დილემის წინაშე, როცა კონკრეტულ რეგიონში გვსურს წასვლა, თუმცა ვერ ვყალიბდებით, სად დავრჩეთ, სადაც თავს ყველაზე უფრო კომფორტულად ვიგრძნობთ. ვფიქრობ, ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სანდო და კარგი პლატფორმის არსებობა, სადაც მოიძიებენ სწორ ინფორმაციას, სად გაატარონ შვებულებისა და დასვენების დღეები. რა თქმა უნდა, ვგეგმავთ კიდევ უფრო აქტიურ და მჭიდრო თანამშრომლობას თავად სასტუმროებთან, რათა მათ მოგვაწოდონ დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას შესთავაზებენ სტუმრებს, რასაც ჩვენ განვათავსებთ ჩვენს პლატფორმაზე და გავუზიარებთ ათასობით ადამიანს. ასევე, ვგეგმავთ სამომავლოდ შევქმნათ როგორც ვებგვერდი, ასევე ავითვისოთ სოციალური ქსელების სხვადასხვა არხი, იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის ვიყოთ ხელმისაწვდომი“, - განაცხადა ლიკუნა გორდაძემ.


ჯგუფის შემქმნელებისთვის პლატფორმაზე განთავსებული ინფორმაციის სანდოობა და სიზუსტე ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. აცხადებენ, რომ მათთვის ყველაზე  მნიშვნელოვანი სასტუმროების სერვისების შესახებ სწორედ ობიექტური და სანდო ინფორმაციის განთავსებაა.


„ჩვენი ინიციატივა და ჯგუფი, ეხმარება ერთი მხრივ, სასტუმროებს - რომ მათ შესახებ ინფორმაცია რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს და მეორეს მხრივ, მოქალაქეებს , რომ მათ შეძლონ თავისუფალი დროის სასურველ გარემოში გატარება. აღსანიშნავია, რომ ჯგუფში მხოლოდ ჩვენ მიერ განთავსებულ ინფორმაციას არ შეხვდებით.აქ თავად ჯგუფის წევრებიც გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს და უზიარებენ ერთმანეთს რეკომენდაციას, რასაც ბუნებრივია, მოდერირებას ჩვენ ვუწევთ. როდესაც ამა თუ იმ სასტუმროს წარმომადგენელი გვიკავშირდება და გამოთქვამს სურვილს, მათი სერვისების შესახებ ინფორმაცია განთავსდეს ჩვენს პლატფორმაზე, რასაკვირველია, ინფორმაციას მაქსიმალურად, შესაძლებლობების ფარგლებში ვამოწმებთ განთავსებამდე. ასევე, თითქმის ყოველთვის, ინფორმაციას აქვს თანდართული ფოტომასალა, რაც კიდევ უფრო სწორ წარმოდგენას ქმნის კონკრეტულ სასტუმროზე. რა თქმა უნდა, ასპროცენტიანი სიზუსტის დაცვა შეუძლებელია, თუმცა ჩვენი უმთავრესი მიზანია სწორი, სანდრო, საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის“, - აცხადებს თამარ აბუაშვილი.


მსგავსი ტიპის ინიციატივებსა და პლატფორმების შექმნას ტურიზმის დასახმარებლად, როგორც პანდემიის პირობებში, ისე პანდემიის დასრულების შემდგომ დადებითად აფასებს საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი, თორნიკე გურული. მისი თქმით, ყველა ინიციატივა, რომელიც დღეს ტურიზმის აღორიძინებას შეუწყობს ხელს, მისასალმებელია.


„ძალიან მიხარია, რომ ჩემმა სტუდენტების ერთმა იდეამ, რომელიც მათ ლექციაზე დაებადათ, ათასობით ადამიანის მოწონება და ინტერესი გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ტურიზმის ინდუსტრია ყველაზე ღრმა კრიზისშია, ჯგუფის მოდერატორებმა მოახერხეს და ათეულობით ტურისტული ობიექტის შეთავაზებები გაუზიარეს დაინტერესებულ პირებს. ვფიქრობ, მეც გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და ჯგუფში არსებული რეკომენდაციებითა და სხვა სიკეთეებით ვისარგებლო. ყველა ინიციატივა, რომელიც დღეს ტურიზმის ხელშეწყობისთვისაა, მისასალმებელია. მთავარი სარგებელი კი ის იქნება, რომ სხვადასხვა სიახლით, სხვადასხვა ტექნოლოგიური გადაწყვეტილებებით ეს ინდუსტრია უფრო მეტად განვითარდება და საბოლოო ჯამში ხელშესახებ შედეგს მოუტანს როგორც მომხმარებელს, ასევე ტურიზმის სფეროში დასაქმებულ კომპანიებსაც“, - განმარტავს თორნიკე გურული.

 

იქედან გამომდინარე მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა დროებით უსაფრთხო აღარ არის, წელს ტურისტულ სექტორში პრიორიტეტი შიდა ტურიზმი იქნება. ქვეყნის ეკონომიკისთვის დღეს სასიცოცლხოდ მნიშვნელოვანია ტურისტული სეზონი სრულად არ ჩავარდეს და თუ თქვენ მოგზაურობას გადაწყვეტთ კითხვაზე Where to stay in Georgia, უკვე იცით სად იპოვოთ პასუხი.


ბაჩო ადამია

თეგები:
Where to stay in Georgia



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up