ბოლო 2 წლის განმავლობაში, WhatsApp-ის მომხმარებელთა რიცხვი 500 მილიონით გაიზარდა. ამის შესახებ თავად კომპანია იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, დღეისათვის WhatsApp-ის აუდიტორია 2 მილიარდს აჭარბებს. 2018 წელს ეს მაჩვენებელი 1,5 მილიარდს შეადგენდა.
WhatsApp-ი 11 წლის წინ შეიქმნა. 2014 წელს ის კომპანია Facebook-მა 19 მილიარდ დოლარად შეიძინა.
Imedinews.ge