წერტილი J: ტურინის „იუვენტუსმა" ლოგო შეიცვალა

წერტილი J: ტურინის „იუვენტუსმა" ლოგო შეიცვალა

access_time2017-01-21 20:00:14

16 იანვარს მილანის ლეონარდო და ვინჩის ეროვნულ მუზეუმში ჩატარდა ტურინის „იუვენტუსის" ახალი ლოგოს პრეზენტაცია. ღონისძიებაში მონაწილეობა ასობით საფეხბურთო და სხვა სფეროში მოღვაწე სტუმარმა მიიღო. 

 

კლუბის პრეზიდენტმა ანდრეა ანელიმ განაცხადა, რომ ახალი ლოგო - ასო „J" და წარწერა Juventus - არის „ჩვენი ცხოვრების სტილის სიმბოლო"...

 

დე ფაქტო კლუბმა უარი განაცხადა თავისი წინა ემბლემის 70%-ზე, იმ ემბლემის, რომელმაც უმნიშვნელო ცვლილებებით100 წელზე მეტი გაძლო. ახალ ლოგოზე არ არის არც ფარი, არც გვირგვინი და არც შავ-თეთრი ზოლები - მხოლოდ ორი თეთრი ზოლი და 8 ასო.

 

ასეთი რებრენდინგი აღმოჩნდა ძალიან თამამი კონსერვატიულ საფეხბურთო სამყაროში - კლუბები მიმართავენ დიზაინერებს ან კოსმეტიკური რემონტისთვის, ან ძველი სიმბოლოების განახლებისთვის.

 

ლონდონის „არსენალმა" გაამარტვივა ზარბაზანი თავის ემბლემაზე, „პარი სენ ჟერმენმა" გაამარტივა 4 ზოლამდე ეიფელის კოშკი, „ჩელსიმ" დააბრუმა ლომი, „მანჩესტერ-სიტიმ" - პატარა გემი. თუმცა ეს მოკრძალული ცვილელებიც კი არაერთგვაროვნად აღიქმებოდა გულშემატკივრების მხრიდან.

 


„იუვენტუსის" გულშემატკივრებამდე დაზარალებულების როლი ერგოთ მადრიდის „ატლეტიკოს" ფანებს - ლოგო უმნიშვნელოდ შეიცვალა - შესწორდა ფერები, დათვის თავი მოტრიალდა საწინაამღდეგო მიმართულებით, მოკლედ, განსაკუთრებული არაფერი.

 

თუმცა ამ ზომიერმა ცვლილებებმაც კი ძალიან განარიხსა ფანები, რომლებმაც მოაწყვეს პროტესტები ტრიბუნებზე და დაიწყეს სოციალურ ქსელებში კაპმანია #ElEscudoNoSeToca (დაანებეთ თავი ემბლემას).

 

ტურინში რა თქმა უნდა, იცოდნენ რა რისკზეც მიდიოდნენ, მაგრამ ამავე დროს, იცოდნენ რატომ.

 

2015 წელს „იუვენტუსი" შევიდა ევროპის ყველაზე მომგებიანი კლუბების ათეულში. არც ერთი გუნდი არ მოხდვა ამ საპატიო სიაში მხოლოდ იმის გამო, რომ კარგად თამაშობს. სამაგიეროდ, ყველა მათგანმა მოახრეხა ახალი პარტნიორების და ბიზნეს-შესაძლებლობების მოძიება.

 

„ჩვენ ვაჩვენეთ, ვინ გვინდა ვიყოთ. ჩვენ უნდა გავარკვიოთ არა მარტო ვინ ვართ, არამედ განვსაზღვროთ „იუვენტუსის" სტილი, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვადასხვა აუდიტორიებთან მიმართვის დროს - ბავშვებთან, ქალებთან, ახალგაზრდებთან. ჩვენ გვინდა, რომ ისინი დაგვიახლოვდნენ ჩვენ არა მარტო ფეხბურთის, არამედ ჩვენი ფილოსოფიის და სტილის გამო" - ახსნა ანიელიმ.

 

მისი სიტყვების გაშიფრვა შეიძლება ასე: ტრადიციული აუდიტორია, ანუ მამაკაცები 18+, არსად არ დაიკარგება, აი მოზარდები კი უფრო ადვილად და სწრაფად მიიღებენ ახალ, უფრო მარტივ სიმბოლიკას. იგივე შეიძლება ითქვას იმათზე, ვინც ცხოვრობს ტურინის, იტალიის, და თუნდაც ზოგადად ევროპის ფარგლებს გარეთ.

 

 

ავტორი: forbes.ru



არაექსპლუატირებადი ტერასები, დაუსრულებელი მოაჯირები, გაუქმებული მწვანე სახურავი- რა სამშენებლო დარღვევები აღმოაჩინა მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისში“

არაექსპლუატირებადი ტერასები, დაუსრულებელი მოაჯირები, გაუქმებული მწვანე სახურავი- რა სამშენებლო დარღვევები აღმოაჩინა მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისში“
access_time2020-02-24 20:00:17
მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისი“ 4 000 ლარით დააჯარიმა, მიზეზი ის სამშენებლო სამართალდარღვევებია, რომელიც დედაქალაქის მთავრობამ მრავალფუნქციურ სავაჭრო ცენტრში აღმოაჩინა.   სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება მუნიციპალურმა ინსპექციამ გასული წლის 19 ნოემბერს დაიწყო. ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილის...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-24 21:30:50
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ვასილ ურუშაძე: ქვეყნის ლოგისტიკური ეფექტიანობა ფსკერზეა, გამართული სატრანსპორტო სისტემის გარეშე ბიზნესის კეთება აბსურდია ლოგისტიკური მაჩვენებლების გაუარესების ფონზე არის თუ არა შესაძლებელი საქართველო ბიზნესის საკეთებლად...

დამსაქმებელთა ასოციაციის და English Book Education-ის ერთობლივ ნეთვორქინგ ღონისძიებას უმასპინძლებენ

დამსაქმებელთა ასოციაციის და English Book Education-ის ერთობლივ ნეთვორქინგ ღონისძიებას უმასპინძლებენ
access_time2020-02-24 14:30:17
ბიზნეს გაერთიანება - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და English Book Education-ის ორგანიზებით “ნეთვორქინგ” ღონისძიება გაიმართება, რომელსაც 100-მდე კომპანიის წარმომადგენელი დაესწრება. საქართველოში დღითიდღე აქტუალური ხდება TOEIC ტესტი, რომლის ჩაბარებაც 1979 წლიდან აუცილებელი მოთხოვნაა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლების მისაღებად. ღონისძიების მიზანია, მონაწილეებმა მიიღებენ ინფორმაცია თავიანთი ბიზნეს საქმიანობის სტანდარტების გაუმჯობესების...

რუსეთის დუმის დეპუტატი გენადი ონიშენკო სვირინგების აკრძალვას ითხოვს

რუსეთის დუმის დეპუტატი გენადი ონიშენკო სვირინგების აკრძალვას ითხოვს
access_time2020-02-24 18:30:23
რუსეთის დუმის დეპუტატი,განათლების კომიტეტის მდივანი   გენადი ონიშნეკო  რუსულ რადიოსთან ინტერვიუში სვირინგების საშიშროებაზე ალაპარაკდა. ონიშენკო მიიჩნევს, რომ სვირინგების მიმართ სიყვარული სქესობრივი ჰორმონების სიჭარბეს უკავშირდება. „ეს უფრო მძიმე გამოვლინებაა იმ სულიერი ინტელექტუალური კრიზისის, რომელსაც საზოგადოება გაინცდის. საერთოდაც, ეს სვირინგები უნდა აიკრძალოს.“ - განაცხადა პარლამენტარმა. მისი თქმით, სვირინგებით სხეულის...

ფაბიო მანინი -„ქუთაისის „ტორპედოს“ დიდი ისტორია აქვს,ჩვენ ამ სახელით სასტუმროს აშენება გვინდა“

ფაბიო მანინი -„ქუთაისის „ტორპედოს“ დიდი ისტორია აქვს,ჩვენ ამ სახელით   სასტუმროს აშენება გვინდა“
access_time2020-02-24 16:30:04
„არ ვეძებდი მცირე და უმნიშვნელო კლუბებს, მინდოდა საუკეთესო. ქუთაისის „ტორპედო“  არაერთი თასის მფლობელი გახდა, ორი წლის წინ ასევე დიდი გამარჯვება მოიპოვა, შესაბამისად ჩავთვალე, რომ ეს საუკეთესო ვარიანტი იყო ჩემთვის“-ამის შესახებ „კომერსანტთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში  ქუთაისის „ტორპედოს“ ახალმა მფლობელმა,იტალიელმა ბიზნესმენმა ფაბიო მანინიმ...


მსგავსი სიახლეები

up