წერილობითი ხელშეკრულების გარეშე დასაქმება შესაძლოა, აიკრძალოს

წერილობითი ხელშეკრულების გარეშე დასაქმება შესაძლოა, აიკრძალოს

access_time2019-09-24 16:20:13

წერილობითი ხელშეკრულების გარეშე დასაქმება შესაძლოა, აიკრძალოს.ამის შესახებ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების პროექტშია საუბარი.ცნობისთვის, კანონპროექტი, რომლის ერთ-ერთი ავტორი დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილია, პარლამენტს განსახილველად, დაახლოებით ერთ თვეში გადაეგზავნება.

აღსანიშნავია, რომ ცვლილების მიხედვით, იგეგმება შრომითი ხელშეკრულების დადების აუცილებელი პირობების გამკაცრება.


„ყველა შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობით; მკაცრდება ვადიანი შრომითი ხელშეკრულების დადების აუცილებელი პირობები; დამსაქმებლის ვალდებულება შეატყობინოს ვადიან დასაქმებულს უვადო ხელშეკრულების ფარგლებში არსებული ვაკანსიების შესახებ; ზუსტდება შრომითი ხელშკერულების არსებითი პირობები, მათ შორის დამსაქმებლის მისამართი, ანაზღაურების ოდენობა, ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები,“-ვკითხულობთ მომზადებულ დოკუმენტში.



აღსანიშნავია, რომ ცვლილებების თანახმად, დაგეგმილია სტაჟირების, ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ხანგრძლივობის, ასევე შრომითი ხელშეკრულებების დადებისა და შეწყვეტისთვის მთელი რიგი შეზღუდვების დაწესება.ამასთან, იცვლება დეკრეტული შვებულების პირობები და ანაზღაურების წესი. კერძოდ, როგორც მომზადებულ პროექტშია აღნიშნული, ორსული ქალისთვის სამედინიცო გამოკვლევებისთვის დამატებითი ანაზღაურებადი შესვენება დადგინდება. ასევე, 183 დღიანი ანაზღაურებადი შვებულების ანაზღურება, ერთჯერადი დახმარების ნაცვლად მოხდება ხელფასის 80%-ის ოდენობით.


რაც შეეხება კონკრეტულად ზეგანაკვეთურ სამუშაოზე დაგეგმილ რეგულაციების, ცვლილებათა პროექტში ვკითხულობთ:

  • ზეგანაკვეთური შრომა დღის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 2 საათს, ხოლო კვირაში 8 საათს;
  • ასევე დგინდება ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება, რომელიც არ უნდა იყოს ნომრირებულის 125%-ზე ნაკლები;
  • შესაძლებელია მხარეები შეთანხმდნენ ზეგანაკვეთური სამუშაოს ნაცვლად დამატებითი დასვენების საათების მიცემაზეც;
  • ზუსტდება ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების ვადები;
  • შემოდის ზეგანაკვეთური შრომის წინასწარი შეტყობინების ვალდებულება (გამონაკლისია დამსაქმებლის ობიექტური საჭიროება).

bpn.ge





3 დეკემბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა

3 დეკემბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა
access_time2020-12-03 19:30:09
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 3 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3119 ლარი გახდა....

ასეულ მილიონიანი ფასნამატი ფარმაცევტულ პროდუქტზე - რა შემოსავალი აქვს „ავერსს“, „პსპ-სა“ და „ჯიპისის“

ასეულ მილიონიანი ფასნამატი ფარმაცევტულ პროდუქტზე - რა შემოსავალი აქვს „ავერსს“, „პსპ-სა“ და „ჯიპისის“
access_time2020-12-03 18:30:10
რამდენიმე ასეულობით მილიონი ლარის შემოსავალი და ასეულ მილიონიანი ფასნამატი ფარმაცევტულ პროდუქციაზე - ასეთი მონაცემები ჩანს ფარმაცევტული ბაზრის ლიდერი კომპანიების ფინანსური ანგარიშგებებიდან.   „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორია მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების ფინანსური მაჩვენებლები. 2019 წლის სავალდებულო ფინანსური აუდიტი კომპანიების ნაწილმა უკვე გაიარა. მათ შორის არის ფარმაცევტული სექტორის მონაწილე სამი კომპანია - „ავერსი“; „პსპ“ და „ჯიპისი“. როგორც ფინანსური...

„მთავრობა წინა საარჩევნო კონიუქტურიდან გამომდინარე დაეხმარა იმ ბიზნესს, რომელიც მისი დამფინანსებელია“- გიორგი კეპულაძე

„მთავრობა წინა საარჩევნო კონიუქტურიდან გამომდინარე დაეხმარა იმ ბიზნესს, რომელიც მისი დამფინანსებელია“- გიორგი კეპულაძე
access_time2020-12-03 17:30:54
რადიო „კომერსანტის“  გადაცემა „ადვოკატის საათში“  "საზოგადოება და ბანკების" ხელმძღვანელმა გიორგი კეპულაძემ მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებზე ისაუბრა. მისი განმარტებით, მთავრობაც აღიარებს, რომ ეს შეზღუდვები ეკონომიკურ ზრდაზე დამატებით უარყოფით ზეგავლენას მოახდენს და ეს დამატებით 1% -იანი ვარდნა იქნება.   „შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის 5%-იანი ვარდნა წელს ისედაც მოსალოდნელი იყო . სავალუტო პროგნოზის  მიმდინარე მონაცემებით პრინციპში ჩანს, რომ 5% -იანი...

„მოვითხოვთ სავაჭრო ცენტრებს ფუნქციონირების საშუალება 15 დეკემბირდან 3 იანვრის ჩათვლით მოგვეცეს, ამ პერიოდში ზარალი მილიარდ ლარამდე იქნება“ - რითეილის სექტორის მოთხოვნები მთავრობას

„მოვითხოვთ სავაჭრო ცენტრებს ფუნქციონირების საშუალება 15 დეკემბირდან 3 იანვრის ჩათვლით მოგვეცეს, ამ პერიოდში ზარალი მილიარდ ლარამდე იქნება“ - რითეილის სექტორის მოთხოვნები მთავრობას
access_time2020-12-03 15:15:16
საცალო სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები და დიდი სავაჭრო ცენტრები  სითი მოლი, თბილისი მოლი, ისთ ფოინთი, თბილისი ცენტრალი, გლდანი მოლი, ქარვასლა, რითეილ გრუპ ჯორჯია, ICR Holding, LC Waikiki GE, თრეიდლაინ -დრესაპ, ჯითექსი მთავრობას განცხადებით მიმართავენ. "კომერსანტი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:   „კომერციული უძრავი ქონების და რითეილის (საცალო ვაჭრობის) სექტორი საქართველოში წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე დიდ დამსაქმებელს, ბიზნეს აქტივობის გენერატორს და ბიუჯეტის...

ბაირახტარი – მთავრობამ არჩევანი გააკეთა, რომლითაც დაბალშემოსავლიანი ფენა შიმშილისთვის გაწირა

ბაირახტარი – მთავრობამ არჩევანი გააკეთა, რომლითაც დაბალშემოსავლიანი ფენა შიმშილისთვის გაწირა
access_time2020-12-03 16:30:51
“მთავრობამ არჩევანი გააკეთა, რომლითაც დაბალშემოსავლიანი ფენა შიმშილისთვის გაწირა”, – ამის შესახებ “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ვიცე-პრეზიდენტი, პაატა ბაირახტარი აცხადებს.   “თუ გაზაფხულზე შეზღუდვები შეცდომა იყო, ახლა ეს უკვე არჩევანია, რადგან ერთსა და იმავე შეცდომას ორჯერ არ იმეორებენ. ეს არჩევანი მთავრობამ გააკეთა მაღალშემოსავლიანი ფენების სასარგებლოდ, ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კი შიმშილისთვის გაიწირა. ვინც დღეს ლოკდაუნს ამართლებს, ან ვერ...


მსგავსი სიახლეები

up