წერილი უცნობ მძღოლებს - ანა გოგუაძე „თეგეტა ჰოლდინგის“ კამპანიას შეუერთდა

წერილი უცნობ მძღოლებს - ანა გოგუაძე „თეგეტა ჰოლდინგის“ კამპანიას შეუერთდა

access_time2022-11-11 16:25:32

„...ნუ შემიშლით ხელს, გადავადგილდე დამოუკიდებლად, მშვიდად და თავისუფლად.


პატივისცემით,


ანა გოგუაძე


ასე ამთავრებს ანა წერილს უცნობებისთვის, რომელიც „თეგეტა ჰოლდინგის“ კამპანიის ფარგლებში დაწერა და რომლითაც მძღოლებს საგზაო მოძრაობის კულტურაზე ზრუნვისკენ მოუწოდებს.


ანას თხოვნის წერილი უდიდეს პრობლემას - ეტლით მოსარგებლე მოქალაქეებისთვის გადაადგილების უფლების შეზღუდვას ეხება. მისი გზავნილი კი „თეგეტამ“ თბილისის ქუჩებში პარკირების წესების დარღვევით გაჩერებული ავტომობილების მძღოლებს დაუტოვა. 





ქალაქში, რომელიც არც ისე მეგობრულია ეტლით მოსარგებლეებისთვის, სადაც პანდუსისა და ადაპტირებული გარემოს პოვნა ისედაც რთულია, ანას თქმით,  არიან მძღოლები, რომლებიც განზრახ ან გაუაზრებლად მის უფლებებს არღვევენ. წერილის ავტორს მიაჩნია, რომ მათთან პირდაპირი კომუნიკაცია შესაძლოა,  პრობლემის მოგვარების ყველაზე ეფექტიანი გზა იყოს.




ანა გოგუაძე, ფოტოგრაფი, „მზიურის კაფეს“ დამფუძნებელი: „ყველაზე გულდასაწყვეტია ისეთი შემთხვევები, როცა მანქანიდან გადმოვდივარ, ვიცი, იქ პანდუსია, მაგრამ არასწორად გაჩერებული მანქანით მასთან მისასვლელი გზა გადაკეტილია. ამ დროს ვდგავარ და ველოდები მძღოლს, იქნებ ახლოსაა და გამოჩნდეს. ვცდილობ, დაველაპარაკო და ავუხსნა, რამხელა დისკომფორტს მიქმნის.



ჩემი დანახვისას ძალიან იბნევიან. რატომღაც არ ელოდებიან, რომ გამოვჩნდები; რომ ნამდვილად გვჭირდება ეს ადგილი და ნამდვილად შეგვიქმნა პრობლემა“.



ანა მიიჩნევს, რომ ეტლით მოსარგებლეების უფლებებისა და საჭიროებების უგულებელყოფა თითქოს ნორმად ჩამოყალიბდა. ამიტომაც სიამოვნებით შეუერთდა „თეგეტა ჰოლდინგის“ კამპანიას. ამ ერთობლივი ძალისხმევის შედეგად რამდენიმე მძღოლი მაინც თუ დაფიქრდება საგზაო მოძრაობის კულტურაზე, მიიჩნევს, რომ მთავარ მიზნამდე სვლის დასაწყისი წარმატებულია.



ანა გოგუაძე, ფოტოგრაფი, „მზიურის კაფეს“ დამფუძნებელი: „ხშირად ველოდებით ვიღაცას, ვინც რაღაცას მოაგვარებს, რაღაცას დაიწყებს. არადა მთავარია, თავად დავიწყოთ. შეიძლება თავიდან მოგვეჩვენოს, რომ მხოლოდ ჩვენ ვიქცევით კარგად, მაგრამ აუცილებლად გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებისთვისაც უკვე ჩვენი ქცევა იქნება მისაბაძი.



გარემოს, ქალაქს, ყველაფერს ჩვენ გარშემო ქმნიან ადამიანები და ის მიდგომა, რომ „მე არ მეხება, ჩემთვის სულერთია, ეტლი როგორ გაივლის“...  ეს არასწორი დამოკიდებულებაა ჩვენი თანამოქალაქეების, ერთმანეთის მიმართ“.





 „თეგეტა“ ანას გზავნილს იმ უცნობ მძღოლებს დაუტოვებს, ვინც მის ადგილზე  ტოვებს მანქანას. წერილის ავტორთან ერთად, კომპანიის ავტორებსაც იმედი აქვთ, რომ მოახერხებენ და არსებულ სიტუაციას შესაძლოა ნელა, მაგრამ უკეთესობისკენ შეცვლიან.



ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგისსტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: უკვე მეოთხე თვეა, „თეგეტას“ კამპანია მიმდინარეობს. ვცდილობთ, სხვადასხვა აქტივობით ჩვენს თანამოქალაქეებს კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რას ნიშნავს საგზაო მოძრაობის კულტურა. დავუკავშირდით ჩვენს თანამოაზრეებს, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით გამორჩეულ ადამინებს, რომლებმაც თავიანთი წუხილის შესახებ მძღოლებისთვის პერსონალური მიმართვები დაწერეს. შემდეგ ეს მეგობრული „საჯარიმო“ წერილები  ადრესატს დაუტოვეს. ვფიქრობთ, პერსონალურ კომუნიკაციას კარგი შედეგი მოაქვს. როცა ადამიანს მეგობრულად უხსნი, რა გაწუხებს, რა პრობლემებს გიქმნის ყოველდღიურობაში მისი, ერთი შეხედვით, უწყინარი ქცევა, ისიც შემოდის შენს მდგომარეობაში და იაზრებს, რომ ამით ზიანს გაყენებს. შესაბამისად, ქცევის შეცვლის ალბათობა იზრდება. გვჯერა, რომ ძირეული ცვლილებები ერთეული ადამიანების საერთო ძალისხმევით მიიღწევა“.

 


შეგახსენებთ, რომ „თეგეტა ჰოლდინგის“ ახალი კამპანია „იზრუნე საგზაო მოძრაობის კულტურაზე“ ივლისში დაიწყო და მისი მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და საგზაო მოძრაობის კულტურის გაუმჯობესებაა.

 

 (R)






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up