წერილი პრემიერს - ტურისტული სექტორი ინდუსტრიის ჩაკეტვის გააუქმებას მოითხოვს

წერილი პრემიერს - ტურისტული სექტორი ინდუსტრიის ჩაკეტვის გააუქმებას მოითხოვს

access_time2020-11-30 17:00:57

„საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი • GTI Alliance“  საქართველოს პრემიერ-მინისტრს საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას განცხადებით მიმართავს, სადაც ნათქვამია, რომ სტუმართ-მასპინძლობის სექტორსა და მთავრობას შორის კორონავირუსით გამოწვეულ პრობლემებზე უფრო ღრმად ორიენტირებული და ეფექტური დიალოგი უნდა წარიმართოს. ალიანსის საქართველოს მთავრობას 4 კონკრეტული მოთხოვნით მიმართავს. „კომერსანტი განცხადებას უცვლელად გთავაზობთ“

 

ბატონო გიორგი,

 

მოგმართავთ საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი (სტია) სახელით.

 

საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი ტურიზმის სექტორში მომუშავე ორგანიზაციების ინიციატივით პანდემიის პირობებში შეიქმნა, რომლის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს 2020 წლის 5 მაისს მოეწერა ხელი. დღეისთვის 27 ბიზნეს გაერთიანებითაა წარმოდგენილი. ალიანსის ორგანიზაციულ განვითარებას ხელს უწყობს USAID ეკონომიკური მმართველობის პროგრამა და USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა საქართველოში.

 

მოგეხსენებათ, საქართველოს ეკონომიკისთვის ტურისტული ინდუსტრია ერთ-ერთი წამყვანი დარგია. შესაბამისად კორონავირუსის გავრცელების უარყოფითი ზეგავლენა უპირველესად ტურიზმის სექტორს შეეხო. პანდემიამ ნათლად დაგვანახა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ტურიზმის სექტორში მომუშავე ასოციაციების და დარგის სპეციალისტების დიალოგი მთავრობას და მის ეკონომიკურ გუნდთან, დარგის მიერ ერთიანი, შეჯერებული ხედვის ადვოკატირება, პრიორიტეტული საკითხების არგუმენტირებულად ჩამოყალიბება და მთავრობისთვის მიწოდება.

 

გასული თვეები ეკონომიკურ ჭრილში ძალიან რთული გამოწვევა აღმოჩნდა სექტორისთვის, რომელსაც ინდუსტრიის ათასობით პირდაპირი თუ ირიბი მოთამაშე ჰყავს. დღეს, როდესაც პანდემიის მეორე ტალღის პირობებში ვიმყოფებით, ცალსახად ავღნიშნავთ, რომ თითოეული ჩვენგანისთვის ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე უპირობო პრიორიტეტია. ამავე დროს გამოვდივართ რა ეკონომიკური ზეგავლენის მძიმე პირობებიდან ერთხმად ავღნიშნავთ, რომ ეკონომიკური პრობლემა საერთოა და ერთად უნდა ვიბრძოლოთ საერთო გამოწვევის დასაძლევად.

 

კიდევ ერთხელ მოგვართავთ თხოვნით, წარიმართოს პრობლემებზე უფრო ღრმად ორიენტირებული და ეფექტური დიალოგი თქვენთან და მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან, ერთიანი ძალებით შევამციროთ პანდემიის გავლენა ბიზნესზე, რათა გადამწყვეტი ბრძოლა კრიზისული სიტუაციის დასაძლევად და დარგის გადასარჩენად შედეგებზე ორიენტირებული იყოს.

 

აქვე მოგახსენებთ, რომ მოვიკვლიეთ ინდუსტრიის ფარგლებში გაერთიანებული ორგანიზაციების ეკონომიკურ-სოციალური სტატუსი და შესაბამის ანალიტიკურ ინფორმაციაზე დაყრდნობით გთხოვთ გადახედოთ მიღებულ გადაწყვეტილებას, დაპირებისამებრ განახორციელოთ წერტილოვანი შეზღუდვები, გააუქმოთ ინდუსტრიის ჩაკეტვა და მოკლევადიან პერიოდში გადაიჭრას ყველა ის გამოწვევა, რომელიც ტურიზმში დასაქმებულთა წინაშე დგას:

 

1. სარესტორნო სფეროს დახურვის გაუქმება;

(უახლოეს პერიოდში მიიღებთ სარესტორნო ბიზნესის მიმართვის წერილს).

2. სამთო კურორტების დახურვის დაუქმება და გახსნა რეგულაციების მკაცრი დაცვით;

3. საბანკო სესხების გადავადება 2021 წლის ზაფხულამდე, როგორც იურიდიული პირებისთვის, ასევე სექტორში დასაქმებულთათვის, ვინც დაკარგა სამსახური;

4. ტურიზმის აღდგენის პროცესის დეტალურად დასაგეგმად გთხოვთ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ინდუსტრიის ყველა წარმომადგენელი ჩაერთვება შესაბამისი რეკომენდაციებით.


 

 

საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი მხარს უჭერს მთავრობის ყველა, დროულ და აუცილებელ ზომას ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად და კერძო სექტორის მხარდასაჭერად. ამავე დროს, ალიანსის თითოეული წევრი გამოხატავს სრულ მზაობას, ჩაერთოს ყველა არსებული ადამიანური რესურსით საერთო გამოწვევის დაძლევაში და ერთად შევიმუშაოთ დამატებითი მექანიზმები სექტორის გადასარჩენად.

 

თქვენი მხრიდან მხარდაჭერა და კომუნიკაცია კიდევ უფრო გაზრდის და გააძლიერებს ალიანსის, როგორც ძლიერი ინსტიტუტის როლს, რომლის ძირითადი სამომავლო მიზანი ტურიზმის მდგრადი და სტაბილური განვითარებაა.

 

წინასწარ დიდი მადლობა მხარდაჭერის და თანამშრომლობისთვის.

პატივისცემით,

საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის წევრები

საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია

საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია

სასტუმროების და რესტორნების ფედერაცია

საქართველოს გიდების ასოციაცია

გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაცია

საქართველოს ტურიზმის ასოციაცია

ტურიზმის ინსტიტუტი

საქართველოს ტურიზმის ნეთვორქი

საქართველოს სერთიფიცირებული გიდების ასოციაცია

საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია

საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაცია

სამაცხე-ჯავახეთის ტრადიციული მეღვინეობის ასოციაცია

საქართველოს სომელიეთა ასიციაცია

ავია კომუნიკატორი

გუდაურის ტურიზმის ასოციაცია

საქართველოს ინკლუზიური ტურიზმის ცენტრი- პარსა

ბიოლოგიურ მეცნიერებათ ასოციაცია- ელკანა

საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციების ხელშეწყობის ცენტრი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმის ინდუსტრიის ფედერაცია

ააიპ ICC საქართველო

იაკობ გოგებაშვილის სახელობის ტელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი

შედარებითი სამართლის ქართულ-გერმანული ჟურნალი

ააიპ თავისუფალი ბაზრის ადვოკატირების ორგანიზაცია- ფრემა

პრო მოტიონ ჯორჯია

ააიპ ღვინო ბოლნისი

ააიპ მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ცენტრი

APG საქართველო





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up