წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელი დაკავებულია

წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელი დაკავებულია

access_time2020-11-20 20:15:54

20:12  წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელი დაკავებულია


თავდამსხმელი, რომელიც წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიჭრა, დაკავებულია. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ადასტურებს.

 

გათავისუფლებულია ყველა მძევალი.

 

„რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების და ოპერატიული საგამოძიებო მოქმედების შედეგად ყველა მძევალი უვნებლადაა გათავისუფლებული და შეიარაღებული თავდამსხმელი დაკავებულია“,- განაცხადა სირაძემ.



20:00 წერეთლის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შენობა მძევლების ნაწილმა დატოვა


18:50 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელი პარლამენტში დეპუტატების შესვლას და სამი კანონის მიღებას ითხოვს


სოციალურ ქსელში წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელის ვიდეომიმართვა ვრცელდება. ვიდეო ერთ-ერთი მძევლის მიერაა გადაღებული.

 

ვიდეომიმართვის მიხედვით, თავდამსხმელი სამ მოთხოვნას ასახელებს.

 

„შეიკრიბოს საქართველოში ყველა პარლამენტარი და მიიღონ სამი კანონი. 1) აიკრძალოს საქართველოს მასშტაბით ყველანაირი აზარტული თამაშები, 2) ბანკებს მიეცეთ უფლება, 7 &-ში გასცენ სესხი, ვისაც არსებული სესხები აქვთ, გადაუტანონ 7%-ში. 3) ფარმაცევტულ კომპანიებს მივცეთ მხოლოდ 10% მოგების უფლება“, - აცხადებს თავდამსხმელი.

 

კადრების მიხედვით, თავდამსხმელი, მისი საუბრის სტილისა და მანერების გათვალისწინებით, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაშია.

 


თავდამსხმელი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ნიღბის გარეშეა შეჭრილი. შესაბამისად, შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება.

 

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელს 9 მძევალი ჰყავს.


18:15 წერეთლის 12 ნომერში მდებარე შენობიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.



17:50 ემ ბი სი : თანამშრომლების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება უპირველესი ამოცანაა


მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემ ბი სი, სადაც თავდამსხმელს მძევლები ჰყავს აყვანილი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ კომპანია შსს-ს მითითებით მოქმედებს.

 

გვინდა გავაკეთოთ განცხადება ამ მომენტში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით: ჩვენი კომპანია სრულ კოორდინაციაშია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ვმოქმედებთ მათი მითითებების შესაბამისად.

 

ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს, რომ პროცესი მშვიდობიანად დასრულდეს. შექმნილ მდგომარეობაში, თანამშრომლების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება ემბისი-ს უპირველესი ამოცანაა, - ნათქვამია განცხადებაში.



17:45  შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება


შინაგან საქმეთა სამინისტრო წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. პოლიცია მობილიზებულია თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ოფისთან. პირველადი ინფორმაციით ოფისში შეიარაღებული პირი არის შეჭრილი.

 

თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე პოლიციის თანამშრომლებმა, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ატარებენ ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს, დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, თავი შეიკავონ როგორც უშუალოდ შემთხვევის ადგილზე მიმდინარე მოვლენების ტირაჟირებისგან, ასევე, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.

 

ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და ყაჩაღობას ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის სამართლის კოდექსის 236-ე და 179-ე მუხლებით დაიწყო, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.


17: 30 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში სავარაუდოდ შეიარაღებული პირი შეიჭრა

თბილისში, წერეთლის ქუჩაზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიარაღებული პირი შეიჭრა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით „მიკრობიზნეს კაპიტალთან“ დიდი რაოდენობით სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. ადგილზეა საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძეც.


მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ ბი სი“-ს გენერალური დირექტორი ადასტურებს, რომ ორგანიზაციის ერთ-ერთ ფილიალს თავს დაესხნენ. პეტრიაშვილმა პირველ არხს განუცხადა, მას არ აქვს ინფორმაცია რას ითხოვენ თავდამსხმელები.

 

„ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ ჩვენს ორგანიზაციაში შეიჭრნენ. სხვა ინფორმაცია არ გვაქვს, ველოდებით მოვლენების განვითარებას’“, – აცხადებს გია პეტრიაშვილი.







27 ნოემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

27 ნოემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2020-11-27 18:15:54
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 26 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3164 ლარი გახდა....

„ყოველი დაკეტილი დღე 10 მილიონიანი ზარალია“ - სავაჭრო ცენტრები ფუნქციონირების შეზღუდვის 15 დეკემბერიდან მოხსნას ითხოვენ

„ყოველი დაკეტილი დღე 10 მილიონიანი ზარალია“ - სავაჭრო ცენტრები ფუნქციონირების შეზღუდვის 15 დეკემბერიდან მოხსნას ითხოვენ
access_time2020-11-27 16:15:35
თბილისში არსებული დიდი სავაჭრო ცენტრების ხელმძღვანელების განცხადებით, მთავრობის მიერ გამოცხადებულმა ე.წ. ლოკდაუნმა ისინი მწარე რეალობის წინაშე დააყენა, ყოველი დაკეტილი დღე 6 ცენტრისთვის 10 მილიონი ზარალია. თბილისში არსებული დიდი სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლები პრემიერმინისტრსა და ანტიკრიზისულ საბჭოს მიმართავენ. ეს სავაჭრო ცენტრებია: გალერეა თბილისი;თბილისი მოლი;ისთ ფოინთი;თბილისი ცენტრალი;ქარვასლა;სითი...

„ფინანსთა სამინისტროს აქილევსის ქუსლია დავების საბჭო, ის როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტი არ არსებობს“ - პაატა შურღაია

„ფინანსთა სამინისტროს აქილევსის ქუსლია დავების საბჭო, ის როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტი არ არსებობს“ - პაატა შურღაია
access_time2020-11-27 18:00:38
ცვლილებები საქართველოს საგასახადო კოდექსში - რას მოიცავს დღგ-ს რეფორმა და რამდენად გამარტივდება პროცედურები. რადიო კომერსანტის გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ „გრანთ თორნთონის“ პარტნიორი პაატა შურღაია საუბრობს. „კარგი და მნიშვნელოვანი სიახლეა, ორი წელია უკვე გვესმის დღგ-ს ავტომატურად დაბრუნების რეჟიმის შესახებ. წინა ნაწილში საუბარი იყო ნაწილობრივი დაბრუნების შესახებ, ახლა კი სრულ დაბრუნებაზეა საუბარი. წესით მთლიანად დეფინიცია - დამატებითი...

ლევან დავითაშვილი - პურზე ფასი არ გაიზრდება

ლევან დავითაშვილი - პურზე ფასი არ გაიზრდება
access_time2020-11-27 14:45:22
საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის სუბსიდირების შესახებ იმგვარად, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ის ფასები, რომელიც პურის გაძვირებას თავიდან აგვაცილებს, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის განმარტებით, პროგრამა მომავალი კვირიდან ამოქმედდება და 4 თვის განმავლობაში, 31...

ახალგორის რაიონს ქართული მოსახლეობა ტოვებს

ახალგორის რაიონს ქართული მოსახლეობა ტოვებს
access_time2020-11-27 19:00:32
ახალგორის რაიონის 300-ზე მეტმა მცხოვრებმა თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასახლების პროგრამაში მონაწილეობს სურვილი გამოთქვა. ამ ინფორმაციას ორივე მხარის დამოუკიდებელი ექსპერტები ადასტურებენ. მათი შეფასებით, ეს ნაბიჯი იძულებითია, საკუთარი სახლის მიტოვება არავის სურს, თუმცა, ადგილობრივი მოსახლეობა სრული იზოლირების რეჟიმს ვერ უძლებს და ამიტომაც დიდი ნაწილი წასვლას ამჯობინებს. რაიონი ჩაკეტელია 2019 წლის 1 სექტემბრიდან და არა ერთი დაპირების მიუხედავად,...


მსგავსი სიახლეები

up