პირველი ქართული ციფრული მენიუ უკვე TOP 50 ქართულ რესტორანში

პირველი ქართული ციფრული მენიუ უკვე TOP 50 ქართულ რესტორანში

access_time2020-06-19 13:30:40

პირველი ქართული ციფრული მენიუ WENU-ს მოთხოვნა COVID-19-მა საგრძნობლად გაზარდა. აპლიკაციას ბევრი სხვა ფუნქციონალის გარდა, შინაარსობრივად აქვს 2 ძირითადი მიმართულება, ერთი როდესაც მომხარებელს შესაძლებლობა აქვს მისი მობილური ტელეფონის დახმარებით დისტანციურად დაჯავშნოს რესტორანში მაგიდა, კონკრეტული დღის, საათის და სტუმრების რაოდენობის მითითებით, ხოლო მეორე მიმართულება არის ადგილზე მისული სტუმრის მიერ სასურველი შეკვეთის განხორციელება მიმტანთან ყოველგვარი კომუნიკაციის გარეშე.


WENU-ის თანადამფუძნებელი გიორგი ნონიაშვილი „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ეს ერთადერთი აპლიკაციაა ქართულ ბაზარზე, რომელსაც მიმტანის ჩართულობის გარეშე შეკვეთის განხორციელების ოპერაციის შესრულების შესაძლებლობა აქვს.


„აპლიკაციის საცდელი ვერსია პირველად 2018 წელს გამოვუშვით, სატესტო პერიოდი „ფაბრიკაში“ გავიარეთ. თითოეულ მაგიდაზე განთავსებულია Wenu-ს ბრენდირებით QR კოდი, რომელსაც მომხმარებელი ჩვენი აპლიკაციის საშუალებით ასკანერებს და მთელი მენიუ ვიზუალური მასალით გამოუჩნდებათ. გარდა ამისა, აპლიკაცია ასრულებს კალკულატორის ფუნქციას, როცა აკეთებ შეკვეთას, ითვლის და მომხმარებელმა წინასწარ იცის, რამდენი ექნება გადასახდელი. ჩვენ ვახდენთ რესტორნის მენიუს გაციფრულებას, ის რაც რესტორანს აქვს ქაღალდზე, ჩვენ ეს ინფორმაცია გადაგვაქვს ასე ვთქვათ ვირტუალურ სივრცეში, რომელიც შემდეგ გამოჩნდება რესტორნის სტუმრის ტელეფონში.


COVID-19-მა და ახალმა რეგულაციებმა გაზარდა მოთხოვნა. რეგულაციები ძირითადად მიმართულია მრავალჯერადი ქაღალდის მენიუს, როგორც ვირუსის გავრცელების მაღალი რისკის მატარებელი პროდუქტის გამოყენების შემცირებისკენ. ასევე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, რომელიც COVID-19-ის გავრცელების პრევენციად ფიზიკური დისტანციის დაცვას მიიჩნევს და შედეგად, ბიზნესის სხვადასხვა სექტორი, მათ შორის, სტუმარ-მასპინძლობის სფერო არაერთი გამოწვევის წინაშე დგას: ქაღალდის მენიუს ელექტრონულით ჩანაცვლება, რიგების კონტროლი ბართან, გარდაუვალი კომუნიკაცია რესტორნის სტუმარსა და მიმტანს შორის და სხვა. COVID-19-ისგან გამოწვეულ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემების ფონზე, ქართულ ბაზარზე არსებულ რესტორნებს, კაფე-ბარებსა და სასტუმროებს, ზაფხულის განმავლობაში, ელექტრონული მენიუს გამოყენების შესაძლებლობას უფასოდ ვთავაზობთ“, - აცხადებს გიორგი ნონიაშვილი.



კომპანიის თანადამფუძნებელის ინფორმაციით, აღნიშნული ციფრული მენიუთი უკვე სარგებლობს 50-მდე ორგანიზაცია, მათ შორის „აჭარა ჯგუფის“ შემავალი ორგანიზაციები, „ემ ჯგუფის“ კომპანიები, „კალა ჯგუფი“, „ყავის ლაბორატორია“ და სხვა.


„ჩვენი პარტნიორების სია ყოველდრიურად იზრდება. ამ ეტაპზე არიან „აჭარა ჯგუფის“ შემავალი ორგანიზაციები, „ემ ჯგუფის“ კომპანიები, „კალა ჯგუფი“, „ტერასა“, „9 მთა“ , „ყავის ლაბორატორია“ და სხვა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი სეგმენტის რესტორნების ტოპ-50-ში უკვე შესულები ვართ. ჩვენც ჩვენის მხრივ გვაქვს მომსახურების ხარისხის მოთხოვნა ყველა პარტნიორ კომპანიასთან, რათა მათ დროულად მოახდინონ რეაგირება ჩვენი აპლიკაციის შესულ ჯავშნებზე თუ შეკვეთებზე.


ინტერესი ძალიან მაღალია, განსაკუთრებით პანდემიის შემდეგ, მანამდე სიახლის მიმართ ცოტა შიში იყო, იმ მიმართულებით თუ როგორ აითვისებდნენ ამ სიახლეს თანამშრომლები, თუმცა ისეთებიც აღმოჩნდნენ  რომლებმაც გაბედული ნაბიჯი გადადგეს და შეთავაზება მიიღეს. პანდემიის შემდგომმა პერიოდმა რამდენიმე კომპანია გამოაჩინა ბაზარზე, ვინც  მსგავსი სერვისების დანერგვა დაიწყო, თუმცა ამ დრომდე WENU არის ერთადერთი აპლიკაცია, რომელსაც ფუნქციურად სრულად შეუძლია მიმტანთან კომუნიკაციის გარეშე შეკვეთის განთავსება“, - განმარტავს გიორგი ნონიაშვილი.


აღსანიშნავია, რომ 2020 წელს  USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში WENU შერჩეულ იქნა სილიკონ ველიში აქსელერაციის პროექტში მონაწილეობის მისაღებად.


ნინო თამაზაშვილი






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up