წელს ვაშლის მოსავალის შემცირებას პროგნოზირებენ - რა იწვევს პერიოდულ ნაყოფიერებას და როგორი იქნება პროდუქტის ღირებულება

წელს ვაშლის მოსავალის შემცირებას პროგნოზირებენ - რა იწვევს პერიოდულ ნაყოფიერებას და როგორი იქნება პროდუქტის ღირებულება

access_time2021-08-02 21:00:00

ვაშლის კრეფის მთავარი სეზონი აგვისტოს მეორე ნახევარში იწყება, თუმცა ზაფხულის ჯიშების მცირე მოსავალი ბაზარზეა უკვე გამოჩნდა. როგორც პორტალი EastFruit წერს, ქართველი ფერმერები ვარაუდობენ, რომ წლევანდელი ვაშლის მოსავალი შარშანდელზე ნაკლები იქნება.


„ვაშლის წარმოების ბოლო ოთხი წლის მონაცემები აჩვენებს, რომ მოსავლიანობა მაღალია ყოველ ორ წელიწადშია ერთხელ, რაც უბრალო დამთხვევა არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ამინდს დიდი მნიშვნელობა აქვს, ნაყოფიერების მონაცვლეობაც, ასევე, მცირე მოსავლიანობის გამომწვევი ფაქტორია. დღეისთვის მსოფლიოში ნაყოფიერების სიხშირე ნაკლები პრობლემაა ინტენსიურ ბაღებში, სადაც დიდ მოსავალს ადვილად მართავენ. სამწუხაროდ, საქართველოში ინტენსიურის ნაცვლად, ძველი, ვრცელი ვაშლის ბაღები ჯერ კიდევ ჭარბობს“, - წერს EastFruit.


საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ხილის კულტურების განყოფილების მონაცემებით, წლევანდელი ვაშლის მოსავალი, შარშანდელთან შედარებით, 20-30%-ით ნაკლები იქნება, რადგან ნაყოფიერების სიხშირე, ქვეყანაში არსებული ვაშლის ყველა ჯიშისთვის ბიოლოგიურად დამახასიათებელი არ არის.


2014 წელს ჩატარებული აღწერის საფუძველზე, შიდა ქართლში, რომელიც ვაშლის მოსავლის ძირითადი რეგიონია, ვაშლის ბაღები, დაახლოებით 9,500-10,000 ჰექტარ ფართობზე იყო გაშენებული. 2015 წლიდან ქვეყანაში, სახელმწიფოს მხარდაჭერით, 1300 ჰექტარზე მეტი ახალი ინტენსიური ვაშლის ბაღი გაშენდა. ასეთი ბაღები ნაყოფიერების სიხშირითა და მისი მარტივი მართვით გამოირჩევა.


მეთოდი ასეთია: გარკვეულ ეტაპზე ხიდან ხელით ზედმეტ ნაყოფს გამოხშირავენ „მოსავლის გასქელების,“ ანუ დიდი ზომის და ხარისხიანი მოსავლის მიღების მიზნით, რადგან თუ ფერმერი მხოლოდ რაოდენობაზე გააკეთებს აქცენტს და მცენარეს საშუალებას მისცემს, ერთ წელიწადში ბევრი ნაყოფი გამოიღოს, მომდევნო წელს მოსავალი შეუმცირდება, რადგან მცენარე „დაიღლება და შედეგად პერიოდული ნაყოფიერება დგება.



კველვითი ცენტრის მონაცემებით, საქართველოში ე.წ. მოსავლის გასქელების რეკომენდირებული პერიოდი მაისის ბოლო და ივნისის პირველი ნახევარია, რაც დამოკიდებულია რეგიონზე. გამოხშირვის შემდეგ ხეებს აქვთ საკმარისი ბიოლოგიური რესურსი მომავალი წლის კვირტების წარმოსაქმნელად.


„ძველ ბაღებში ამის გაკეთება, თითქმის, შეუძლებელია, რადგან იქ ხეები მაღალია და გამოხშირვის პროცესი რთულია, ინტენსიურ ბაღებში კი იქმნება ერთგვარი „ხილის კედელი“ და მასზე მუშაობა ბევრად ადვილია”, - განუცხადეს EastFruit-ს ხილის კულტურების კველვით ცენტრში.


შიდა ქართლის რეგიონში ვაშლის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელი Tiriphoni Gardens წელს 31 ჰექტარი ბაღიდან 1,300 ტონაზე მეტ ვაშლის მოსავალს ელოდება. კომპანიამ ბაღები 2014 წლიდან, ეტაპობრივად გააშენა და სწორედ იმის გამო, რომ ვაშლის ბაღები სხვადასხვა წლებში გაშენდა, მოსავალი ყოველწლიურად იზრდება.


კომპანია ფლობს ინტენსიურ ბაღებს, სადაც პერიოდული ნაყოფიერების აღმოსაფხვრელად, ე.წ გამოხშირვა-გასქელების მეთოდს მიმართავენ. EastFruit-ის ინფორმაციით, წელს, კომპანიამ ნაყოფის გასქელებასთან ერთად, ზრდის რეგულატორებიც გამოიყენა.


Tiriphoni Gardens-ში ვარაუდობენ, რომ წელს ვაშლზე ფასები, შარშანდელთან შედარებით, მაღალი იქნება. შარშან 1 კგ. დაკრეფილი ვაშლის მინიმალური ფასი 1.2 ლარი (0.39 დოლარი) იყო, წლევანდელ სეზონზე კი 1 კგ. ვაშლის საბითუმო ფასი, სავარაუდოდ, 1.5 ლარი ( 0.49 დოლარი) იქნება.


BPN.GE




თეგები:
ვაშლი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up