ტურიზმის ინფრასტრუქტურისთვის 183 მლნ. ლარია გამოყოფილი

ტურიზმის ინფრასტრუქტურისთვის 183 მლნ. ლარია გამოყოფილი

access_time2019-02-20 15:02:18


სამინისტროს საქმიანობაში ერთ-ერთი პრიორიტეტი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობაა-ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში მინისტრის საათზე საუბრისას განაცხადა.


მისი თქმით, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება უდიდეს როლს თამაშობს რეგიონის მდგრად ეკონომიკურ განვითარებაში, სიღარიბის დაძლევაში, რადგან ტურიზმიდან მიღებული სარგებლის ყველაზე დიდი წილი სწორედ რეგიონში რჩება.


შარშან, ტურიზმის ინფრასტრუქტურისთვის 90 მილიონი ლარის 14 პროექტი განხორციელდა, დასრულდა გერგეტის სამებამდე მისასვლელი გზის მშენებლობა, კობი-გუდაურის 7,5 კმ. საბაგირო გზა, ბატონის ციხის რეაბილიტაცია, ვიზიტორთა ცენტრების მშენებლობა ვარძიაში, ხერთვისში და ვანის ქვაბების მუზეუმთან.
,,შარშან დეკემბერში დასრულდა ჩვენს რეგიონში ყველაზე გრძელი, კობი-გუდაურის საბაგიროს 7.2 კმ გზა, რომლის დაფარვაც 25 წუთში არის შესაძლებელი და ზამთარში, დიდთოვლობის და ზვავსაშიშროების დროს, როცა ჯვრის უღელტეხილზე გამავალი საავტომობილო გზა ჩაკეტილია, დამსვენებლები ყაზბეგიდან გუდაურში გადასვლას საბაგიროთი შეძლებენ. შედეგად, გაიზრდება გუდაურის, როგორც კურორტის ზონის გეოგრაფიული არეალი და გაჩნდება ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურა კობშიც. ასევე განიტვირთება ყაზბეგი -გუდაურის საავტომობილო მონკავეთზე არსებული სატრანსპორტო მოძრაობაც“-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.


როგორც მინისტრმა აღნიშნა, გუდაურში საბაგიროსთან ერთად გასულ წელს მოეწყო წყლის ხელოვნური რეზერვუარი (100 000მ3), რომელიც ზამთარში კურორტზე სათხილამურო ტრასების გათოვლიანებისთვის არის მნიშვნელოვანი. ასევე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტეში დასრულდა გერგეტის სამებამდე მისასვლელი 5.6კმ გზა, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს ტურისტთა გადაადგილებას ამ მონაკვეთზე და გაზრდის დამთვალიერებელთა რიცხვს.


წელს ტურიზმის ინფრასტრუქტურისთვის გამოყოფილია 138 მლნ. ლარი.


მიმიდინარე წელს ქვემო ქართლში, სოფელ ასურეთში დასრულდება შვაბების ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც მოიცავს XIX საუკუნის გერმანული ეკლესიის, საცხოვრებელი სახლების და სასაფლაოს აღდგენას. ზუგდიდში დასრულდება ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის პროექტი, მესტიაში - ლეო ფილფანის სახელობის თეატრის რეაბილიტაცია. მიმდინარე წელს ასევე დასრულდება ვანის არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა და მცხეთაში, ძველი კინოთეატრის შენობის არქეოლოგიურ მუზეუმად ადაპტაციის პროექტი.


დაწყებულია აბასთუმნის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავება, რომლის თანახმადაც მოხდება და უკვე ნაწილობრივ დაწყებულია აბასთუმნის კურორტის განვითარება, რაც გულისხმობს მე-19, მე-20 საუკუნის ისტორიული სახლებისა და ნაციონალური ობსერვატორიის სრულ რეაბილიტაციას, 1982 წელს აშენებული საბაგირო გზის აღდეგანას, ბიბლიოთეკის რეაბილიტაციას, ვიზიტორთა საინფორმაციო ცენტრის და სხვა დამხმარე ტურიზმის ინფრასტრუქტურის განთავსებას.



ქალაქების ურბანული განახლების პროექტებთან ერთად, დაგეგმილია გადასახედების/ბელვედერების მოწყობის პროექტებიც, რაც წინასწარ შერჩეულ ლოკაციებზე გადასახედების და მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას გულისხმობს. უკვე შერჩეულია 5 კონკრეტული ლოკაცია კახეთის რეგიონში და დაგეგმილია კიდევ 10-მდე ლოკაციაზე იგივე ტიპის პროექტის განხორციელება. აღსანიშნავია, რომ ამ პროექტში ჩართულები იქნებიან ახალგაზრდა ქართველი არქიტექტორები, რომლებიც კონკურსის პრინციპით გადასახედის კონცეფციაზე იმუშავებენ, ხოლო გამარჯვებული კანდიდატის კონცეფციას, ჩვენ რეალურ პროექტად ვაქცევთ.



,,დღეს არსებული სიტუაციიდან და პრობლემატიკიდან გამომდინარე, მინდა ცალკე გავამახვილო თქვენი ყურადღება კურორტ ბაკურიანზე. 2018 წელს ჩვენ დავამტკიცეთ დაბა ბაკურიანისა და დიდი მიტარბის მიწათსარგებლობითი გენ-გეგმები. ამ დოკუმენტებზე დაყრდნობით გვაქვს კონკრეტული ხედვა, თუ როგორ უნდა წარიმართოს ბაკურიანის კურორტის შემდგომი განვითარება და როგორ უნდა ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რის წინაშეც დღეს ვართ ბაკურიანში“-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.



უკვე დაწყებულია და წელს დასრულდება ბაკურიანის შემოვლითი გზის მშენებლობა, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ბაკურიანში ტრანზიტულ მოძრაობას და შედეგად შემცირდება დღეს არსებული საცობები. დაწყებულია მიტარბის საბაგირომდე მისასვლელი გზის მშენებლობა და დიდველზე არსებული პარკინგის გაფართოება და კეთილმოწყობა. 2019 წელს ბაკურიანის ურბანული განახლების პროექტის ფარგლებში მომზადდება კურორტზე სატრანსპორტო მოძრაობის გეგმა და შედეგად დარეგულირდება თუ სად, როდის და რა ტიპის ტრანსპორტით იქნება გადაადგილება შესაძლებელი კურორტის ზონაში.



,,ვიწყებთ ბაკურიანის ცენტრალური ბილიკის მოწყობას და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას რეკრეაციულ პარკში. დავამატებ, რომ 2023 წელს ბაკურიანი უმასპინძლებს სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატს. ამ ღონისძიების გამართვასთან დაკავშირებით კიდევ არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, რაც კიდევ უფრო გაზრდის კურორტ ბაკურიანის ცნობადობას და დამსვენებლთა რიცხვს“-აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.





საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება

საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება
access_time2020-02-22 19:10:48
საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება. ქსელის პირველი კაფე ნოთინგ ჰილ გეითის # 138 ში სტუმრებს 2020 წლის ზაფხულიდან უმასპინძლებს. “ანტრე ლონდონი” კომპანიის საერთაშორისო ექსპანისიის ნაწილია, რომელიც თბილისის და ბაქოს შემდეგ მესამე ქალაქს წარმოადგენს.ანტრე თანამედროვე, ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულთა არჩევანია, რომელმაც რეპუტაცია უმაღლესი ხარისხის ხელნაკეთი პროდუქტების წარმოებით მოიპოვა.“ანტრე ლინდონი” ბრიტანულ ბაზარზე საინტერესო სინთეზით...

„დემნა გვასალიამ თავისი საბჭოური ნოსტალგიით გადაუარა მოდის სფეროს და ჩვენც იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ კულინარიით“

„დემნა გვასალიამ თავისი საბჭოური ნოსტალგიით გადაუარა მოდის სფეროს და ჩვენც იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ კულინარიით“
access_time2020-02-22 18:00:21
თუ გაქვთ სურვილი და, იმავდროულად, თანხაც, თბილისში ახალი ადგილი შექმნათ, სადაც ადამიანები სიამოვნებით ივლიან და გემრიელ კერძებს დააგემოვნებენ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ოცნების რეალობად ქცევისთვის ყველა საჭირო ბერკეტს...

ელექტრო სიგარეტების მწარმოებლებს ახალი რეგულაციების დაცვა მოუწევთ

ელექტრო სიგარეტების მწარმოებლებს   ახალი რეგულაციების დაცვა მოუწევთ
access_time2020-02-22 17:00:16
 მშვიდობით, არომატიზირატორებო ტკბილი ბამბის, ხილის ნარევების და კრემ-ბრიულეს გემოთი. ახლო მომავალში, ყველა ეს არომატი, რომელიც ახალისებს ელექტრო სიგარეტების - ვეიპების -  მოხმარებას შტატებში, გავა მოდიდან, ხოლო მწარმოებელ-კომპანიებს  ახალი რეგულაციების დაცვა მოუწევთ.აშშ-ის კვების პროდუქტების და წამლების ხარისხის სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის ბრძანებით, ვეიპების სითხეს უნდა ჰქონდეს  კლასიკური თამბაქოს და მენთოლის გემო, სხვა  ყველაფერი დანარჩენი...

„ხან ერთი ტრანსფორმატორი ფეთქდება, ხან - მეორე“ - მაინინგის გამო ჩაბნელებული სვანეთი

„ხან ერთი ტრანსფორმატორი ფეთქდება, ხან - მეორე“ - მაინინგის გამო ჩაბნელებული სვანეთი
access_time2020-02-22 16:00:15
სვანეთში კრიპტოვალუტის მაინინგის გამო მოსახლეობას ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება. ადგილობრივები პრობლემის მოგვარებას ითხოვენ, თუმცა გამრიცხველიანების წინააღმდეგნი არიან. „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ აღმოაჩინა, რომ შარშან სვანეთში ელექტროენერგიის მოხმარებამ მოულოდნელად მკვეთრად იმატა. კომპანიის ანალიზით, გასული წლის დეკემბერში მესტიის რაიონმა იმდენივე ელექტროენერგია მოიხმარა, რამდენიც ერთად აღებულმა 19 რაიონმა. კომპანიაში განაცხადეს, რომ დენის მოხმარების...

„სქაი ბარი“ პეკინის 3 - სახიფათო ზონა ტურისტებისთვის

„სქაი ბარი“ პეკინის 3 - სახიფათო ზონა ტურისტებისთვის
access_time2020-02-22 14:10:33
ეთნო რალის დამფუძნებელი ალექსანდრე გიორგაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ პეკინის 3 ნომერში განთავსებულ ბარ “სქაიში” მასთან სტუმრად მყოფ ტურისტებს 2 ლუდში 3100 ლარი გადაახდევინეს. „კიდევ ერთი თაღლითური შემთხვევა. 2 ლუდში გადაახდევინეს 3100 ლარი. ამჯერად ჩემს სტუმრებს შეემთხვათ. მესამედ არიან უკვე ჩემთან. ვმეგობრობთ, სიგიჟემდე უყვართ საქართველო. სქემა მარტივი. შევიდნენ ლუდისთვის, მიუჯდა 2 გოგო, სთხოვეს დალევა. ამათ უარი უთხრეს. ცოტა ხანში მოდის შამპანური. ეს გოგონები 5 წუთში...


მსგავსი სიახლეები

up