წელს ტურიზმიდან 3.3 მლრდ. დოლარის ნაცვლად მაქსიმუმ 1.2 მლრდ. დოლარს მივიღებთ -Galt & Taggart

წელს ტურიზმიდან 3.3 მლრდ. დოლარის ნაცვლად მაქსიმუმ 1.2 მლრდ. დოლარს მივიღებთ -Galt & Taggart

access_time2020-06-24 15:30:48

COVID-19-ის შედეგად 2020 წელს მსოფლიოში ტურისტების რაოდენობა მინიმუმ 58%-ით შემცირდება, რაც ინდუსტრიისთვის რეკორდული ვარდნაა. რაც შეეხება საქართველოს, მწვანე ზონების ქვეყნების წილი ჯამურ ვიზიტორებში მხოლოდ 6%-ს შეადგენს. აღნიშნული ინფორმაცია Galt&Taggart-ის ახალ კვლევაში „ტურიზმის გამოწვევები 2020 წლის II ნახევარში“ არის მოცემული.


Galt & Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსი კახა სამყურაშვილი „კომერსანტთან“ საუბრისას განმარტავს, რომ 2020 წელს მსოფლიოში ტურისტების რაოდენობა მინიმუმ 58%-დან 78%-მდე, ხოლო საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 62%-დან 79%-მდე შემცირდება. გარდა ამისა, ანალიტიკოსის თქმით, კრიზისის მოსალოდნელი ხანგრძლივობის გათვალისწინებით, სექტორი სულ მცირე 1 წლის განმავლობაში საჭიროებს საგადასახადო და საბანკო ვალდებულებების შემსუბუქებას, რადგან სასტუმროებსა და რესტორნებზე გაცემული სესხების ნაშთი 1.7 მლრდ ლარს შეადგენს.


„Galt & Taggart-მა ეს კვლევა „ტურისტული ბუშტების“ პრაქტიკის მიხედვით გააკეთა, თუ რამდენად შეიძლება რომ მსგავსი მეთოდი საქართველოს მაგალითზე გამოსადეგი იყოს. „ტურისტული ბუშტები“ გულისხმობს, როცა მსგავსი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ქვეყნები საზღვრებს ერთმანეთთან ეტაპობრივად ხსნიან. პირველ ეტაპზე, საქართველოს „ტურისტულ ბუშტში“ ქვეყანათა მხოლოდ მცირე ნაწილი მოხვდება, საიდანაც ვიზიტორთა რაოდენობა მხოლოდ 6%-ს შეადგენს. მიმდინარეობს საუბარი, რომ ივლისიდან   ტურისტებისთვის საზღვრები გაიხსნება, მაგრამ თეორიულად ვინ და რამდენი შეიძლება რომ ამ ჩვენს „ტურისტულ ბუშტში“ მოხვდეს ჯერჯერობით უცნობია. საბაზისო სცენარით, 2020 წელს საერთაშორისო ვიზიტები საქართველოში წლიურად 65%-ით შემცირდება და დაახლოებით იგივე დონის შემოსავლების კლებაა მოსალოდნელი ანუ 3.3. მლრდ. დოლარის ნაცვლად წელს ტურიზმიდან 1.2 მლრდ. დოლარს ველოდებით.  სხვადასხვა სცენარებია, თუმცა დიდი განსხვავება მათ შორის არ არის და ყველა მოვლენების შემდგომ განვითარებაზეა დამოკიდებული. მაგალითად, 2020 წელს საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა საბაზისო სცენარით 55%-დან 77%-მდე შემცირდება, რაც სექტორისთვის 50%-დან 76%-მდე დანაკარგია.


2021 წელს გაჯანსაღების ტემპი Covid-19-ის ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული, თუ ეს გადაიჭრა ტურიზმი ძალიან მალე აღიდგენს ძველ მდგომარეობას, რადგან საქართველოს მიმართ ინტერესი ძალიან მაღალია, ეს ჩანს google analytics-დან გაკეთებული ანალიზის საფუძველზეც, რადგან ფრენების მოძიების ინდექსები მაისიდან ზრდას იწყებს“, - განმარტავს კახა სამყურაშვილი.



კახა სამყურაშვილი აღნიშნავს, რომ ზოგიერთ ტურისტულ რეგიონში კრიზისის ეფექტი უფრო მწვავე იქნება, რადგან მეტადაა დამოკიდებული უცხოელ ტურისტებზე განსაკუთრებით თბილისი. გარდა ამისა, შიდა ტურისტები მოგზაურობისას სასტუმროში დარჩენას ნაკლებად ანიჭებენ უპირატესობას.


„გარდა ამისა, მნიშვნელოვანია შიდა ტურიზმი, მაგრამ საქართველოში ადგილობრივი ტურისტების წილი სასტუმროებში მხოლოდ 26%-ია. შიდა ტურიზმს დაეხმარება ის ფაქტი, რომ ქართველების საზღვარგარეთ მოგზაურობა შეზღუდული იქნება, თუმცა ტურისტული ზონებიდან ყველაზე დიდი ზიანი აჭარას, მცხეთა-მთიანეთს და თბილისს მაინც მიადგება. რაც შეეხება სექტორის დასახმარებლად გამოყოფილ თანხებს, 200 მილიონი ლარის სახსრებია გამოყოფილი, რადგან ასეთი კრიზისის წინაშე სექტორი ჯერ არ ყოფილა. ჩვენი შეფასებით, ეს მხარდაჭერა არასაკმარისია კრიზისის მოსალოდნელი ხანგრძლივობის გათვალისწინებით. სექტორისთვის ყველაზე პრობლემატური საბანკო ვალდებულებების მომსახურებაა. ჩვენი შეფასებით, სექტორი სულ მცირე 1 წლის განმავლობაში საჭიროებს საგადასახადო და საბანკო ვალდებულებების შემსუბუქებას. მთავრობის მიერ ტურიზმის მხარდაჭერის პაკეტის ღონისძიებები სხვა ქვეყნების მსგავსია, თუმცა ერთი გამონაკლისია - საქართველოში არ მომხდარა შიდა ტურიზმის სტიმულირება“, - განაცხადა კახა სამყურაშვილმა.


ნინო თამაზაშვილი






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up