წელს საქართველოში ვაშლი გაძვირდება

წელს საქართველოში ვაშლი გაძვირდება

access_time2019-08-13 20:30:45

წელს საქართველოში ვაშლის გაძვირებას და ამასთან, იმპორტირებული პროდუქტის ზრდას ელოდებიან. როგორც East fruit-თან საუბრისას ადგილობრივი მწარმოებლები აცხადებენ, ამის მიზეზი სეტყვაა, რამაც მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი დააზიანა.


როგორც ფერმერები აცხადებენ, შიდა ქართლში (პროდუქტის მთავარი მწარმოებელი რეგიონი) ვაშლის მოსავლის აქტიური სეზონი აგვისტოს მეორე ნახევრიდან იწყება. ამჟამად კი ადრეული ჯიშების მოკრეფა და რეალიზაცია მიმდინარეობს.


ადგილობრივი მწარმოებლების პროგნოზით, მიმდინარე სეზონზე, რიგმა ფაქტორებმა, მათ შორის სეტყვამ, ვაშლის მოსავლის მნიშვნელოვანი შემცირება გამოიწვია, რაც მის ფასზე აისახება. კერძოდ, პროდუქტის ღირებულება უფრო მაღალი იქნება, ვიდრე გასულ წელს.


„წელს საქართველოს ბაზარზე, ვაშლის მოსავალი მცირეა, რაც გავლენას მოახდენს მის ღირებულებაზე. ფასის ზუსტი პროგნოზირება, ამ ეტაპზე შეუძლებელია, თუმცა ფერმერები პროდუქტის გაძვირებას ელოდებიან. მაგალითად, ჩვენ უკვე დავიწყეთ ვაშლის ადრეული სახეობის, „გალას“ გაყიდვა, რომლის ღირებულებაც ამ ეტაპზე 2,5 ლარია. მაშინ, როდესაც გასულ წელს აღნიშული სახეობის მაქსიმალური ფასი 1, 7 ლარი იყო“,- განაცხადა ვაშლის მწარმოებელი სამი კომპანიის გაერთინების წარმომადგენელმა ზურაბ გოძიაშვილმა.



აღნიშული კომპანიები : „ტირიფონის ბაღები“, „კვარხიტი აგრო“ და „აგროგორი“ 31 ჰექტარზე გაშენებულ ვაშლის ბაღებს გორის ტერიტორიაზე ფლობენ.


ზურაბ გოძიაშვილის ინფორმაციით, კომპანიებში ვაშლის მოსავლის აღება ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება, ხოლო მთლიანი მოსავალი დაახლოებით, 800 ტონა იქნება.


წელს სეტყვამ განსაკუთრებით დააზიანა შპს „გარნეტი“, რომლის ბაღები ასევე გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს. კომპანიის დირექტორის გოჩა ღვინიაშვილის თქმით, სეტყვის საწინააღმდეგო ბადეებით მხოლოდ 12,5 ჰექტარი იყო დაცული, 35 ჰექტარი კი მნიშვნელოვნად დაზარალდა. შედეგად, კომპანია, 50%-ით ნაკლებ მოსავალ ელოდება, ვიდრე პროგნოზირებული იყო.


„რაც შეეხება ვაშლის ფასებს, წინასწარ ძნელი სათქმელია, თუმცა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ წელს უფრო მაღალი იქნება, ვიდრე გასულ წელს. სავარაუდოდ, ის იმპორტირებული პროდუქტის ფასებს გაუტოლდება. ამასთან, იმპორტირებული ვაშლის ოდენობაც გაიზრდება. სავარაუდოდ, ვაშლის მინიმალური ღირებულება 1 ლარზე დაბლა არ ჩამოვა “,- განაცხადა გოჩა ღვიანიაშვილმა.


სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წელს 82,7 ათასი ტონა ვაშლის წარმოება მოხდა, რაც 4,2%-ით უფრო მეტი იყო, ვიდრე წინა წელს. 2017 წელს ვაშლის მოსავალმა 72 ათასი ტონა შეადგინა. აქედან 87,1% ქართლის რეგიონზე მოდის.


BPN


თეგები:
ვაშლი



ირანისა და იტალიის მიმართულებით სატვირთო გადაზიდვები შეჩერდა

ირანისა და იტალიის მიმართულებით სატვირთო გადაზიდვები შეჩერდა
access_time2020-02-28 16:33:46
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ ირანისა და იტალიის მიმართულებით საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების ნებართვების გაცემა და გაცემული ნებართვების მოქმედება შეაჩერა.აღნიშნული შეზღუდვების მიზეზად ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებები სახელდება. „ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო“ გაცნობებთ: 2020 წლის 28 თებერვლიდან შეჩერებულია საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანისა და საერთაშორისო...

წყალტუბოს სანატორიუმებს საპრივატიზაციოდ ამზადებენ

წყალტუბოს სანატორიუმებს საპრივატიზაციოდ ამზადებენ
access_time2020-02-28 16:11:23
წყალტუბოს სანატორიუმები საპრივატიზაციოდ მზადდება. საინვესტიციო პაკეტზე ქონების მართვის სააგენტოს მუშაობა რამდეინმე უწყებასთან უკვე დაწყებული აქვს. „წყალტუბოს სანატორიუმები ის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელიც სახელმწიფოს ბალნეოლოგიური და ტურისტული მიმართულების პროფილის მქონე ინფრასტრუქტურის ათვისების თვალსაზრისით აქვს. ვმუშაობთ, რომ საინვესტიციო პაკეტი სრულყოფილი ფორმატით შევთავაზოთ ბიზნესს. ეს გულისხმობს, სივრცითი დაგეგმარების თვალსაზრისით...

კორონავირუსის გავრცელების გლობალური სტატისტიკა

კორონავირუსის გავრცელების გლობალური სტატისტიკა
access_time2020-02-28 15:50:16
მონაცემები მუდმივად ახლდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უახლესი, 28 თებერვლის მონაცემებით, გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 83 310 შემთხვევა ფიქსირდება, 2 858 გარდაცვალება. 26 თებერვალს საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 27 თებერვლის მონაცემებით, კორონავირუსი ჩინეთის გარეთ კიდევ 47 ქვეყანაშია. სულ მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირების 82 539 შემთხვევაა...

საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დადასტურდა
access_time2020-02-28 14:26:08
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. მოქალაქე იტალიიდან ჩამოვიდა. ეს ქვეყანაში ახალი კორონავირუსის დაფიქსირების მეორე შემთხვევაა. "მე, როცა პირველი შემთხვევა დავადასტურე, მაშინ ვთქვი, რომ ვართ გლობალური სამყაროს ნაწილი და არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ ახალი შემთხვევის რაოდენობა ქვეყანაში გაიზრდება. მინდა ვთქვა, რომ...

„არის საშიშროება მალე ხელფასები და სესხები ვეღარ გადავიხადოთ„ -სასტუმრო ინდუსტრია

„არის საშიშროება მალე ხელფასები და სესხები ვეღარ გადავიხადოთ„  -სასტუმრო ინდუსტრია
access_time2020-02-28 15:00:41
„რეალური მდგომარეობა სასტუმრო ბიზნესში საკმაოდ რთულია“-აღნიშნული შინაარსის პოსტებს აქვეყნებენ ტურიზმის სფეროს სპეციალისტები  Facebook-ზე.სასტუმროების მენეჯერი შალვა ალავერდაშვილი აცხადებს,რომ ის დიდი დიდი ხანია ცდილობს არ იყოს ნეგატიური და ისედაც დაძაბული ჩვენი სექტორი (ტურიზმი) უფრო არ დაძაბოს.  „რეალური მდგომარეობა სასტუმრო ბიზნესში საკმაოდ რთულია და თითქმის 30%-40 %-იანი კლება გვაქვს ბოლო სამ თვეში შარშანდელ წელთან შედარებით. საკმაოდ რთულია,...


მსგავსი სიახლეები

up