წელს საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობა დაიწყება

წელს საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობა დაიწყება

access_time2016-01-06 17:00:38

საქართველოში წელს მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობა დაიწყება. ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, გაზსაცავი  სამგორის სამხრეთი თაღის საბადოსთან აშენდება. 

ჩატარებული ანალიზების საფუძველზე დადგინდა, რომ ტერიტორია, სადაც საბადოა განთავსებული, არის ოპტიმალური ადგილი მიწისქვეშა გაზსაცავისთვის.

ფრანგული GEOSTOCK–ი, რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა, მშენებლობისთვის ტექნიკურ–ეკონომიკურ დასაბუთებას მიმდინარე წლის დასაწყისში მოამზადებს.

 საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ და ფრანგულმა კომპანიამ აღნიშნულ საკითხზე ხელშეკრულება 5 ივნისს გააფორმეს.


პარალელურად კორპორაცია მოლაპარაკებებს აწარმოებს კომერციულ ბანკებთან, საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებთან და კერძო კომპანიებთან  პროექტის დაფინანსების პირობებთან დაკავშირებით. 



აღნიშნული ხელშეკრულება ითვალისწინებს გაზსაცავის პროექტირებაში ევროპული სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტების გამოყენებას, უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის საერთაშორისო ნორმების უზრუნველყოფას. 


სამგორის სამხრეთი თაღის საბადოს ბაზაზე გაზსაცავის მშენებლობის დასრულება 2019 წლისთვისაა დაგეგმილი. წინასწარი შეფასებით, გაზსაცავში 230-250 მლნ კუბ.მ ბუნებრივი გაზის შენახვა იქნება შესაძლებელი, რაც სრულად უზრუნველყოფს ქვეყნის მოსახლეობისადა ენერგეტიკული სექტორის გარანტირებულ, უწყვეტ მომარაგებას სავარაუდო პიკური მოხმარებისა და კრიტიკულ სიტუაციებში - ქვეყნის გარედან გაზის მოწოდების შეფერხების შემთხვევაში. გაზსაცავი ასევე დააბალანსებს გაზის მიწოდებისა და მოხმარების სეზონურ უთანაბრობას, ხელს შეუწყობს კონკურენტული ბაზრის  ჩამოყალიბებას და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაკმაყოფილებას. გაზსაცავის ტექნიკურ-ეკონომიკური პროექტის მომზადებაში მონაწილეობას მიიღებენ ასევე ქართველი სპეციალისტებიც.


სპეციალისტების განცხადებით, მიწისქვეშა გაზსაცავი მსოფლიოს მრავალი ქვეყნის გაზმომარაგების სისტემის ერთ-ერთ განუყოფელ ნაწილს შეადგენს. მოქმედი მსხვილი მიწისქვეშა გაზსაცავის რაოდენობამ მსოფლიოში 600-ს გადააჭარბა.


მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის წინასწარი ტექნიკური პროექტი საქართველოში პირველად 1992 წელს გერმანელებმა დაამუშავეს. პროექტი, სწორედ, სამგორის სამხრეთ თაღზე 505 მილიონი კბ/მ-ის საერთო და 230 მილიონი კბ/მ აქტიური მიწისქვეშა მოცულობის გაზსაცავის მოწყობას ითვალისწინებდა. ამ პერიოდში საქართველოში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების გამო ეს პროექტი არ განხორციელებულა. როგორც აღმოჩნდა, გერმანელების მიერ დამუშავებული პროექტი დღესაც მისაღებია.



საქართველოში ხვალიდან „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდება

საქართველოში ხვალიდან „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდება
access_time2021-11-30 20:55:41
ხვალიდან საქართველოში "მწვანე პასპორტი" ამოქმედდება.შეგახსენებთ, რომ მოქალაქეს მწვანე სტატუსი მიენიჭება იმ შემთხვევაში თუ ის აკმაყოფილებდეს შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს:• არის სრულად ვაქცინირებული;• გადატანილი აქვს Covid-19 და ვირუსის დადასტურებიდან გასულია 14 დღე;• ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი;• ჩატარებული აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი;პანდემიის ეფექტური მართვისა და ბიზნესისა და მოქალაქეების მიერ...

„საპარტნიორო ფონდს“ დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს – დავით საგანელიძე

„საპარტნიორო ფონდს“ დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს – დავით საგანელიძე
access_time2021-11-30 16:55:17
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს მთავრობამ, პრემიერ ღარიბაშვილის ინიციატივით, „საპარტნიორო ფონდის“ რეორგანიზაციის პროცესის მოკლე დროში დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. ფონდს ქვეყნის ეკონომიკისთვის დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს“, – ამის შესახებ „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ ექსპერტებთან შეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრა, სადაც „ფონდის რეორგანიზაციის“ გზებსა და ვარიანტებზე იმსჯელეს „ახალგაზრდა ფინანსისტთა და...

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა, ლირასთან გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა, ლირასთან გამყარდა
access_time2021-11-30 18:00:39
30 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 3.12 თეთრით 3.1179-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1200 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 6.02 თეთრით 3.5451-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 4.32 თეთრით 4.1636-მდე, 1000 სომხურ დრამთან 3.38 თეთრით 6.3916-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 1.95 თეთრით 1.8348-მდე, 100 რუსულ რუბლთან 4.60 თეთრით 4.1660-მდე გაუფასურდა. ლარი თურქულ ლირასთან 0.54 თეთრით 0.2387-მდე...

საპენსიო სააგენტო ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს - სამიზნე თეგეტა და ნიკორაა

საპენსიო სააგენტო ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს - სამიზნე თეგეტა და ნიკორაა
access_time2021-11-30 16:55:10
საქართველოს საპენსიო სააგენტო ადგილობრივ ბაზარზე კომპანიების ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს. ამის შესაძლებლობა ფონდს, 1-ელ ოქტომბერს, სპეცდეპოზიტარად საქართველოს ბანკის შერჩევის შემდეგ...

საგანელიძე: გამოვიცვალეთ ოთხი პრემიერი და ისევ იქ ვიყავით

საგანელიძე: გამოვიცვალეთ ოთხი პრემიერი და ისევ იქ ვიყავით
access_time2021-11-30 16:49:49
საპარტნიორო ფონდის დირექტორი დავით საგანელიძე ფონდის რეფორმასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილს მადლობას უხდის. „მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს. ის რომ არა, ისევ ვიქნებოდით გაურკვევლობაში. გამოვიცვალეთ ოთხი პრემიერი და ისევ იქ ვიყავით - ყველა ამბობდა კი, მაგრამ ის, რაც მან თქვა, არავის უთქვამს, რეფორმა ადგილიდან არ დაძრულა“, - აცხადებს საგანელიძე. საგანელიძე შეურაცხმყოფელს უწოდებს ფონდის საქმიანობის გამჭვირვალობასთან...


მსგავსი სიახლეები

up