საქართველომ დავოსის ფორუმით ინვესტორების მოზიდვის შანსები კიდევ ერთხელ დაკარგა

საქართველომ დავოსის ფორუმით ინვესტორების მოზიდვის შანსები კიდევ ერთხელ დაკარგა

access_time2021-01-29 12:00:24

დავოსის ყოველწლიური მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი 2021 წელს პანდემიის გამო ონლაინ რეჟიმში ჩატარდა. ესაა მსოფლიო პლატფორმა, რომელიც 50  წელზე მეტია საშუალებას აძლევს მსოფლიო ლიდერებსა და მსხვილ კომპანიებს აზრთა მიმოცვლისა და კავშირების დამყარებით მნიშვნელოვანი ეკონომიკური ნაბიჯები გადადგან ქვეყნისთვის.


ვინ მონაწილეობს და რა პროექტებითა და მოსაზრებებით არის საქართველო წარმოდგენილი წელს შვეიცარიის ქალაქ დავოსში? ამ კითხვებით „კომერსანტმა“ არა  ერთხელ მიმართა როგორც საკანონმდებლო ისე აღმასრულებელ ეკონომიკურ ორგანოებს, თუმცა კონკრეტული პასუხები არ მიგვიღია. პარლამენტის ეკონომიკური განვითარების კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი ამბობს, რომ მათ დავოსის თემაზე საუბარიც კი არ ჰქონიათ აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, არათუ გეგმის განხილვა   კომიტეტში არც კი იციან რას ვაკეთებთ დავოსზე. პრემიერის უწყებისა და ეკონომიკის სამინისტროსგან სამარისებური სიჩუმეც იმის დასტურია, რომ საქართველომ წლევანდელი დავოსის ეკონომიკური ფორუმი ჩააგდო. 


ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილი, ამჟამად დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე წარმოდგენილია ახალგაზრდა გლობალური ლიდერის სტატუსით. როგორც მან "კომერსანტთან" აღნიშნა,  2021 წლის ფორუმზე საქართველოს წარმომადგენლობა ფაქტობრივად არ მონაწილეობს. ეს ყველაფერი კი მაშინ, როდესაც პანდემიურ პერიოდში ქვეყნები ინვესტიციების მოზიდვაზე, ინფორმაციის გაცვლაზე და ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლაზე ერთობლივად მუშაობენ.


„სამწუხაროდ საქართველოს წარმოდგენილობა დავოსის ფორუმის არც ერთ სესიაზე მინახავს. ვფიქრობ, წელს საქართველო არ არის წარმოდგენილი. რომელიმე სესიაზე რომელიმე მინისტრი ან პრემიერი რომ მჯდარიყო, ამას აუცილებლად გააჟღერებდნენ.


პრემიერმა არა  ერთხელ თქვა, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ინვესტიციების მოზიდვა არის პრიორიტეტული, რომ ეცდებიან უცხოური ფინანსების შემოყვანას ქვეყანაში. ასეთი მნიშვნელობის კონფერენცია ტარდება,  სადაც შენი ქვეყნის ცნობადობის ამაღლება მაქსიმალურად უნდა მოხდეს, რას სთავაზობ,  როგორ შეგიძლია მოიზიდო ინვესტიციები და ა.შ. ამ კონფერენციაზე ძალიან დიდი ძალისხმევა უნდა გამახვილებულიყო ყველა მინისტრის დონეზე და არა მარტო პრემიერის. წელს ხარჯები მინიმალურია , ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს ფორუმი და საჭირო იყო მხოლოდ შემოქმედებითი მიდგომა. ძალიან საინტერესო დიკუსიები იმისთვის, რომ გაიგო რა ხდება მსოფლიოში და საქართველომ ეს ინფორმაცია უნდა გამოიყენოს.  წამყვანი კომპანიების ლიდერები საუბრობენ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე,  ამ ფორუმზე დასწრება იყო უმნიშვნელოვანესი და მე იმედი მაქვს, რომ ალბათ რაღაც მინიმალურ დონეზე შეიძლება ვართ წარმოდგენილები,“ - ამბობს ქეთი ბოჭორიშვილი.


მინიმალური ან ნულოვანი წარმომადგენლობის პირობებში დავოსის ფორუმზე საქართველოს მხრიდან ისეთი მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტების წარდგენაზე, როგორიცაა ანაკლიის პორტის ინფრასტრუქტურული პროექტი, საუბარიც ზედმეტია.


„ანაკლიის პროექტი არის ერთ-ერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი, სადაც შეიძლებოდა ინვესტორის მოძიება. სხვა მსგავსი ტიპის პროექტების წარდგენა უნდა მოხდეს სწორედ აქ.  ვამბობთ რომ გვაქვს ეს სავაჭრო რეჟიმები, ვამბობთ, რომ შესაძლოა გარკვეული შესაძლებლობები გაჩნდეს ქვეყნისთვის, ამ პანდემიის პირობებში -  ამის წარმოჩენა ახალ უნდა მომხდარიყო. დავოსის ეკონომიკური ფორუმის მსგავსი საერთაშორისო პლატფორმა, სადაც ამდენი ქვეყნის ლიდერები და კომპანიები ღებულობენ მონაწილეობას, მერწმუნეთ, ბევრი არ არის. დავოსი იმიტომაა ჩვენთვის მნიშვნელოვანი, რომ ევროპაზეა მორგებული. წელს ამ ყველაფერს საერთოდ არ მიექცა ყურადღება,“ - განმარტავს ბოჭორიშვილი.


26-29 იანვარს შვეიცარიის ქალაქ დავოსში 51-ე ეკონომიკური ფორუმი თემატიკით „დიდი გადატვირთვა“(Great Reset) უკვე დასასრულს უახლოვდება.წლევანდელ ფორუმში12 წლის შემდეგ პირველად რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც კი ჩაერთო.


თეგები:
დავოსი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up