„წელს რქაწითელის ფასი 20 ევროცენტზე ოდნავ მეტს შეადგენდა, რაც აღემატება ესპანეთში, იტალიაში, მოლდოვასა და ბულგარეთში ძირითად ჯიშებში ყურძენზე არსებულ ფასებს”

„წელს რქაწითელის ფასი 20 ევროცენტზე ოდნავ მეტს შეადგენდა, რაც აღემატება ესპანეთში, იტალიაში, მოლდოვასა და ბულგარეთში ძირითად ჯიშებში ყურძენზე არსებულ ფასებს”

access_time2020-10-29 13:20:16

„სამწუხაროა, რომ საარჩევნო წელს, პოლიტიკურ ინსტრუმენტად რთველი და ჩვენი ფერმერების ემოციებით თამაში იყო გამოყენებული. საქართველოში ყურძნის მინიმალური ფასი, ძირითად ინდუსტრიულ ჯიშზე - რქაწითელზე, განისაზღვრა 80 თეთრით“ - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.


„ფასის დაფიქსირება სახელმწიფოს მხრიდან იყო არაორდინალური ნაბიჯი იმ კომპანიებისთვის, რომლებიც მინიმუმ 1000 ტონა ყურძენს გადაამუშავებდნენ და, შესაბამისად, სუბსიდირების პროგრამაში ჩაერთვებოდნენ. ამან კერძო სექტორის მოტივაცია ერთიორად გაზარდა, სხვა შემთხვევაში, სახელმწიფო კომპანიაზე წნეხი უფრო დიდი იქნებოდა. ამ მხარდაჭერით, ფერმერებმა მიიღეს გარანტია, რომ მათ ხარჯების დაფარვის და კვლავწარმოების გაგრძელების შესაძლებლობა მიეცემოდათ. რაც შეეხება საფერავს, ამ შემთხვევაში საბაზრო მექანიზმებით ჩამოყალიბებული 1 კგ-ის ფასი 1.40 ლარიდან 2 ლარამდე მერყეობდა.



აღსანიშნავია, რომ მევენახეობის ძალიან წარმატებულ ქვეყნებში, მაგალითად, ესპანეთსა და იტალიაში, ძირითადი ჯიშების, ყურძნის ფასი 10-15 ევროცენტის ფარგლებში მერყეობდა. თუ რქაწითელის ფასს ევროცენტებში გადავიყვანთ, ის 20 ევროცენტზე ოდნავ მეტს შეადგენდა, რაც აღემატება ევროპის ქვეყნების ზემოთ მოყვანილ მაგალითებს. მოლდოვასა და ბულგარეთში, ზოგ შემთხვევაში, ფასი 10 ევროცენტზე ნაკლებიც იყო. ევროპის რიგ ქვეყნებში ყურძენი არც დაიკრიფა და გამოყენებული იყო კომპენსაციის მექანიზმი.




ასეთ პირობებში სპეკულირება, რომ საქართველოში რთველის დროს სახელმწიფოს მხრიდან არ იყო გაღებული მაქსიმალური ძალისხმევა, არის უპასუხისმგებლო განცხადება. სახელმწიფომ გააკეთა მაქსიმუმი, რომ გაზრდილი მოსავლის, შემცირებული გაყიდვებისა და პანდემიის გამო ჩავარდნილი ტურისტული სეზონის პირობებში, მევენახე ფერმერებისთვის შეექმნა გარანტიები, რომ მათ დაებინავებინათ თავისი მოსავალი.



რომ არა სახელმწიფოს მხარდაჭერა, 25 ათასი ფერმერიდან 10 ათასი ფერმერი ფიზიკურად ვერ მოახერხებდა პროდუქტის რეალიზებას და 100 ათას ტონამდე ყურძენი უნდა გადაყრილიყო. სახელმწიფოს მოუწია 95 ათასი ტონა ყურძნის შესყიდვა, მათ შორის, ლეჩხუმის რეგიონში, სადაც სახელმწიფო იყო ერთადერთი შემსყიდველი. ეს არის რეგიონი, რომელიც განსაკუთრებული ტურისტული მიზიდულობით გამორჩევა. აქ არ არის მსხვილი კომპანიები წარმოდგენილი, არის ძირითადად საოჯახო მარნები, რომელთა პროდუქცია იყიდებოდა ტურისტულ სექტორში. ამიტომ სახელმწიფოს მოუწია ტვიშის, ცოლიკაურის, ოჯალეშისა და უსახელაურის შესყიდვა. რომ არა ეს ნაბიჯი, ადგილობრივი ფერმერები დარჩებოდნენ შემოსავლების გარეშე - ეს სოციალური მხარდაჭერის ნაბიჯიც მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ნაწილია.



რაჭაში ცხოვრების დონე რამდენჯერმეა გაზრდილი - წელს გადამუშავდა 2400 ტონა ალექსანდროული და მუჯურეთული, როდესაც 2013 წელს ეს რესურსი იყო 400 ტონა. ამ შემთხვევაში სახელმწიფომ 1000 ტონამდე ყურძენი შეიძინა „ხვანჭკარის“ მიკროზონაში”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up