ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე წელს მონეტარული პოლიტიკის შერბილებას არ ელის.
მისი თქმით, წლის ბოლო სხდომაზე, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, მინიმუმ არსებულ, 11%-ზე შენარჩუნდება.
„დღევანდელი გადმოსახედიდან შესაძლებლობას ვერ ვხედავ, რომ წელს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტზე, რომელიც დეკემბერში გაიმართება, მონეტარული პოლიტიკა შემცირდეს. როგორც მინიმუმ, ის 11%-ზე დარჩება.
მონეტარულ პოლიტიკა იქნება მკაცრი, სანამ მარეგულირებელი არ დაინახავს, რომ ინფლაციური მოლოდინები მცირდება“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 26 ოქტომბრის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11%-ზე დატოვა.