„ჩვენი თაფლი აკეთილშობილებს სხვა ქვეყნის თაფლს, ხდება გადარევა“ - რა მოლოდინები აქვს მეფუტკრეობის სექტორს

„ჩვენი თაფლი აკეთილშობილებს სხვა ქვეყნის თაფლს, ხდება გადარევა“ - რა მოლოდინები აქვს მეფუტკრეობის სექტორს

access_time2022-12-07 11:00:32

„2022 წელი წინა წელთან შედარებით შედეგიანი აღმოჩნდა, თაფლის ექსპორტი და ცნობადობა გაიზარდა, ამ ეტაპისთვის მიმდინარე წელს 211 ტონა თაფლია ექსპორტზე გასული და აქედან 90% ევროკავშირის ქვეყნებში გავიდა,“ - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების დამფუძნებელმა ალეკო პაპავამ ისაუბრა. მისი თქმით, ქართული თაფლით ძირითადად დაინტერესებულია ბულგარეთი, საფრანგეთი და ნორვეგია. პაპავამ ასევე აღნიშნა, რომ წელი ჯერ არ დასრულებულა და სექტორი  ექსპორტზე კიდევ 20-40 ტონამდე თაფლს გაიტანს.

 

 

„ერთადერთი რამაც შეგვაფერხა ეს იყო ტრანსპორტირება, შავ ზღვაზე დაძაბულობაა, გემების  მიმოსვლა შეზღუდულია და შესაბამისად ჩვენი თაფლის ტრანსპორტირება ხდებოდა ბულგარეთში და შემდეგ ბულგარეთიდან გადიოდა სხვადასხვა ქვეყნებში.

 

 

 

 ევროკავშირიდან ჩვენ თაფლზე მოთხოვნა დაახლოებით 1400  ტონაა, ხოლო ჩვენი სიმძლავრეების მაქსიმუმი 500 ტონამდეა, საქართველოს ბაზარზე 3000 ტონამდე თაფლი იწარმოება, თუმცა შიდა მოხმარებაზე დაახლოებით 1500 ტონა მოდის.

 

 

 

ძირითადი პრობლემა, რაც  სექტორს აქვს არის ის, რომ ევროკავშირს დიდი მოთხოვნა აქვს აკაციის  თაფლზე, რომლის წარმოებაც საქართველოში დიდი რაოდენობით არ ხდება, ამ ეტაპზე ჩვენ აკაციის  თაფლის მარაგები ამოწურული გვაქვს და შესაბამისად აკაციის თაფლი გადადის დეფიციტში,“ - აღნიშნა ალეკო პაპავამ.

 

 

 


პაპავას  თქმით, საქართველო უკრაინას, არგენტინას და ჩინეთს რაოდენობრივი თვალსაზრისით კონკურენციას ვერ გაუწევს, თუმცა  კონკურენციას უწევს ხარისხით და გემოვნური თვისებებით.  მეფუტკრეთა გაერთიანების დამფუძნებლის შეფასებით, საქართველომ დროთა განმავლობაში  თაფლის ხარისხი და გემოვნური თვისებები გააუმჯობესა და ევროკავშირისთვის მიმზიდველი და საინტერესო  ქვეყანა გახდა.

 

 

 

„ეს არის საბითუმო პარტიები და არა ბრენდირებული პარტიები, ჩვენი თაფლი აკეთილშობილებს  სხვა ქვეყნის თაფლს, ხდება გადარევა სხვა თაფლებში. ჩვენ თაფლის  ცნობადობისთვის მეტი  გვაქვს  სამუშაო და უნდა გადავერთოთ ბრენდირებული პარტიების  ექსპორტზე,  უნდა ვიმუშაოთ როგორც  საბითუმო  პარტიებზე , ასევე  საცალო  გაყიდვებზე. დღეს 90%  საბითუმო  პარტიები გადის ექსპორტზე და ძალიან პატარა წილია ბრენდირებული“, - აღნიშნა ალეკო პაპავამ.

 

 

 

პაპავას  თქმით  2022 წელი გამორჩეული იმითაც იყო, რომ ქართველმა  მეფუტკრეებმა ლონდონში ოქროს და ბრინჯაოს მედლები აიღეს, ხოლო თურქეთში გამართულ კონგრესზე ოქროს მედალი, ამ ყველაფერმა ბაზარზე საქართველოს ცნობადობა გაზარდა.

 

 

 

„იმისათვის, რომ აკაციის თაფლის წარმოება გაიზარდოს, გვჭირდება თაფლოვანი მცენარეების  ბაზა და აკაციის ტყეების ბაზა,  დღეს  აკაციის  ტყეები  იჩეხება  და იყიდება მესრებად, ეს პროცესი უნდა შეჩერდეს და უნდა მოხდეს ტყეების აღდგენა, ჩვენი გარემო იძლევა იმის საშუალებას, რომ ორმაგად და სამმაგად მეტი თაფლი ვაწარმოოთ“, - აღნიშნა ალეკო პაპავამ.

 

 

 

რაც შეეხება 2023 წლის მოლოდინებს, ალეკო პაპავა ექსპორტის ზრდას  პროგნოზირებს, მისივე თქმით  სექტორი აპირებს დედა ფუტკრების ექსპორტზე გატანასაც. ასევე იგეგმება საწარმოო სიმძლავრეების და თაფლოვანი ბაზების განვითარებაც, რაც  შეეხება თაფლის ფასს,  ალეკო პაპავა ვარაუდობს, რომ ფასი დაახლოებით 20-30% ით გაიზრდება.

 

 

 

 

თაკო კვაჭანტირაძე

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up