წელს, პირველად, საგზაო უსაფრთხოების კუთხით 15.5 მლნ ლარია გათვალისწინებული

წელს, პირველად, საგზაო უსაფრთხოების კუთხით 15.5 მლნ ლარია გათვალისწინებული

access_time2019-04-18 08:55:15

საგზაო უსაფრთხოების კუთხით განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს.



საავტომობილო გზების დეპარტამენტის საქმიანობა გულისხმობს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების ქსელის განვითარებას, რაც მოიცავს საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების უზრუნველოყოფასაც.



დეპარტამენტი სულ მართავს 7 ათას კილომეტრამდე საავტომობილო გზას, მათ შორის, 1500 კილომეტრზე მეტი საერთაშორისო მაგისტრალია.



საგზაო უსაფრთხოების გრძელვადიანი სტრატეგიის ფარგლებში დასახულია საგზაო უსაფრთხოების ახალი მიმართულებები და ერთობლივი პასუხისმგებლობები უკეთესი შედეგების მისაღწევად. სტრატეგიის - უსაფრთხო დერეფანი, უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო სოფელი.



წელს, პირველად, მხოლოდ საგზაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ჯამში გამოყოფილია 15 540 000ლარი, აქედან სახელმწიფო ბიუჯეტით მიზნობრივად გათვალისწინებულია 9 მილიონი ლარი, ხოლო მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილია 6 540 000 ლარი.




საგზაო უსაფრთოხოების გაუმჯობესების ღონისძიებები გულისხმობს თვალამრიდებისა და ზღუდარების განახლება-დამონტაჟებას, საგზაო ნიშნების დამატებას, უსაფრთხოების კუნძულებისა და სიჩქარის შემზღუდავი ხელოვნური ბარიერების მოწყობას, გზების სათვალთვალო კამერებით აღჭურვას.



ამ ღონისძიებათა ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთსა და სამეგრელო-ზემო-სვანეთში 6 მიმართულებაზე, სულ 70 კმ სიგრძის გზებზე, შსს-თან ერთად გატარდება საგზაო უსაფრთოხოების გაუმჯობესების ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებები.



მხოლოდ საგზაო უსაფრთხოების სამუშაოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 3 მილიონი ლარი დაიხარჯება ვაზიანი–გომბორი–თელავის საავტომობილო გზაზე.



დაახლოებით 2 მილიონი ლარის დამატებითი ღონისძიებები იგეგმება თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის და ყვარელი-ყვარლის ტბის, ახმეტა-თელავი-ბაკურციხის და ყვარელი-მუკუზანის, თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის და ყვარელი-მუკუზანის, თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის და თელავი შაქრიანის საავტომობილო გზებზე, რომელიც ითვალისწინებს წრიული მოძრაობების, უსაფრთხოების კუნძულების, საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების მოწყობას.



საგზაო უსაფრთხოების კუთხით არაერთი მნიშვნელოვანი სამუშაო ჩატარდა გასულ წელს. იმერეთის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში მცირე მასშტაბის საგზაო უსაფრთხოების ღონისძიებებზე, სულ 21 მონაკვეთზე, 4 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.



ამას გარდა, საქართველოს რეგიონების 115 სხვადასხვა მონაკვეთზე, უსაფრთხოების არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად განხორციელდა ინსპექტირება, დაიწყო და გრძელდება გარე განათების სამუშაოები.



სწორედ საგზაო უსაფრთხოების მიზნით, 2018 წლის ბოლოს ბიუჯეტის დაფინანსებით დაიწყო ქუთაისის შემოვლით გზის მეორე ზოლის მშენებლობა, რაშიც 2 წლის განმავლობაში 200 მლნ ლარი დაიხარჯება. მეორე ზოლის მშენებლობა მნიშვნელოვან წილად სიჩქარის ლიმიტისა და მოძრაობის წესების დარღვევით გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევების დიდი რაოდენობის გამო გახდა საჭირო. ქუთაისის შემოვლითი გზის ახალი ზოლის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ამ გზაზე ორმხრივი მოძრაობა კვლავ შესაძლებელი გახდება.









„რუსთავი 2“ საინფორმაციო გამოშვება “კურიერის“ სრულმა შემადგენლობამ დატოვა

„რუსთავი 2“ საინფორმაციო გამოშვება “კურიერის“ სრულმა შემადგენლობამ დატოვა
access_time2019-08-21 18:55:00
 „რუსთავი 2“  საინფორმაციო გამოშვება “კურიერის“ თითქმის ყველა ჟურნალისტმა დატოვა.  ინფორმაცია “კომერსანტს“ რუსთავი 2-ის ჟურნალისტებმა დაუდასტურეს. რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში კურიერის რამდენიმე ჟურნალისტმა სამსახურის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა, თუმცა მათ რიგებს, სავარაუდოდ, მთელი გუნდი შეუერთდა. „რუსთავი 2“-ის ყოფილმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ „მთავარი არხი“ მაუწყებლობის...

კობა გვენეტაძის არასწორმა საფინანსო პოლიტიკამ ლარს 1 მილიარდი დოლარის საყრდენი გამოაცალა

კობა გვენეტაძის არასწორმა საფინანსო პოლიტიკამ ლარს 1 მილიარდი დოლარის საყრდენი გამოაცალა
access_time2019-08-21 20:00:50
გვენეტაძე - სავალუტო ფონდის უპირობო მსახური, თუ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სულ ბოლო კვლევის მიხედვით, გამოკითხული რესპონდენტების 70% ეროვნულ ბანკს არ ენდობა. საქართველო, დღესდღეობით, ადეკვატური მოცემულობის ქვეყანა რომ იყოს, მხოლოდ ეს ერთი მონაცემი იქნებოდა საკმარისი, ეროვნული ბაკის პრეზიდენტს, საიდანაც მოვიდა (ვოშინგტონი/სავალუტო ფონდი) ისევ იქეთ რომ აეკრა გუდა-ნაბადი (თუ მიიღეს),...

კომერსანტის ექსკლუზივი - მაღაზია რუსთაველზე, რომლის ვიტრინაშიც „ფორსაჟი 9“-ის გადაღებებისას მანქანა შევარდება, სოლიდურ კომპენსაციას მიიღებს

კომერსანტის ექსკლუზივი - მაღაზია რუსთაველზე, რომლის ვიტრინაშიც  „ფორსაჟი 9“-ის  გადაღებებისას მანქანა შევარდება, სოლიდურ კომპენსაციას მიიღებს
access_time2019-08-21 17:30:38
უკვე მესამე დღე რაც თბილისში  „ფორსაჟი 9“-ის გადაღებები მიმდინარეობს და  უკვე მესამე დღე რაც ჰოლივუდური ბლოკბასტერი განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაცაა. “კომერსანტი“ ერთ-ერთი პირველი იყო ვინც წერდა, რომ ჰოლივუდის ფილმში ქართული წარმოების “დიდგორი მეომარი“ გამოჩნდებოდა. ამჯერად ახალ ექსკლუზიურ დეტალზე გესაუბრებით: აღსანიშნავია, რომ საზოგადოებისთვის ფილმის სიუჟეტის მხოლოდ ერთი მონაკვეთია ცნობილია - სპეცტრაილერი ბეთანიაში დიდი სიმაღლიდან...

ხაზარაძე-ჯაფარიძე თანხის დაყადაღების განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, მომავალში კი საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნება

ხაზარაძე-ჯაფარიძე თანხის დაყადაღების განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, მომავალში კი საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნება
access_time2019-08-21 15:00:48
„ძალიან მშრალი განჩინებაა, რომელსაც გავასაჩივრებთ, მაგრამ  ისეთი უცნაურობები ხდება ამ საქმეზე, სიმართლე გითხრათ,  დიდი იმედი არ მაქვს, რომ აპელაცია რამეს შეცვლის.  მაგრამ ჩვენ ეს საფეხური უნდა გავიაროთ, რადგან როგორც ვატყობ, ეს საქმე და მისი არცერთ შუალედური განჩინება აქ არ დამთავრდება და მოგვიწევს ამ ყველაფრის სტრასბურგში ეტაპობრივად გასაჩივრება,“ - ასე აფასებს თიბისი ბანკის დამფუნძებლების  მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი ზვიად...

„რაინეარი“ საქართველოდან ფრენებს 12 მიმართულებით შეასრულებს, სამი მიმართულებით ავიარესები წელსვე დაიწყება

„რაინეარი“ საქართველოდან ფრენებს 12 მიმართულებით შეასრულებს,  სამი მიმართულებით ავიარესები წელსვე დაიწყება
access_time2019-08-21 14:31:27
ქართულ მხარესა და ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „რაინეარს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულებას მთავრობის ადმინისტრაციაში ხელს მოაწერეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტოrმა, გიორგი ჩოგოვაძემ და „რაინეარის“ (Ryanair) კომერციულმა დირექტორმა, დევიდ ო’ ბრაიენმა. ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა...


მსგავსი სიახლეები

up