წელს შეიძლება მხოლოდ 100-მდე  ვიზიტორი ეწვიოს საქართველოს - მაია სიდამონიძე

წელს შეიძლება მხოლოდ 100-მდე ვიზიტორი ეწვიოს საქართველოს - მაია სიდამონიძე

access_time2020-06-12 14:30:07

„ევროპიდან  შემოსული ტურისტების ყველაზე დიდი წილი საქართველოში გერმანელ ვიზიტორებზე მოდის, ზოგადად, გამყვანი ტურიზმის კუთხით გერმანია საკმაოდ აქტიური ბაზარია. ფაქტია, ბევრი ჩვენთვის აქტუალური ბაზრიდან  წელს არ გვეყოლება სტუმრები და შეიძლება რამდენიმე ათეული ვიზიტორი შემოვიდეს.“  - ამის შესახებ „კომერსანტთან“ საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე აცხადებს.


როგორც ცნობილი გახდა, გერმანიის მთავრობამ მოქალაქეებს  31 აგვისტომდე ევროკავშირის ქვეყნებს მიღმა მოგზაურობა აუკრძალა.ეს ნიშნავს, რომ გერმანელებს ამ დრომდე შეეზღუდათ ვიზიტები მსოფლიოს 160-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში.  გერმანიის სამთავრობო კაბინეტის ეს გაფრთხილება მსოფლიო ვიზიტების შესახებ 10 ივნისის სხდომაზე გაჟღერდა და მიზნად მიმდინარე კორონავირუსის პანდემიის პრევენციას ისახავდა. 


„კომერსანტი“ დაინტერესდა, რა გავლენა ექნება გერმანიის მთავრობის ამ გადაწყვეტილებას ქართულ ტურიზმზე? 


როგორც საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე   განმარტავს,  გერმანიის ბაზართან მოლაპარაკებები, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ დაამტკიცებს საქართველო თავის უსაფრთხოებას.



„დიდი ხანია ცნობილია, რომ ევროკავშირის ქვეყნები მხოლოდ ერთმანეთში აპირებენ მიმოსვლის აღდგენას. დაუშვებენ თუ არა ე.წ. მესამე ქვეყანაზე ფრენების განახლებას, ეს ალბათ მოლაპარაკების საგანია. ჩვენ თუ გვაქვს ამბიცია, რომ ასეთი COVID-ისგან თავისუფალი ქვეყანა ვართ, მაშინ ამის დამტკიცება რა თქმა უნდა, არ იქნება ძნელი და ურთიერთმოლაპარაკების შედეგად მიღწევადია. ამას ემატება ის, რომ საკმაოდ ბუნდოვანი და არაკონტროლირებადი გარემოა, დღეს შეიძლება იყო  Covid-თავისუფალი ქვეყანა და ხვალ არ იყო ისევე, როგორც ისრაელის შემთხვევაში მოხდა. ჩვენი ინდუსტრიისთვის ზოგადად ძალიან დიდი დანაკლისია ტურისტის არყოფნა, პრაქტიკულად ნოლზე ვართ დასული საერთაშორისო ვიზიტორების კუთხით. მე ვფიქრობ, რომ ბევრი ჩვენთვის აქტუალური ბაზრიდან  არ გვეყოლება სტუმრები და შეიძლება წელს მხოლოდ ათეულობით ვიზიტორი, 100-მდე  გვყვავდეს,“- განმარტა მაია სიდამონიძემ.  


რაც შეეხება ისრაელის ბაზარს, რომელიც მოკლე პერიოდში პირველი პრიორიტეტული ბაზრიდან არცთუ  ისე უსაფრთხო ქვეყნად იქცა, სიდამონიძე განმარტავს, რომ ზაფხულის ტურისტულ სეზონზე გამორიცხულია რომელიმე ბაზრის აქტიურად შემოსვლა ქვეყანაში. მისი რეკომენდაციით, უმჯობესი იქნება აქცენტის გაკეთება ბალტიის ქვეყნებთან, ვისთვისაც ასე თუ ისე ცნობადია ქართული ტურიზმი.


„ისრაელის ბაზრიდან ორ თვეშიც რომ აპირებდნენ ტურისტები ჩამოსვლას, ეს ყველაფერი უნდა იგეგმებოდეს დღესვე, რაც ნიშნავს, რომ წლევანდელ ზაფხულის ტურისტულ სეზონზე უნდა გამოვრიცხოთ, რომ რომელიმე ბაზარი აქტიურად, თუნდაც ორგანიზებული ჯგუფებით შეძლებს შემოსვლას.  ახლა ყველა თავის ქვეყანაში ამჯობინებს დარჩენას. მეზობელ ქვეყნებში საკმაოდ რთული სიტუაციაა, ასევე სპარსეთის ყურის რეგიონში და ისრაელში - რაც ჩვენთვის აქტუალური იყო. ალბათ ამ ეტაპზე აქცენტის გაკეთება შეიძლება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე, ბალტიის ქვეყნებზე. ჩეხეთთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები და იმედია მივა იქამდე, რომ ამ ქვეყნებთან მაინც  ფრენები აღდგეს“ - აღნიშნა მაია სიდამონიძემ.


აღსანიშნავია, რომ გერმანიის მთავრობის მხრიდან მიმოსვლის აკრძალვა ე.წ. მესამე ქვეყნების მიმართ, რომლებიც გაკრვეულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, შეიძლება მოიხსნას -  თუ ქვეყანაში მცირეა დაინფიცირების მაჩვენებელი, მუშაობს ჯანდაცვის ეფექტური  სისტემა, ჰიგიენის წესები ეფექტურადაა დანერგილი და ტესტირების ჩატარების მაღალი სტანდარტებია.  


მარიამ მორგოშია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up