კარტოფილზე მოთხოვნაც გაიზარდა და ფასიც

კარტოფილზე მოთხოვნაც გაიზარდა და ფასიც

access_time2021-09-30 15:00:59

საქართველოში ოქტომბრის ბოლოს კარტოფილის მოსავლის აღების სეზონი დასრულდება. მეწარმეების ინფორმაციით, ფასისა და რეალიზაციის მხრივ არსებული პრობლემა გამოსწორდა, თუმცა შემნახველი საწარმოების სიმცირე წელსაც გამოწვევად რჩება. ახალქალაქელი ფერმერი, ასოციაცია „ახალქალაქის კარტოფილის“ გამგეობის თავმჯდომარე მახარე მაცუკატოვი ,,კომერსანტთან“ ამბობს, რომ რეალიზაციასთან დაკავშირებით პრობლემა, რაც შარშან არსებობდა, მოგვარდა და როგორც ფასის, ასევე გაყიდვების მხრივ, ფერმერები მეტნაკლებად კმაყოფილი არიან.



მისი თქმით, ამ ეტაპზე კარტოფილი აქტიურად გადის რუსეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში, სადაც წელს დაბალმოსავლიანობაა.



,,2020 წელს კარტოფილის გაყიდვის მხრივ დიდი პრობლემა იყო, საზღვარგარეთ ვერ გავიდა პროდუქტი, ვერც შიდა ბაზარზე მოხერხდა რეალიზაცია და ხალხს მოსავლის დიდი ნაწილი დაულპა. გარდა ამისა, უკმაყოფილება იყო ფასთან დაკავშირებითაც, 50-60 თეთრზე ძვირად შარშან კარტოფილი არ გაყიდულა. ამ ეტაპზე ფასი 70-80 თეთრის ფარგლებშია, რაც მისაღებია ფერმერებისთვის. არც რეალიზაციის პრობლემაა, ვინაიდან გარე ბაზრებზე მოსავლის დეფიციტი შეიმჩნევა, ამიტომ ქართულ კარტოფილზე გაიზარდა მოთხოვნა რუსეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში. ბოლო რამდენიმე წელიწადია, მსგავსი ფაქტი არ ყოფილა – სომხეთიდან შემოდიოდა კარტოფილი და ახლა პირიქითაა. მთავარია შემნახველი საწარმოების მხრივ არსებული ვითარება გამსოწორდეს, სხვა მხრივ სექტორი სტაბილურადაა. მართალია, წელს 1 სამაცივრე მეურნეობა დაემატა, მაგრამ რეგიონს გაცილებით მეტი ესაჭიროება“, - ამბობს მაცუკატოვი ,,კომერსანტთან“.




სოფლის მეურნეობის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამსახურის წინასწარი პროგნოზით, 2021 წლისთვის რეგიონში საშუალო საჰექტარო მოსავლიანობა 18 ტონა იქნება, მთლიანობაში 380 000 ტონა კარტოფილის აღებას ელოდებიან.



რაც შეეხება  მოხმარების დონეს,   კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის (CIP)  ინფორმაციით, საქართველოში კარტოფილი  დაახლოებით 25 000 ჰა ფართობზე ითესება და მისი წლიური მოხმარება  ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 55 კგ–ს შეადგენს.



პროდუქტის მიმართ მაღალი მოთხოვნის მიუხედავად, კარტოფილის მოსავლიანობა ქვეყანაში კვლავ რჩება დაბალი, დაახლოებით 12 ტ/ჰა, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების მაჩვენებლებს, კერძოდ: 40 ტ/ჰა ან უფრო მეტი.



ქართული კარტოფილის მიმართ გლობალურ ბაზრებზე გაზრდილი მოთხოვნა დასტურდება ოფიციალური სტატისტიკითაც.  მიმდინარე წლის 8 თვეში საქართველოდან ექსპორტირებულია 23.7 ათასი ტონა  კარტოფილი, რომლის ღირებულება 8,8 მლნ დოლარია. აქედან მარტო რუსეთზე ექსპორტის 74% მოდის  - 17.6 ათასი ტონა, რაც თანხობრივად  7.7 მლნ დოლარს შეადგენს.

 

მარი ჩიტაია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up