„წელს ეკონომიკის 5%-იანი კლება და გაისად 5%-იანი მატება, ნულოვანი ზრდის მაჩვენებელია, რისი უფლებაც ჩვენნაირ ქვეყანას არ აქვს“

„წელს ეკონომიკის 5%-იანი კლება და გაისად 5%-იანი მატება, ნულოვანი ზრდის მაჩვენებელია, რისი უფლებაც ჩვენნაირ ქვეყანას არ აქვს“

access_time2020-10-17 10:00:00

პანდემიის ეკონომიკური გამოწვევები და ეკონომიკური ზრდის პერსპექტივები - ამ საკითხებზე ისაუბრა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ რადიო კომერსანტის გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“.


ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის კლება 4-5%-მდე მერყეობს, თუმცა, სავალუტო ფონდი 5-5.5%-იან ზრდას პროგნოზირებს, რაც ნიკოლოზ გაგუას თქმით, რეგიონისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.


„პანდემიის გავლენა ეკონომიკაზე წარმოუდგენელი მასშტაბებისაა. მსოფლიო ეკონომიკური დინამიკა განსაზღვრავს ჩვენს მოლოდინებსაც.სავალუტო ფონდი მსოფლიო ეკონომიკის -4%-ზე მეტ კლებას პროგნოზირებს. კრიზისის დროს ყველაზე დიდი დარტყმა მომსახურების სექტორმა მიიღო. განვითარებულ ქვეყნებში ეს სექტორი გაცილებით დიდია და ამიტომ, დარტყმაც მათთვის ძალიან დიდი იყო.


ტურიზმის გავლენიდან გამომდინარე დარტყმა  ჩვენს ეკონომიკაზეც მაღალია. ტურიზმი ჩვენს ეკონომიკაში მშპ-ს 11%-ს აგენერირებდა, ის,რომ ჩვენ 4-დან 5%-ის ფარგლებში ვიქნებით, მიუთითებს იმაზე, რომ არატურისტული ეკონომიკა დასტაბილურებულია. 



4-5%-მდე ეკონომიკური კლების მაჩვენებელი, არ გვქონია რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა მიიღო და ეკონომიკური ზრდა დაიწყო.  ამდენად, იმედს გამოვთქვამთ,რომ ეს მაჩვენებელი დროებითია.


სავალუტო ფონდი 2021-2025 წლისთვის მსოფლიო ეკონომიკურ მიმოხილვაში  5-5.5%-იან ზრდას ვარაუდობს, საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი აღმოსავლეთ ევროპისა და ჩვენი რეგიონის ქვეყნებს ეკონომიკებს შორის ყველაზე მაღალი აღმოჩნდა.  მიმდინარე პერიოდში რეგიონის ქვეყნების მაჩვენებელი 1%-იანი ზრდა იყო, ჩვენი კი ხუთჯერ მეტი. ბოლო სამი წლის განმავლობაში რეალური ეკონომიკური ზრდის 5-6%-იანი ოპტიმალური და კარგი მაჩვენებელი გვქონდა. ჩვენი მიზანია ეს ციფრი შევინარჩუნოთ,“- აღნიშნავს ნიკოლოზ გაგუა.


ნიკოლოზ გაგუას თქმით, არსებული ეკონომიკური კრიზისის შედეგები პირველ რიგში, აისახება ბიუჯეტზე და იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა თუ სხვა პროგრამებში, რომლებიც უნდა განეხორციელებინა სახელმწიფოს.


„წელს -5% და გაისად +5%, ორ წელიწადში ნულოვანი ზრდის მაჩვენებელია. რაც ნამდვილად არ არის კარგი. ჩვენნაირ ქვეყანას ამის უფლება არ აქვს. ეს არის მნიშვნელოვანი დანაკარგი ბიუჯეტისთვის, რომელიც ძირითადად  უნდა წარმართულიყო, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორის შემთხვევაში-ინვესტიციებში, კაპიტალის ფორმირებაში და გრძელვადიანი პოტენციალის ზრდაში. იმედი გვაქვს,რომ საშუალოვადიან პერიოდში ამ ყოველივეს აღმოფხვრას შეძლებს ჩვენი ეკონომიკა.


მომავალი წლის ბიუჯეტი წარდგენილია პარლამენტში. მესამე, საბოლოო წარდგენა ნოემბერში იქნება. მიმდინარე ეტაპზე ვთანამშრომლობთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან, მათთან ვათანხმებთ ძირითად პარამეტრებს. პოსტკოვიდური პერიოდი არ იქნება მარტივი პროცესი, შემდეგი ორი თვის პროგნოზის გაკეთებაც ძალიან რთულია. ვეყრდნობით საერთაშორისო პროგნოზებს და არის მოლოდინი, რომ წლის ბოლოს ან პირველ კვარტალში უკანსვლა დაიწყოს და ეკონომიკას ზრდის შესაძლებლობა ჰქონდეს,“- აღნიშნავს გაგუა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up