წელს დამატებით 400 მილიონ ლარზე მეტ დამატებით რესურსს ველოდებით - ლაშა ხუციშვილი

წელს დამატებით 400 მილიონ ლარზე მეტ დამატებით რესურსს ველოდებით - ლაშა ხუციშვილი

access_time2022-11-28 21:30:52

მიმდინარე წელს, დამატებით 400 მილიონ ლარზე მეტ დამატებით რესურსს ველოდებით, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.  მისი თქმით,  გაგრძელდება ბიუჯეტის დეფიციტის შემცირების ტენდენცია.

 

„წელს ველოდებით დამატებით საგადასახადო შემოსავლებს ბიუჯეტში. ჩვენ გავაგრძელებთ ტენდენციას, რომელიც გვქონდა ბოლო ორი წლის განმავლობაში - როცა ბიუჯეტის ზრდის პარალელურად, ჩვენ ვამცირებდით საბიუჯეტო დეფიციტს. ეს ტენდენცია კვლავ გაგრძელდება.  თქვენ იცით, რომ მიმდინარე წელი დავიწყეთ 4.4%-იანი დეფიციტით, წელს დავასრულებთ 3.1%-იანი  მაჩვენებლით. შედეგად კანონით გათვალისწინებულ ნორმას დეფიციტის მაჩვენებელი უკვე მიმდინარე წელს დაუახლოვდება", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

 

მან ისაუბრა იმ მიმართულებებზეც, რომელზეც 400 მლნ ლარი დაახლოებით გადანაწილდება.


 

„2023 წლის ბიუჯეტში, იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისთვის გათვალისწინებულია 7000 ბინაზე გათვლილი საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობის დაწყება. ჩვენ წელსვე დავიწყებთ ამ პროგრამას და ამ მიმართულებით გამოვყოფთ დამატებით 55 მილიონ ლარს. 200 მილიონი ლარი სესხის სახით გამოეყოფა ნავთობისა და გაზის კორპორაციას, რომელიც მოხმარდება ბუნებრივი აირის შესყიდვას. თანხის დიდ ნაწილს კომპანია დააბრუნებს 2023 წელს. 2023-2024 წლებში ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, საერთაშორისოდ აღიარებული არტისტების ჩამოყვანის დასაფინანსებლად გამოვყოფთ 70 მილიონ ლარს, რომელიც არსებითაც დაეხმარება ტურისტულ სექტორს ზრდაში.  გამართული კონცერტებიდან მიღებული შემოსავლები მოხმარდება მომავალში მსგავსი ღონისძიებების ორგანიზებას", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

 

მისი თქმით, გარდა ამისა, ნაწილობრივ თანხები გამოიყოფა იმ პროექტების დასაფინანსებლად, რომლებისთვისაც თანხა გათვალისწინებულია 2023 წელს, თუმცა, შესაძლებელია ხარჯების ნაწილი უკვე მიმდინარე წელს გაიწიოს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up