„წელს ჩვენი გეგმის მაქსიმუმია, რომ სასტუმრომ და ადმინისტრაციამ როგორმე საკუთარი თავი შეინახოს“ – GDG+ პოსტპანდემიურ მოლოდინებზე

„წელს ჩვენი გეგმის მაქსიმუმია, რომ სასტუმრომ და ადმინისტრაციამ როგორმე საკუთარი თავი შეინახოს“ – GDG+ პოსტპანდემიურ მოლოდინებზე

access_time2020-05-15 17:00:08

კომპანიამ GDG+ სასტუმროების მშენებელობა განაახლა. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ბეჟან წაქაძე  აცხადებს, სამუშაოები 3 ობიექტზე განახლდა, ამასთან, მენეჯმენტი ტურისტული სეზონისთვის უკვე ემზადება.როგორც ბეჟან წაქაძე ამბობს, პოსტპანდემიური ვითარებიდან გამომდინარე, მოგებაზე მუშაობის მოლოდინი არ არსებობს. შესაბამისად, კომპანიის წლევანდელ გეგმის მაქსიმუმს, სასტუმროებისა და თამშრომლების შენახვა წარმოადგენს.


ცნობისთვის, კომპანია ქვეყნის მასშტაბით 5 ობიექტის მშენებლობას ახორციელებდა, თუმცა კორნავირუსის გამო, სამუშაოები დროებით შეაჩერა. ბეჟან წაქაძის ინფორმაციით, ზოგიერთი ობიექტი დასრულებულია, თუმცა გახსნის ნაწილი გადაიდო, 3 სასტუმროს მშენებლობა კი შეჩერდა. აქედან 3 კომპლექსი თბილისში, ერთი ქუთაისში, ერთი კი - ვანში მდებარეობს.


„დაახლოებით ერთი კვირაა, რაც სამ ობიექტზე განვაახლეთ მუშაობა. ეს არის თბილისში, უკლებას და ყიფიანის ქუჩებზე, ასევე ქუთაისის აეროპორტთან სასტუმრო.რა თქმა უნდა, ყველანაირი სტარდარტების დაცვით, შესაბამისი აღჭურვილობითა და პირბადეებით ვმუშაობთ.ადმინისტრაცია თავიდანვე სახლიდან, დისტანციურ რეჟიმზე მყავდა გადაყვანილი და არც ხელფასი შემიმცირებია. ისინი ამავე რეჟიმში აგრძელებენ საქმინობას. რაც შეეხება მუშებს, ისინი დღიური გამომუშავებით არიან.ტრანსპორტირებას თვითონ აგვარებენ, ბევრ მათგანს ავტომობილი ჰყავს და რაღაცნაირად ნაწილდებიან.



რაც შეეხება სხვა სირთულეებს, პირდად მე, პრობლემა მაქვს მხოლოდ ვიზიტორების მიმართულებით. ერთი სასტუმრო დაკეტილი მაქვს, მეორეს ახლა ვასრულებ, მაისში უნდა გამეხსნა. ახლა მხოლოდ იმ ვადებს ველოდები, რომელიც სახელმწიფომ დააანონსა, რომ სტუმრების მიღება შევძლოთ. როგორც ითქვა, 1-ლი ივლისიდან ფრენებიც განახლდება და მენეჯმენტი უკვე მუშაობს, რომ ვიზიტორებს მომზადებულები დავხვდეთ. ვფიქრობ, ივლისში დავიქოქებით. რა თქმა უნდა, სტუმრების ის რაოდენობა არ გვეყოლება, რაც გათვლილი გვქონდა, მაგრამ მთავარია ობიექტებმა იმუშაოს. იმის ამბიცია არ გვაქვს, რომ მოგებებზე გავალთ, წელს ჩვენი გეგმის მაქსიმუმია, რომ სასტუმრომ და ადმინისტრაციამ საკუთარი თავი როგორმე შეინახოს. მერე ვნახოთ, დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება“,-ამბობს ბეჟან წაქაძე.


წყარო: bpn.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up