წელს აშშ-ის ეკონომიკა 42%-ით დაეცემა, ხოლო 2019 წლის დონეს მხოლოდ 2023 წელს დაუბრუნდება - ჰოლივუდის დამსხვრეული ოცნებები

წელს აშშ-ის ეკონომიკა 42%-ით დაეცემა, ხოლო 2019 წლის დონეს მხოლოდ 2023 წელს დაუბრუნდება - ჰოლივუდის დამსხვრეული ოცნებები

access_time2020-07-19 11:30:38

მრავალმილიარდიანი გასართობი ინდუსტრიის წყალობით, ლოს-ანჯელესი მთელი მსოფლიოდან უამრავ ადამიანს იზიდავდა, თუმცა დღეს, როდესაც ყველაფერი გაჩერდა, მათ შორის ასობით ათასი უმუშევარი დარჩა.

 

„ყველას, ვინც ჰოლივუდში ჩამოდის, ოცნება აქვს“ - ასეთი სიტყვებით  ფილმ “Pretty woman” - ის ერთ-ერთი პერსონაჟი ქუჩაში გამვლელებს მიმართავდა. ის მათ ეკითხებოდა - „თქვენ რაზე ოცნებობთ?“.

 

ის, ვინც დღეს ლოს-ანჯელესში აღმოჩნდება, ჰოლივუდის ბულვარ 6700-ზე, იქ სადაც  რიჩარდ გირის და ჯულია რობერტსის შეხვედრის სცენა გადაიღეს, თავს მართლაც ფილმში იგრძნობს.

 

თუმცა, ეს ბნელი ვესტერნი იქნება, რომლის სიუჟეტიც მიტოვებულ ქალაქ-მოჩვენებაში ვითარდება.

 

დარბაზი, სადაც „ოსკარის“ ცერემონია ტარდებოდა  - დახურულია.  თეატრი, სადაც იწერებოდა ჯიმი კიმელის შოუ, ასევე არ მუშაობს. ტროტუარებზე ძირითადად უსახლკაროები სხედან. ადრე მათ ამ ადგილიდან აგდებდნენ, რადგანაც ისინი ჰოლივუდის ბრწყინვალებას ჩრდილს აყენებდნენ.

 

დღეს მათ არავინ ერჩის, იმიტომ რომ ისინი ხელს არავის უშლიან- აქ ხომ ისედაც არავინაა.

 

რა თქმა უნდა, კორონავირუსის პანდემიამ ამერიკის ყველა შტატს ზარალი მიაყენა, თუმცა, ლოს-ანჯელესში ეს განსაკუთრებით იგრძნობა - ეკონომიკის ის სფეროები, რომლებთანაც ეს ქალაქი ასოცირდება, დაკავშირებულია გადაღებებთან და გართობასთან.

 


დღეს აშშ-ში უმუშევრობის დონე 11,1%-ა, მაშინ როდესაც, ლოს-ანჯელესში - 20,5%. წლის დასაწყისში ეს მაჩვენებელი 4%-ს არ აღემატებოდა. ჰოლივუდის სავაჭრო პალატის მონაცემებით, გართობის სფეროში ლოს-ანჯელესში 650 000 ადამიანი მუშაობს, მათი ჯამური შემოსავალი წლიურად 58,8 მლრდ.-ს შეადგენს.

 

ბოლო 5 თვის მანძილზე სამუშაო 150 000-ზე მეტმა ადამიანმა დაკარგა. მათ შორისაა ნატან მარუჩიომ, რომელიც ერთ-ერთი სერიალის გადამღები ჯგუფის წევრებს კვებას უზრუნველყოფდა. გადაღებები მოულოდნელად შეჩერდა, ხოლო მარუჩიო პანიკურ შეტევებზე, წონის კლებაზე, ფსიქიატრთან კონსულტაციებზე, და დამამშვიდებელ აბებზე ყვება.

 

მთავრობის მიერ გამოყოფილი 2 ტრილიონიანი დახმარების მიუხედავად, ბევრი ამერიკელი დაზღვევის, ხელფასის, და უმუშევრებისთვის განკუთვნილი შემწეობის გარეშე დარჩა.

სამსახურის გარეშე დარჩენილი ამერიკელები გარკვეული დროის მანძილზე თვეში 1200 დოლარს მთავრობისგან მიიღებენ, თუმცა ეს თანხა ვის და რამდენი ხნით უნდა ეყოს ლოს-ანჯელესში, სადაც ერთი ოთახის ქირა თვეში 1800 დოლარი ღირს?

 

უსაზღვრო იმედების ადგილი პოსტ-აპოკალიპტურ ქალაქად იქცა, საიდანაც ყველაფერის გარეშე დარჩენილი ადამიანები გარბიან. ეს ლოს-ანჯელესია - ის ყოველ სტუმარს გულუხვად ხვდება, თუმცა, ყოველგვარი ემოციების გარეშე ემშვიდობება.

 

ნაკლებად სავარაუდოა, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ ყველაფერი ისევე გაგრძელდეს, როგორც ადრე იყო.

კალიფორნიის უნივერსიტეტის პროგნოზით, 2020 წელს შტატის ეკონომიკა 42%-ით დაეცემა, ხოლო 2019 წლის დონეს მხოლოდ 2023 წელს დაუბრუნდება.

 

ბლოკბასტერების გადაღებაში საშუალოდ 4000 ადამიანამდე მონაწილეობს -დღეს, როდესაც მომავალი გადაღებების დაგეგმარება მიმდინარეობს, ყველაფერზე კამათობენ - მათ შორის მიიღებს თუ არა გადამღები კომპანიის ხარჯზე თავის სენდვიჩს მუშა, რომელიც სადენებზეა პასუხისმგებელი.

 

გადაღებების დაწყება, ან გაგრძელება, პირველ რიგში ვარსკლავებზეა დამოკიდებული - ამბობენ, რომ  სერიალის „9 იდეალური უცნობი“ ნიკოლ კიდმანის მონაწილეობით, გადაღება არა ლოს-ანჯელესში, არამედ ავსტრალიაში გაგრძელდება.

 

სხვა ფილმების და სერიალების გადაღება შესაძლოა სპეციალურად აშენებულ შუშის კონსტრუქციებში გაგრძელდეს - ჰოლივუდის ერთ-ერთმა პროდიუსერმა ტაილერ პერიმ  ასეთი ნახევრად სფერო ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე ატლანტაში უკვე ააშენა. იქ ყველაფერია, რაც ფილმზე მუშაობისთვისაა საჭირო - გადასაღები მოედნები, ხმის ჩამწერი სტუდიები, საცხოვრებელი ოთახები.

 

ასეთ დროს ყველაზე ნაკლებად საჭიროა მომსახურე პერსონალი - სწორედ ისეთი ადამიანები, როგორც ნატან მარუჩიოა - თუ საჭირო იქნება, მათ ატლანტაშიც იპოვიან.

 

ლოს-ანჯელესში ცხოვრების განსაკუთრებული სიძვირის პირობებში შემოსავლის გარეშე დარჩენილ ადამიანებს საბოლოო ჯამში ქალაქის დატოვება მოუწევთ.

 

 Tages-Anzeiger (შვეიცარია)


თეგები:
ჰოლივუდი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up