Welcome to Georgia! National Tourism Awards- ის ნომინანტებისთვის რეგისტრაცია დაიწყო

Welcome to Georgia! National Tourism Awards- ის ნომინანტებისთვის რეგისტრაცია დაიწყო

person access_time2016-07-01 15:40:48

Welcome to Georgia! National Tourism Awards- ის ნომინანტებისთვის რეგისტრაცია  დაიწყო. ეს არის დაჯილდოების ცერემონიალი ტურიზმის სფეროში, რომლის თანაორგანიზატორია  საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

 

ღონისძიების ორგანიზატორებმა ცნობით, მათ უკვე დაიწყეს მზადება მეორე ყოველწლიური ეროვნული დაჯილდოების ღონისძიებისთვის. 15 ივნისიდან 1 სექტემბრამდე ტურიზმის სფეროში მოღვაწე ყველა კომპანიას, მთელი საქართველოს მაშტაბით: სასტუმროებს, რესტორნებს, ღვინის კომპანიებს, ტურისტულ  კომპანიებს, ფოტოგრაფებს, გასართობ ობიექტებს და ა.შ. შეუძლიათ დარეგისტრირდნენ Welcome to Georgia! National Tourism Awards- ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და გახდნენ ყოველწლიური ეროვნული დაჯილდოვების ცერემონიალის ნომინანტები.

 

ნოემბრის ბოლოს გაიმართება Welcome to Georgia! National Tourism Awards-ის დაჯილდოების ოფიციალური ღონისძიება, სადაც გამოვლინდება გამარჯვებულები 18 განსხვავებულ კატეგორიაში:

  1. BEST BUSINESS EVENT VENUE AWARD
  2. BEST MICE TOURISM AWARD
  3. BEST TOURISM RESTAURANTS SERVICES AWARD
  4. BEST TOURISM WINERY AWARD
  5. BEST BOUTIQUE ACCOMMODATION AWARD
  6. BEST STANDARD ACCOMMODATION AWARD
  7. BEST DELUXE ACCOMMODATION AWARD
  8. BEST WELLNESS & SPA RESORT AWARD
  9. BEST SKI ACCOMMODATION AWARD
  10. BEST SEA ACCOMMODATION AWARD
  11. BEST LOW BUDGET ACCOMMODATION AWARD
  12. BEST TOURISM INNOVATION OF THE YEAR AWARD
  13. BEST ENTERTAINMENT VENUE TOURISM AWARD
  14. BEST FESTIVAL OR EVENT AWARD
  15. BEST INCOMING TOUR OPERATOR AWARD
  16. BEST OUTBOUND TOUR OPERATOR AWARD
  17. BEST ADVENTURE TOURISM AWARD
  18. BEST TRAVEL PHOTOGRAPHER

ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, რეგისტრაციის შემდეგ თითოეული ნომინანტი მიიღებს მის პირად ონლაინ კაბინეტზე  წვდომის უფლებას, სადაც უნდა შეავსონ კითხვარი და ატვირთონ საჭირო დოკუმენტები, რის საფუძველზეც მოხდება მათი შეფასება პროფესიონალური ჟიურის მიერ. ჟიურის თითოეული  წევრი ინდივიდუალურად შეაფასებს ნომინანტებს. ისინი მონაწილეების შეფასებას დაიწყებენ 19 სექტემბრიდან. ამასთანავე 1 სექტემბრიდან დაიწყება ონლაინ ხმის მიცემა www.awards-tourism.com ვებ-გვერდის მეშვეობით.


 

მათივე ცნობით, Welcome to Georgia! National  Tourism Awards-ში გამარჯვების შანსი ყველა ნომინანტისთვის თანაბარია. შეფასების პროცესების სამართლიანობას თვალს ადევნებს დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანია  BDO Georgia.

 

რეგისტრაცია ხდება შემდეგ ბმულზე: https://cabinet.awards-tourism.com/register 



Die Welt: ამერიკა - პანდემიის მესამე ტალღის მოლოდინში

Die Welt: ამერიკა - პანდემიის მესამე ტალღის მოლოდინში
access_time2020-11-23 20:00:47
კორონაკრიზისი შტატებში ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო მწვავდება, თუმცა, პრეზიდენტი ტრამპი ტვიტერში კომენტარების წერით და გოლფის თამაშითაა დაკავებული. დემოკრატები სიტუაციის შემდგომი გამწვავების თავიდან არიდებას ცდილობენ, მაგრამ თეთრი სახლი ამ მცდელობების ბლოკირებას ახდენს.   ამერიკის ექთნების პროფკავშირის თავჯდომარე მერი ტერნერი შტატ მინესოტას ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობს და ეპიდემიოლოგიური ვითარებას თვალს ფრონტის წინა ხაზიდან ადევნებს.   ამ დღეებში...

Bloomberg: 2021 წელს ნავთობგადამუშავების მსოფლიო ლიდერი ჩინეთი გახდება

Bloomberg: 2021 წელს ნავთობგადამუშავების მსოფლიო ლიდერი ჩინეთი გახდება
access_time2020-11-23 18:00:49
მე-19 საუკუნის ბოლოდან დღემდე მსოფლიო ლიდერი ნავთობგადამუშავების დარგში აშშ იყო - პირველად, ასწლეულების მანძილზე ეს რეალობა იცვლება და პირველ ადგილზე ჩინეთი გადის. სავარაუდოდ, ეს უკვე 2021 წელს მოხვდება. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ინფორმაციით, პეკინი ნავთობგადამამუშავებელ სიმძლავრეებს აქტიურად ზრდის და ამ ბაზარზე ლიდერობისთვის ემზადება. კერძოდ, ჩინეთში 4 ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა შენდება, მაშინ, როდესაც შტატებში პირიქით, იხურება -...

ნათია მეზვრიშვილმა თანამდებობა დატოვა

ნათია მეზვრიშვილმა თანამდებობა დატოვა
access_time2020-11-23 15:44:28
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.    "13-წლიანი უკიდურესად საინტერესო და გამოწვევებით სავსე საქმიანობის შემდეგ, დღეს დავტოვე საჯარო სამსახური. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ საჯარო მოხელეს, რომლებთან ერთადაც ბევრი წელი გავატარე. მადლობა ყველას - მთავრობაში, პარლამენტში, პოლიტიკაში თუ პოლიტიკის მიღმა, საერთაშორისო პარტნიორებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს და...

კარანტინის შემდეგ, კომპანიების 25%-მა საქმიანობა ვერ აღადგინა

კარანტინის შემდეგ, კომპანიების 25%-მა საქმიანობა ვერ აღადგინა
access_time2020-11-23 16:00:45
კარანტინის შემდეგ, კომპანიების 25%-მა ვერ განაახლა საქმიანობა, - ასეთია ინვესტორთა საბჭოს და EBRD-ს მიერ მომზადებული კვლევის შედეგები. მათგან 51%-მა დახურული საზღვრები საქმიანობის განახლების ძირითად შემაფერხებელ მიზეზად დაასახელა. ეს პრობლემა ყველაზე მნიშვნელოვანი სირთულეა არა მხოლოდ ტურიზმთან დაკავშირებული, არამედ თითქმის ყველა სხვა სექტორისთვისაც. შემდეგი ორი მნიშვნელოვანი შეფერხება ეხებოდა მოთხოვნის შემცირებას (20%) და რეგულაციებს (10%).  საქმიანობის განახლების ყველაზე დაბალი...

კომერციული ბანკების მოგება 101,548 მლნ ლარით გაიზარდა

კომერციული ბანკების მოგება 101,548  მლნ ლარით გაიზარდა
access_time2020-11-23 13:00:56
კომერციულმა ბანკებმა 2020 წლის ოქტომბერი 166,189 მლნ ლარის წმინდა მოგებით დაასრულეს.   ეს კი წინა თვესთან შედარებით, 101,548 მლნ ლარით მეტია. სექტემბერში ბანკების წმინდა მოგება 64,641 მლნ ლარს შეადგენდა.   ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის ოქტომბერში კომერციული ბანკების მიერ ჯარიმა/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 5,516 მლნ ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგება/ზარალმა -3,257 მლნ ლარი...


მსგავსი სიახლეები

up