„წავიდა პრემიერ-მინისტრი, რომელსაც ბიზნესის ესმოდა“

„წავიდა პრემიერ-მინისტრი, რომელსაც ბიზნესის ესმოდა“

access_time2021-02-19 11:00:56

ქართული ოცნების ხელისუფლების მეხუთე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 18 თებერვალს პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. ის მთავრობას 17 თვის განმავლობაში 2019 წლის 9 სექტემბრიდან ხელმძღვანელობდა. „კომერსანტი“ დაინტერესდა როგორ აფასებს ბიზნესი ყოფილი ბიზნესომბუდსმენისა და უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრის მუშაობას.

 

„ნატახტარის“ კორპორატიულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი აღნიშნავს, რომ პრემიერ-მინისტრის გადადგომა უფრო მძაფრ პოლიტიკურ კრიზისში არ უნდა გადაიზარდოს, რადგან ეს საინვესტიციო გარემოს და ბიზნესის საქმიანობას დააზიანებს.

 

„დაახლოებით ორი კვირის წინ გვქონდა ბიზნესს გიორგი გახარიასთან შეხვედრა და იქ არანაირი წინაპირობა იმისა, რომ ის გადადგომას გეგმავდა არ შეიმჩნეოდა. პრემიერ-მინისტრის გადადგომა უფრო მძაფრ პოლიტიკურ კრიზისში არ უნდა გადაიზარდოს, რადგან ეს დააზიანებს საინვესტიციო გარემოს და ბიზნესის საქმიანობას. პოლიტიკური სტაბილურობის გარეშე არ არსებობს ეკონომიკური განვითარება, ამიტომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ეს სიტუაცია მალე დასტაბილურდეს. ქვეყანა ძალიან რთულ სიტუაციაშია პანდემიის კუთხით და ამ ყველაფერს კიდევ პოლიტიკურ არასტაბილურობას თუ დავუმატებთ, ძალიან რთულ ვითარებაში აღმოვჩნდებით.


ბოლო ერთი წლის განმავლობაში რთული მოცემულობა იყო ქვეყანაში და ამ კუთხით გიორგი გახარიას საქმიანობის შეფასება ძნელი იქნება. თუმცა, მისი დამოკიდებულება ბიზნესის მიმართ პოზიტიური იყო, ოპტიმალური ჩართულობა შეიმჩნეოდა. რა თქმა უნდა პრობლემები იყო და დღესაც არის, განსაკუთრებით გადაწყვეტილების სწრაფად მიღების თვალსაზრისით, რადგან ყველაფერი იწელებოდა, რაც ბიზნესისთვის არც ისე სახარბიელოა. მიუხედავად ამისა, გახარიას სრულად ჰქონდა აღქმა ბიზნესის საჭიროების, ჩვენი როლის და ფუნქციის შესახებ“, - განაცხადა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.

 

„თელავის ღვინის მარნის“ დამფუძნებელი ზურაბ რამაზაშვილი „კომერსანტთან“ საუბრისას ამბობს, რომ გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის დროს მიღებული გადაწყვეტილებები სოფლის მეურნეობის და მეღვინეობა-მევენახეობის სფეროზე დადებითად აისახა.


 

„გიორგი გახარიას საქმიანობას ბიზნესის ხელშეწყობის კუთხით დადებითად შევაფასებდი. შემიძლია შევადარო ის ყველა არსებულ პრემიერს, ვისთანაც მომიწია როგორც მეწარმეს მუშაობა და მაქსიმალურ შეფასებას მივცემდი. მისი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში მთავრობის გადაწყვეტილებებმა დადებითი გავლენა მოახდინა ჩვენს ბიზნესსაქმიანობაზე. გახარიას მიერ გადადგმული ნაბიჯები დადებითად აისახა სოფლის მეურნეობის და მეღვინეობა-მევენახეობის სფეროზე.

ახალი პრემიერისგან კი მოველი, გახარიას საქმის გაგრძელებას და სახელმწიფო სტანდარტების მკაცრ დაცვას, ასევე იმის გარანტიას რომ ქართული პროდუქცია, რომელიც ექსპორტზე გაგვაქვს იქნება მაღალი სტანდარტის და მოხდება ამის კონტროლი. საექსპორტო პროდუქცია ასე ვთქვათ „ფილტრში გავლილი“ უნდა იყოს, რაც საშუალებას მოგვცემს ეს საქონელი მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანი გავხადოთ, რადგან ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერე დაფუძნებულია იმ პროდუქტის ღირებულებაზე და ხარისხზე რომელსაც ის უშვებს“, - აღნიშნავს ზურაბ რამაზაშვილი.

 

ყოფილი პრემიერ-მინისტრის მუშაობას დადებითად აფასებს „ლილო მოლის“ გენერალური დირექტორი, გიორგი კვარაცხელიაც. მისი თქმით, გიორგი გახარია პრემიერობის დროს მთავრობა ბიზნესთან ახლოს იყო და კარგად ესმოდა ის პრობლემები, რომელიც ბიზნესს აწუხებდა.

 

„გიორგი გახარია ძალიან ძლიერი პრემიერი იყო და ძალიან ვწუხვარ, რომ გადადგა. მას კარგად ესმოდა ბიზნესის ხმა. რა პრობლემის მოგვარებაც იყო ყოველთვის მნიშვნელოვანი იმ წერტილს ზუსტად ხედავდა. როგორც კრიზის მენეჯერის მუშაობას 10 ქულიანი სისტემით, 10 ქულით შევაფასებდი“, - განაცხადა გიორგი კვარაცხელიამ.

 

გიორგი გახარიას მუშაობას მეტ-ნაკლებად დადებითად აფასებს „გორის საკონსერვო ქარხანა კულას“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ივანე გოგლიძე. ბიზნესმენი აცხადებს, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიზნესის ხმა უმეტესად ესმოდა.

 

„არეული სიტუაცია ბიზნესზე ყოველთვის ნეგატიურად მოქმედებს, დაველოდოთ როგორ დალაგდება სიტუაცია.  გიორგი გახარიას ბიზნესის ხმა მეტ-ნაკლებად ესმოდა, შეიძლება ყველაფერი არა მაგრამ, უმეტესად ესმოდა. მის მუშაობას 10 ქულიანი სისტემით, 8 ქულით შევაფასებდი, იქედან გამომდინარე, რომ მაინც და მაინც ცუდი პრემიერ-მინისტრი არ ყოფილა. ახალმა პრემიერმა ბიზნესს ხელი მაქსიმალურად უნდა შეუწყოს, რათა ბიუჯეტში თანხა შევიდეს და ქვეყანაში სტაბილურობა იყოს“, -ივანე გოგლიძემ.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up