„წავიდა და არავინ თვლის საზოგადოებას იმის ღირსად, რომ მიზეზი აუხსნან“-ანა ნაცვლიშვილი

„წავიდა და არავინ თვლის საზოგადოებას იმის ღირსად, რომ მიზეზი აუხსნან“-ანა ნაცვლიშვილი

access_time2019-11-07 13:10:29

„წავიდა და არავინ თვლის საზოგადოებას იმის ღირსად, რომ მიზეზი აუხსნან. მომავალი მინისტრიც ასე გაუგებრად შემოვა სცენაზე და მერე გაუგებრადვე გავა. სისტემა კი იგივე დარჩება - ჩავარდნებითა და ამ ჩავარდნების ასობით მსხვერპლით სავსე“ - ასე აფასებს „ლელოს“ სპიკერი ანა ნაცვლიშვილი განათლების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის მიერ თანამდებობის დატოვებას.



,,ოდნავ თუ დავფიქრდებით, ამაზე უფრო სტრატეგიული მაღალი პოსტი ცოტა არსებობს ხელისუფლებაში: განათლების სისტემა ქმნის ან ვერ ქმნის იმ სივრცეს, საიდანაც ხვალინდელი საქართველოს შემოქმედები გამოდიან. განათლების სისტემა განსაზღვრავს, როგორები იქნებიან ხვალინდელი მოქალაქეები და ხელისუფალნი: ან თავისუფლები, განათლებულები, კრიტიკული აზროვნების უნარებით აღჭურვილები, კაცთმოყვარე და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეები, თუ უცოდინრები, ჩაგვრის და ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ გამოვლილები და შესაბამისად - გაბოროტებულები ან მორალურად გატეხილები, მერიტოკრატიის მოძულენი, პროტექციების მაძებარნი, და ა.შ. და ა.შ. ზოგი კი ამ სისტემას ფიზიკურადაც შეეწირება!


როცა წარსულის და წასვლის მიზეზების შეფასება არ ხდება, პრაქტიკულად გარდაუვალია, რომ მომავალი მინისტრიც ასე გაუგებრად შემოვა სცენაზე და მერე გაუგებრადვე გავა. სისტემა კი იგივე დარჩება - ჩავარდნებითა და ამ ჩავარდნების ასობით მსხვერპლით სავსე" - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.


„კომერსანტი“




„სფეის იქსის“ რაკეტა, რომელსაც ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე მიჰყავს, წარმატებით გაეშვა

„სფეის იქსის“ რაკეტა, რომელსაც ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე მიჰყავს, წარმატებით გაეშვა
access_time2020-05-30 23:58:40
სფეის იქსის“ რაკეტა „ფალკონ...

ქუთაისში მდებარე საწარმომ მზის პანელები აშშ-ში ექსპორტზე გაიტანა

ქუთაისში მდებარე საწარმომ მზის პანელები აშშ-ში ექსპორტზე გაიტანა
access_time2020-05-30 21:00:36
ძალიან სასიხარულოა, რომ საწარმო კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, როცა ჩვენ ვხსნით ეკონომიკას, საწარმო გაფართოებას გეგმავს. მის გეგმებში დიდი კორექტირება არ...

ჩინური კომპანია 99%-ით არის დარწმუნებული, რომ მათ მიერ შექმნილი კორონავირუსის ვაქცინა ეფექტური იქნება

ჩინური კომპანია 99%-ით არის დარწმუნებული, რომ მათ მიერ შექმნილი კორონავირუსის ვაქცინა ეფექტური იქნება
access_time2020-05-30 19:52:32
ჩინელი მეცნიერები 99%-ით არიან დარწმუნებულები, რომ კორონავირუსის ვაქცინა, რომელზეც მუშაობენ ეფექტური იქნება, - ამის შესახებ ინფორმაციას...

ნათია თურნავა - მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, ისევე როგორც მთლიანად მსოფლიოში

ნათია თურნავა - მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, ისევე როგორც მთლიანად მსოფლიოში
access_time2020-05-30 15:49:21
მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და ზოგადად, წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა “საქსტატის” მონაცემებს აპრილში ეკონომიკის 16.6%-იან ვარდნასთან...

ბაზარზე ლუდის პირველი ქართული ბრენდი ბრუნდება - „ზედაზენის“ ახალი პროდუქტი

ბაზარზე ლუდის პირველი ქართული ბრენდი ბრუნდება - „ზედაზენის“ ახალი პროდუქტი
access_time2020-05-30 15:00:14
„ზედაზენი“ ახალ პროდუქტს უშვებს. საუბარია ლუდის პირველ ქართულ ბრენდზე „ აიაზე“, რომელიც ბაზარზე...


მსგავსი სიახლეები

up