Washington post: როგორ უნდა შეჩერდეს ომი ყარაბაღში

Washington post: როგორ უნდა შეჩერდეს ომი ყარაბაღში

access_time2020-10-29 19:00:07

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა ნამდვილი კოშმარია დიპლომატისთვის. შემტევ მხარეს მიღწეულ გამარჯვებებზე უარის თქმა არ სურს, დამცველს კი ძალის მუქარით დათმობებზე წასვლა.


თვითმმართველი ყარაბაღი 1991 წლამდე სომხების მიერ დასახლებული აზერბაიჯანის ტერიტორია, რომელმაც 2-წლიანი ომის შედეგად დამოუკიდებლობა მიიღო, კლასიკური გაყინული კონფლიქტია, მაგრამ 27 სექტემბერს ეს კონფლიქტი ერთ წამში „გაცხელდა“, როდესაც აზერბაიჯანმა თურქული და ისრაელური უპილოტო საფრენი აპარატების მეშვეობით სომხეთის არტილერიას, ჰაერსაწინაამღდეგო თავდაცვას და ტანკებს შეუტია.


ყარაბახში წლების მანძილზე არსებული სტატუს-კვო სომხეთს აწყობდა, თუმცა, დღეს უკვე მისი შენარჩუნება შეუძლებელია.


ამ სიტუაციიდან მდგრადი და გრძელვადიანი გამოსავალი შეიძლება იყოს გარკვეული ავტონომიური სტატუსი და ორივე ქვეყნისგან დისტანცირება. თუმცა, სანამ ომი გრძელდება, საუბრები რეგიონის სტატუსზე ძალიან შორეულ პერსპექტივად გამოიყურება. ეს კონფლიქტი ნათლად აჩვენებს, რომ გადაუწყვეტელ რეგიონულ პრობლემებს დიდი აფეთქების და მასშტაბური კრიზისის გამოწვევა შეუძლიათ. თურქეთი დღეს აცხადებს, რომ აზერბაიჯანს ბრძოლის ველზე შეუერთდება, სომხეთში მდგომი რუსი ჯარისკაცები შესაძლოა ომში ჩაერთონ, ირანმა კი თავისი შეიარაღებული ძალები საზღვრისპირა რეგიონებში შეიყვანა.


ეს შორეული ომი შესაძლოა გახდეს ძალიან ცხელი და ძალიან ახლო.



ვაშინგტონში დიდი ზარ-ზეიმით გამოცხადებული ზავი არ მოქმედებს, ისევე, როგორ წინა შეთანხმებები ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. ამერიკული მხარე სწორ ღილაკებზე აჭერს და მხარეებს მოლაპარაკებების გაგრძელებას სთავაზობს ორ თემაზე - ერთია ცეცხლის შეწყვეტა (რაც სომხეთს აწყობს), მეორე კი კონფლიქტის ფართომასშტაბიანი დარეგულირების გეგმის გამომუშავება (ეს კი აზერბაიჯანის ინტერესია).


მოახლოებული ომის კონტურები ჯერ კიდევ 25 სექტემბერს აშშ-ს სახელმწიფო მდივანის მოადგილემ სტივენ ბიგანმა დააფიქსირა, მაგ ორივე ქვეყნის ელჩები შეიარაღების კონცენტრაციის დაუშვებლობის თაობაზე გააფრთხილა, ორივესგან მიიღო დაფიცება, რომ ომს არავინ აპირებს, თუმცა, 2 დღეში აზერბაიჯანი შეტევაზე გადავიდა.


10 და 17 ოქტომბერს, ჯერ რუსეთის, შემდეგ კი საფრანგეთის ინიციატივით, მიღწეულ იქნა შეთანხმებები ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, თუმცა არც ერთმა  იმუშავა. შემდეგ საქმეში მაიკ პომპეო ჩაირთო და ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ცეცხლის შეწყვეტის მორიგი შეთანხმება შედგა.


ვაშინგტონის მიზანი იმაშია, რომ მხარეებმა უნდა აღიარონ ვითარება შეცვლილია და ის 27 სექტემბრამდე არსებულ რეალობას უკვე ვერასდროს დაუბრუნდება. შექმნილ მდგომარეობაში სომხური მხარე დათმობისთვის მზად უნდა იყოს. თუმცა, აზერბაიჯანი, რომელიც სამხედრო უპირატესობას ფლობს, ამ მიდგომას არ იზიარებს სახელმწიფო დეპარტამენტში, დაადასტურეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მიღებული შემოთავაზება არ მიიღო, რადგანაც ტექსტში არაა დაზუსტებული სომხური მხარე საიდან და რა ვადებში უნდა გავიდეს.


შეთანხმების ტექსტი შეიცვალა, ახალი ვერსია ყველა მხარემ მოიწონა, დონალდ ტრამპმა კი თავისი მორიგი ტვიტით ყველაზე მიღწეული შეთანხმება მიულოცა. თუმცა, მოსალოდნელ ზავს არც ერთი საათი არ უმოქმედია. როგორც ჩანს, პრეზიდენტმა ალიევმა იგრძნო, რომ გამარჯვება ბრძოლის ველზე ძალიან ახლოსაა, ხოლო სომხეთი არავითარ შემთხევაში არ დათმობს ე.წ. ლაჩინის დერეფანს, რომელიც მთიან ყარაბახს სომხეთთან აკავშირებს. მხარეები ომს მანამ არ შეაჩერებენ, სანამ არ იგრძნობენ, რომ დიდი ფასის გადახდა მოუწევთ. აშშ-მ ომის საფასურის გაზრდაზე სასწრაფოდ უნდა იფიქროს. რისი გაკეთება შეიძლება? ისრაელზე ზემოქმედების მოხდენა რომ მან აზერბაიჯანს იარაღი არ მიაწოდოს? ურჩიოს რუსეთს კუნთების დემონსტრირება სომხეთის სასარგებლოდ? ან შესაძლებელია შტატებმა თავისი მოკავშირის - თურქეთის - ამ ომში ჩართულობა დაგმოს?


ასეთია რეალური პოლიტიკის ყარაბახური ვერსია - ზავი ვერ ამოქმედდება, თუ ალტერნატივა უფრო მტკივნეული არ გახდება.


მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე დიპლომატებმა მიდგომა უნდა გაამკაცრონ.


washingtonpost.com

თენგიზ აბლოთია

თეგები:
ყარაბაღი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up