Washington post: პუტინი  ხელში ბელორუსიის  ჩაგდებას ცდილობს

Washington post: პუტინი ხელში ბელორუსიის ჩაგდებას ცდილობს

access_time2020-02-14 20:00:05

ვლადიმერ პუტინი თავისი მმართველობის 2 ათწლეულის მანძილზე,  ყოველთვის ცდილობდა მოსკოვის ძალაუფლების აღდგენას პოსტ-საბჭოთა რესპუბლიკებზე.ძირითადად, მისი მცდელობები წარუმატებლად დასრულდა იმის მიუხედავად, რომ ის ახორციელებდა ეკონომიკური ზეწოლას, აყალბებდა არჩევნებს, აწარმოებდა პროპაგანდისტულ კამპანიებს და კიბერ-ომებს.


საქართველოს და უკრაინის შემთხვევაში მან სამხედრო ძალა გამოიყენა, თუმცა აღადგინა კონტროლი ტერიტორიების მხოლოდ ნაწილზე, რომელიც რუსეთს ესაზღვრებოდა. ქვეყნებმა შეძლეს სუვერენიტეტის შენარჩუნება და დღეს უკვე არიან რუსეთის მოსისხლე მტრები, მაშინ როდესაც არც თუ ისე დიდი ხნის წინ რუსეთის ახლო მეგობრები იყვნენ.


თუმცა, ამის მიუხედავად, პუტინი არ აპირებს შეჩერებას და ამჯერად თავის უახლოეს და მრავალწლიან მოკავშირეს - ბელორუსიას უტევს.მან მიიტანა მორიგი შეტევა ქვეყნის ერთპიროვნულ მმართველზე, პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოზე, რომელიც ეწინაამღდეგება „უფროს ძმას“. მართალია, ის არაა მიმზიდველი პარტნიორი დასავლეთისთვის, ის აყალბებს არჩევნებს, არღვევს ადამიანის უფლებებს, ახშობს თავისუფალ პრესას და ოპოზიციას, თუმცა, ქვეყნის გადარჩენისთვის მისი მცდელობა მხარდაჭერას იმსახურებს.


რუსეთმა შეწყვიტა ბელორუსიის ეკონომიკისთვის ძალზე მნიშვნელოვანი სუბსიდირებული ნავთობის მიწოდება. მან მოითხოვა მოსკოვთან ინტეგრაციის გაღრმავება იმ დონეზე, რომელიც ფაქტობრივად, სუვერენიტეტზე უარის თქმაა.


ლუკაშენკო და პუტინი ერთმანეთს რამდენიმე დღის წინ შეხვდნენ, თუმცა, უშედეგოდ - რუსეთის პრეზიდენტი კვლავ უარს ამბობს ბელორუსიისთვის გაზის და ნავთობის სუბსიდირებული ფასებით მიწოდებაზე.


თუ ეს სიტუაცია არ შეიცვლება, ბელორუსიას დიდი პრობლემები ელის, რადგანაც მისი ექსპორტის 25% იაფი რუსული ნავთობიდან წარმოებულ საწვავზე მოდის.


მას აქვს ორი ვარიანტი - ან დათანხმდეს ღრმა ინტეგრაციას, ან მოიფიქროს, როგორ შეიძლება გარდაუვალი ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლა. სიტუაციას ისიც ართულებს, რომ ექსპორტის გარდა, იაფი რუსული ენერგომატარებლები აქტიურად გამოიყენება ქვეყნის შიგნით - ენერგომატარებლების დაბალი ღირებულება ზრდის ბელორუსიის საბჭოთა ტიპის, გეგმიური ეკონომიკის კონკურენტუნარიანობას.



ლუკაშენკო დემონსტრაციულად ეწინაამღდეგება რუსულ ზეწოლას და ყიდულობს ნორვეგიულ ნავთობს. 1 თებერვალს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო გახდა. 1993 წლიდან ის იყო პირველი ამერიკელი მაღალჩინოსანი, რომელიც მინსკს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ის შეპირდა ლუკაშენკოს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია 2008 წლის შემდეგ პირველად მიავლენს ბელორუსიაში ამერიკის ელჩს.


მან ასევე განაცხადა, რომ ამერიკელი მენავთობეები მზად არიან 100% დაფარონ ბელორუსიის მოთხოვნა ნავთობზე, თანაც, კონკურენტულ ფასებში.


თუმცა, ამერიკული ნავთობი ვერ გადაარჩენს ბელორუსიის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, რადგანაც ოკეანის მიღმა მდებარე საბადოებიდან შორეულ ბელორუსიაში ჩამოტანილი ნავთობი ყველა შემთხვევაში იქნება რუსულზე ძვირი - ეს გეოგრაფიის საკითხია და არა პოლიტიკის.


საბოლოო ჯამში, ლუკაშენკოს მოუწევს ძალიან მძიმე არჩევანის გაკეთება - ის ან შეუშინდება ზეწოლას და დანებდება პუტინს, ან დააყენებს საკუთარ ქვეყანას შოკური თერაპიის აუცილებლობის წინაშე, რომლის გარეშეც შეუძლებელია რუსული გავლენიდან გამოსვლა.


თუ ბელორუსიამ აირჩია მეორე გზა, აშშ-მა და ევროკავშირმა უნდა გააკეთონ ყველაფერი იმისთვის, რომ შეუმსუბუქოს ტკივილი ბელორუს ხალხს. ამავე დროს განაგრძონ ძალისხმევა ქვეყანაში ადამიანის უფლებების მეტად დაცვისთვის.


წყარო: Washington post,inopressa.ru

თენგიზ აბლოთია

თეგები:
პუტინი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up