Washington Post: დონალდ ტრამპის მოსამსახურეები არალეგალი იმიგრანტები იყვნენ

Washington Post: დონალდ ტრამპის მოსამსახურეები არალეგალი იმიგრანტები იყვნენ

access_time2019-12-07 20:00:18

 

აშშ-ს დღევანდელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცნობილია თავისი ანტიმიგრანტული განცხადებებით, თუმცა, როგორც ამბობს მისი ოჯახის 2 ყოფილი მოსამსახურე, ტრამპის სახლში და მისი კომპანიის გოლფ-კლუბებში ძირითადად მუშაობდნენ სწორედ არალეგალი-მიგრანტები,

 

ერთ-ერთი მათ შორის არის კოსტა-რიკელი  სანდრა დიასი.

 

ტრამპის სახლში შესვლის წინ მას უნდა დაეცვა რამდენიმე წესი - პირველი რიგში, ის უნდა ყოფილიყო უჩინარი. ტრამპის პირადი მოსამსახურე შედიოდა ბიზნესმენის სახლში ბახილებით, ხელებზე კი ეკეთა ლატექსის ხელთათმანები, მას ასევე აკრძალული ჰქონდა კოსმეტიკის გამოყენება - იმისთვის, რომ სახლში არ დარჩენილიყო მისი ყოფნის მცირე ნიშანიც კი.

 

დიასი მუშაობდა ამერიკის მომავალი პრეზიდენტის სახლში უკანონოდ, სოციალური უზრუნველყოფის ყალბი ბარათით, რომელიც მან იყიდა 50 დოლარად შავ ბაზარზე.

 

წლების მანძილზე, ის და სხვა არალეგალი მიგრანტები - მზარეულები, მებაღეები, ოფიციანტები, ადამიანები, რომელთა მოვალეობაში შედიოდა ტრამპის გოლფის ნიჩბების ტარება, და ა.შ. - ხედავდნენ ბიზნესმენის და დღევანდელი პრეზიდენტის ოჯახის ცხოვრებას შიგნიდან, შელამაზების გარეშე.

 

1 წლის მანძილზე The Washington Post გაესაუბრა 49 არალეგალ მიგრანტს, რომელიც უკანონოდ მუშაობდა ტრამპის და მისი კომპანიის კუთვნილ 11 ობიექტში სხვადასხვა შტატში. დეტალურმა შემოწმებამ დაადასტურა, რომ მათმა პატრონმა იცოდა, რომ ისინი იყვნენ არალეგალები, თუმცა, ეს მას საერთოდ არ აწუხებდა.

 

ათწლეულების მანძილზე არალეგალი-იმიგრანტები ცხოვრობდნენ, როგორ ტრამპის ჩრდილოვანი ოჯახი. მომავალი პრეზიდენტი ზოგჯერ ესაუბრებოდა მათ  - ეკითხებოდა სახელებს, რამდენი ხანი მუშაობენ მასთან, და მოსწონთ თუ არა აქაურობა. საუბარი როგორც წესი სრულდებოდა იმით, რომ ტრამპი აძლევდა მათ 50 ან 100 დოლარს.

 

როდესაც ტრამპმა დაიწყო აქტიური კამპანია მექსიკელი არალეგალების წინაამღდეგ, მის სამზარეულოში და სამრეცხაოში დაიწყო უკმაყოფილების  დაგროვება.

 

„როდესაც ტრამპი გახდა პრეზიდენტი მისი მდიდარი სტუმრები დაგვცინოდნენ ჩვენ  - გვეუბნებოდნენ  - თქვენ კიდევ აქ ხართ? რატომ ვერ მოგიცილათ ამდენი ხანი? დავურეკავ ტრამპს და ვეტყვი, რომ შენ ხარ წყეული მექსიკელი“ - ყვება გაბრიელ ხუარესი, რომელიც 10 წელი მუშაობდა ოფიციანტად ტრამპის ერთ-ერთ გოლფ-კლუბში.

 


ამიტომაც, ბევრმა მოსამსახურემ დაიწყო ურთიერთობა პრესასთან  - არა ფული ან შიშის, არამედ ტრამპის და მისი გარემოცვის ამაზრზენი ფარისევლობის გამო.

 

ბიზნესმენი და მისი ოჯახი ბევრ დროს ატარებდნენ, და დღესაც ატარებენ რამდენიმე ვილაში. იქ მომუშავე მოსამსახურეებს ბევრი რამ აქვთ მოსაყოლი.

 

არალეგალ მიგრანტების იყენებდნენ ყველაზე პირადული სამუშაოს შესასრულებლად.

ტრამპს უყვარს კარგად შემწვარი ბურგერები, „ტიკ-ტაკის“ დრაჟე, რომელიც უნდა იყოს გარკვეული რაოდენობის - მისი საძინებლის კარადაზე უნდა იდოს ორი სავსე და ერთო ნახევრად ცარიელი კონტეინერი „ტიკ-ტაკით“.

იგივე წესები ვრცელდება ტონალურ კრემზე Bronx Colors, რომელსაც ხმარობს ტრამპი - აბაზანის კარადაში უნდა იყოს ორი სავსე და ერთი ნახევრად სავსე ქილა.

 

შხაპის მიღების დროს ტრამპი იყენებს საპონს Irish Spring, და პირადად წყვეტს გადააგდოს თუ არა ნახმარი საპონის ნარჩენები.

 

ეს ასევე ეხებოდა ყველაფერს დანარჩენს - გაზეთებს, ტანსაცმელს, და ა.შ. - ის ყრის გადასაგდებ ნივთებს იატაკზე.

 

ტრამპი ასევე ხშირად ყრის ტანსაცმელს, და მისი ნახმარი ტანსაცმლის ძირითადი მიმღები არის მისი სიმამრი ვიქტორ კნავსი. თუმცა, ყველასთვის აკრძალულია მისი გადაგდებული გოლფის წითელი კეპის გამოყენება. ერთხელ მისმა სიმამრმა დაიხურა ის, რასაც მოჰყვა დიდი სკანდალი - ტრამპმა სტუმრების წინაშე გამოლანძღა სიმამრი, უბრძანა მას კეპი მოხდა და უთხრა „წაეთრიე აქედან“..

 

თუმცა, ზოგჯერ ის იყო სულ სხვანაირი - ყურადღებიანი და დემოკრატიული.

 

ერთხელ მექსიკელი ევა მორალესი რეცხავდა ფანჯრებს ტრამპის ერთ-ერთ გოლფ-კლუბში, და დაბალი სიმაღლის გამო ვერ წვდებოდა ზედა ნაწილს - ამ დროს მოვიდა ტრამპი, აიღო ხელში ჩვარი, და თავად დაიწყო წმენდა.

 

ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ დაიწყო სირთულეები - მოსამსახურე პერსონალს უკვე ამოწმებდა უსაფრთხოების სამსახური, არალეგალებს ეშინოდათ თავიანთი პიროვნებების გამხელა და ყალბი საბუთების წარდგენა.  

 

2017 წლის იანვარში პრეზიდენტის შვილმა ერიკმა, რომელმაც ამჟამად მართავს ოჯახურ ბიზნესს, განაცხადა, რომ Trump Organization  იღებს მკაცრს ზომებს თავის რიგებში არსებული არალეგალების წინაამღდეგ.

 

„ადამიანები, ვინც წარადგინა უკანონო და გაყალბებული საბუთები დაუყოვნებლივ დატოვებენ ჩვენს კომპანიებს“ - განაცხადა მან.

 

კომპანიამ დაიწყო შემოწმება, რომლის დროსაც ადმინისტრაციამ დაითხოვა სხვადასხვა ობიექტზე მომუშავე როგორც მინიმუმ 60-მე არალეგალი.

 

ზოგადად, ტრამპი არასდროს არ იყო მიგრანტების იაფი შრომის გამოყენების წინაამღდეგი - 1980 წელს მის სამშენებლო პროექტებში მონაწილეობდა ასობით პოლონელი არალეგალი - მისი თქმით, მან არაფერი იცოდა მათი უკანონო სტატუსის თაობაზე, თუმცა, 1998 წელს მას მოუწია ამ საკითხზე სასამართლოს წინაშე წარდგომა. მან დაარეგულირა ეს პრობლემა 1,39 მლნ. დოლარის ჯარიმის გადახდით.

 

დემოკრატი-კონგრესმენები დაჟინებით მოითხოვენ უშიშროების სამინისტროსგან ტრამპის მიერ არალეგალური სამუშაო ძალის გამოყენების ფაქტებზე გამოძიების დაწყებას, თუმცა, ამ ეტაპზე ამის პერსპექტივა არ ჩანს.

 

რამდენიმე თვის წინ ნიუ-იორკის პროკურატურამ დაიწყო გამოძიება და გამოკითხა ტრამპის 20 ყოფილი თანამშრომელი, თუმცა, მას შემდეგ არანაირი აქტივობა ამ მიმართულებით არ შეიმჩნევა.

 


თეგები:
Washington Post



„მთავარია ხარისხიანი ანტიკრიზისული გეგმა შემუშავდეს“

„მთავარია ხარისხიანი ანტიკრიზისული გეგმა შემუშავდეს“
access_time2020-04-02 10:30:06
კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან ერთი  თვეზე მეტი გავიდა. ქვეყანაში უმკაცრესი ზომებია მიღებული, საქართველოს ეკონომიკა კი დიდი და  მნიშვნელოვანი პრობლემის  წინაშე დგას. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობა ცდილობს ეკონომიკური აქტივობები ბოლომდე არ შეზღუდოს, ბიზნესის დიდი ნაწილი გაჩერებულია და ელოდება როდის წარადგენს გიორგი გახარიას გუნდი დოკუმენტს, რომელიც ეკონომიკურ შოკს შეუმსუბუქებს.   ეკონომიკური საქმიანობა შეაჩერა და...

Forbes: აპრილის ეკონომიკა და გადასახადების გრძელი სია

Forbes: აპრილის ეკონომიკა და გადასახადების გრძელი სია
access_time2020-04-01 20:00:58
1 აპრილს მილიონობით ამერიკის მაცხოვრებლისთვის იჯარის გადახდის ბოლო ვადა ყველაზე დამამძიმებელი აღმოჩნდა. უძრავი ქონების ყოველი მეოთხე მოქირავნე ახლა შემოსავლის მეოთხედზე მეტს საცხოვრებელზე იხდის. საცხოვრებლის ქირა კი მხოლოდ პირველია იმ გადასახადების რიგში, რისი მოგვარებაც აპრილში ხალხს მოუწევს -  კომუნალური გადასახადები, საკრედიტო ბარათები, დაზღვევა, იპოთეკა, სტუდენტური გადასახადი - ბევრი რამ რასაც არაერთი ამერიკელი უბრალოდ ვერ გასწვდება. კარგი ამბავი ისაა, რომ აპრილიდან სექტემბრის...

ლიბერთი მომხმარებელზე ზრუნვას განაგრძობს

ლიბერთი  მომხმარებელზე ზრუნვას განაგრძობს
access_time2020-04-01 17:50:52
დღეიდან, 1 აპრილიდან, ლიბერთის გადაწყვეტილებით, არაასაკობრივი პენსიონერები „პენსია ჩარიცხვამდე“ სერვისით უფასოდ ისარგებლებენ. ,,ჩვენ ვაგრძელებთ მომხმარებელზე ზრუნვას და მათ უსაფრთხოებასა და საჭიროებებზე მორგებულ კიდევ ერთ სიახლეს ვთავაზობთ. დღევანდელი გადაწყვეტილებით, არაასაკობრივ პენსიონერებს შეეძლებათ შეუფერხებლად და რაც მთავარია, ნულოვანი ტარიფით გაიაქტიურონ ‘პენსია ჩარიცხვამდე’ სერვისი სერვისცენტრებსა და ლიბერთის ნებისმიერი ბანკომატის საშუალებით. გვინდა, ვთხოვოთ...

1 აპრილი - ქართული ლარი მყარდება, თურქული ლირა მცირედით გაუფასურდა

1 აპრილი - ქართული ლარი მყარდება, თურქული ლირა მცირედით გაუფასურდა
access_time2020-04-01 19:00:37
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდება, სამეზობლოში ვალუტის კურსები ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება.    ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 1 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 4 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2413 ლარი შეადგინა. Bloomberg-ზე დილიდან ვაჭრობა...

საქართველოს მთავრობამ ყველა დეველოპერული მშენებლობა შეაჩერა

საქართველოს მთავრობამ ყველა დეველოპერული მშენებლობა შეაჩერა
access_time2020-04-01 18:10:11
საქართველოს მთავრობამ ყველა დეველოპერული მშენებლობა შეაჩერა. როგორც „კომერსანტმა“  გაარკვია, შესაბამისი ცვლილება „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში შევიდა.    ინფორმაციის გადამოწმება მთავრობის ცხელ ხაზზეც ვცადეთ, სადაც განგვიცხადეს, რომ დეველოპერული საქმიანობა ქვეყანაში გუშინ აიკრძალა. 144-ზე გვითხრეს, რომ შპს-ს იმ შემთხვევაში აქვს მუშაობის უფლება...


მსგავსი სიახლეები

up