Washington post: ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთის წინაამღდეგ ახალ სანქციებს ამზადებს

Washington post: ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთის წინაამღდეგ ახალ სანქციებს ამზადებს

access_time2021-02-25 20:00:09

ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთის წინაამღდეგ ახალ სანქციების, ამჯერად ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის და ამერიკის საჯარო სტრუქტურებზე კიბერშეტევის გამო ამზადებს.

 

დამსჯელი ზომების მიზანია მსოფლიოსთვის მკვეთრი სიგნალს გაგზავნა იმაზე, რომ რუსეთი აშშ-ს და მოკავშირეების წინაამღდეგ კიბერ-ინსტრუმენტებს წლების მანძილზე იყენებს, არჩევნებში ერევა, ჰაკერებთან თანამშრომლობს და ბოლო პერიოდში - აშშ-ს სახელმწიფო ორგანოების მუშაობას აფერხებს.

 

სასჯელი კიბერშეტევების გამო  უფრო ფართო ზომიანი პაკეტის ნაწილი იქნება, რომლის მიზანიცაა მოსკოვის პასუხისმგებლობა სხვა ქმედებებისთვისაც მაგალითად, ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მოწამლვის გამო.

 

აშშ-ს ადმინისტრაცია ასევე მკვეთრ ოფიციალურ განცხადებას ამზადებს კიბერშეტევებთან კრემლის კავშირის გამო. პრეზიდენტის მრჩეველი კიბერუსაფრთხოების და ახალი ტექნოლოგიების საკითხებში ენ ნოიბერგის თქმით, როდესაც ადგილი ასეთი მასშტაბის შეტევას აქვს, ეს უკვე  კიბერშპიონაჟის კონკრეტული ფაქტი არაა.

 

„ჩვენ საქმე აშშ-ს და მისი მოკავშირეების წინაამღდეგ გეგმაზომიერ მოქმედებებთან გვაქვს, და ეს არა ერთეული შემთხვევითი ფაქტებია, რომლებიც ყველგან და ყველა ქვეყანაში შეიძლება მოხდეს, არამედ სისტემური მიდგომა“, - განაცხადა მან,

 

ნიშანდობლივია ისიც, რომ თავდასხმა ამერიკის საჯარო სტრუქტურებზე რუსული ჰაკერული პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით განხორციელდა. ძირითადი დარტყმა კომპანია SolarWinds-მა მიიღო, რომელიც შტატების სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობს და სწორედ ამ გზით ჰაკერებმა მათ სერვერებზე შეაღწიეს.


 

SolarWinds-ის ბევრმა სხვა კლიენტმა, ძირითადად ბიზნეს კომპანიებმა, რომლებიც ჰაკერებისთის ინტერესს არ წარმოადგენდნენ, შეტევის შეჩერებისთვის საჭირო ინფორმაცია მიიღეს და შესაბამისად, უვნებლები დარჩნენ.

 

ამერიკელი მაღალჩინოსნების აზრით,  სწორედ ეს შერჩევითობაა იმის მაჩვენებელი, რომ კიბერდამნაშავეების სამიზნე სწორედ შტატების საჯარო სტრუქტურები იყვნენ.

 

ატლანტიკური საბჭოს პროგრამის Cyber Statecraft Initiative-ის დირექტორის ტრეი ჰერის თქმით, პრობლემა ასევე ისიცაა, რომ ამ ტიპის შეტევები პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი კომპანიებისადმი ნდობას ძირს უთხრის.

 

„ის რაც მოხდა დიდი შეურაცხყოფაა ამერიკული ისტებლიშმენტისთვის კიბერუსაფრთხოების დარგში, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორში. ეს რუსების სირცხვილი არაა, ეს ჩვენი სირცხვილია“, - თვლის ის.

 

ჯერ კიდევ დეკემბერში  The Washington Post ამტკიცებდა, რომ კიბერშეტევა რუსეთის უმაღლესი ეშელონებიდან გაცემული ბრძანების საფუძველზე მოხდა, თუმცა, არჩევნების შემდეგ, წარმავალმა ტრამპის ადმინისტრაცია ამის შესახებ ღია განცხადებისგან თავი შეიკავა. თავად ტრამპი კი მოსკოვის როლს კიბერშეტევაში გაცილებით უფრო რბილად აფასებდა.

 

როგორც ჩანს, ბაიდენმა მიდგომა შეცვალა, მან დაზვერვას საკითხის საფუძვლიანი და დეტალური შესწავლა დაავალა.

 

„ჩვენი საერთო აზრით, ეს ოპერაცია ჩაფიქრებული იყო როგორც გრძელვადიანი და დაბალი ინტენსიურობის. ჰაკერები რამდენიმე თვის მანძილზე შტატების სახელმწიფო სტრუქტურების საქმიანობას თვალს ისე ადევნებდნენ, რომ ეს საერთოდ არ ჩანდა. რუსეთის მხრიდან კიბერშეტევა განსაკუთრებული სიახლე არაა, საგარეო დაზვერვის სამსახურმა 2014-2015 წლებში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის, თეთრი სახლის და სამხედრო შტაბების გაერთიანებული კომიტეტის ქსელებში შეაღწია. მაგრამ არც ერთი ეს ოპერაცია წარმატებული არ ყოფილა. ჰაკერული შეტევები საწყის სტადიაზე გამოვლინდა და აღიკვეთა“, - განაცხადა მან.

 

ამჯერად რუსებმა დაშვებული შეცდომები გაითვალისწინეს და შეტევისთვის ახალი მოდელი გამოიყენეს, რომელიც ძალიან ეფექტური აღმოჩდა. აშშ- ს ამ ფაქტის რეაგირების გარეშე დატოვების უფლება არა აქვს.

 





ქაღალდი ჩამოცვენილი ფოთლებიდან - უკრაინული სტარტაპის იდეა

ქაღალდი ჩამოცვენილი ფოთლებიდან - უკრაინული სტარტაპის იდეა
access_time2021-04-11 20:00:56
უკრაინის ზაკარპატიეს ოლქში დაბადებულმა ვალენტინ ფრეჩკამ ჩამოცვენილი ფოთლების გადამუშავების და მათგან ქაღალდის წარმოების ტექნოლოგია ჯერ კიდევ სკოლაში მოიფიქრა.დღეს მის მიერ დაარსებული სტარტაპი ხარკოვში და რივნოში ამ უჩვეულო მასალიდან ქაღალდის პაკეტებს აწარმოებს, რომლებიც 8 კგ. -ს წონას უძლებენ.კომპანიაში 7 ტონა ფოთლები გადაამუშავეს და ამაზე შეჩერებას არ აპირებენ - ასეთი ქაღალდისგან კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეიძლება -...

Süddeutsche Zeitung: საიდან არის მოსალოდნელი შემდეგი პანდემია?

Süddeutsche Zeitung: საიდან არის მოსალოდნელი შემდეგი პანდემია?
access_time2021-04-11 18:00:37
ადრე იყო ერთი მონადირის ისტორია ცენტრალურ აფრიკაში, რომელმაც მაიმუნი მოკლა. შესაძლოა, მან ცხოველთან ბრძოლის დროს დაზიანება მიიღო, ან მაიმუნის სისხლის მის ორგანიზმში ხორცის დამუშავების დროს მოხვდა. ეს ზუსტად არავინ იცის.ასე იყო თუ ისე, ცხოველის ფიზიოლოგიურ სითხესთან ერთად მის ორგანიზმში ვირუსმა შეაღწია. ეს ისტორიული მოვლენა დაახლოებთ 100 წლის წინ მოხდა, და სრულიად შეუმჩნევლად ჩაირა, თუმცა, ათეულობით წლის შემდეგ ამან უამრავი ადამიანის...

“რას მართავენ წარმატებით ? ” - ვახო სანაია

“რას მართავენ წარმატებით ? ” - ვახო სანაია
access_time2021-04-11 18:06:12
“კოვიდს წარმატებით ვმართავთო. შეგიძლიათ, მითხრათ, რა იგულისხმება ამ სიტყვებს მიღმა ?” — ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ვახო სანაია წერს.“● პირველი ტალღა გვქონდა● მეორე ტალღაც გვქონდა ● ახლა მესამე ტალღაც გვაქვსო ● როცა საჭირო იყო, ტესტირება პრობლემა გახდა. ● ერთი ლოქდაუნი გვქონდა● მეორე ლოქდაუნიც გვქონდა ● ქვეყანა ახლაც ჩაკეტილია ● უახლოეს მომავალში სავარაუდოდ კიდევ...

LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება

LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება
access_time2021-04-10 20:00:49
ბოლო 5 წლის მანძილზე ქვეყნებს შორის საზღვრების გახსნილობამ 3 მძიმე დარტყმა მიიღო - ტერორიზმი, მიგრანტები და პანდემია.ამ სამმაგმა შოკმა ის მოიტანა, რომ განვითარებული ქვეყნების მრავალწლიანი მცდელობები საზღვრები ფაქტიურად წაეშალათ, აშკარად ჩავარდა - ფაქტი კი ისაა, რომ საზღვრები არსად არ გამქრალა, და მათ კონტროლი სჭირდებათ.ცივი ომის დასრულებიდან 30 წლის შემდეგ, ჩვენ მორიგი ციკლის დასასრულის მოწმეები ვართ -...

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი
access_time2021-04-10 18:05:44
ევროკავშირის ლიდერთა სოლიდარობა და ერთიანობა პანდემიის მთელი პერიოდის მანძილზე დიდი გამოცდის წინაშე დგას, რაც ნათლად ადასტურებს, რამდენად სუსტი და არამყარია ეს გაერთიანება.თანაც კორონავირუსი ერთადერთი მიზეზი არაა, რომლის გამოც ევროკავშირის ერთიანობა კითხვის ქვეშ დგას. ევროპის ქვეყნების ლიდერები შესაძლოა ერთმანეთს შეეჯახონ რამდენიმე საკითხის გამო, რომელმაც მათ შორის უთანხმოება უკვე წარმოქმნა.საკვანძო პრობლემებია - კონსენსუსის არარსებობა...


მსგავსი სიახლეები

up