Washington post: ბაიდენი - რუსეთისთვის კარგად ნაცნობი მტერი

Washington post: ბაიდენი - რუსეთისთვის კარგად ნაცნობი მტერი

access_time2020-11-04 19:00:44

ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინს „კგბ-ს ბანდიტს“, ხოლო ტრამპს „პუტინის ლეკვს“ უწოდებს. შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატმა განაცხადა, რომ რუსეთი აშშ-სთვის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს. ამიტომაც მოსკოვში კარგად იციან მათთვის ბაიდენის პრეზიდენტობა როგორი იქნება.

 

თუ დემოკრატი-კანდიდატი ბრძოლას თეთრი სახლისთვის მოიგებს, სავარაუდოდ, ის ნატო-სთან აქტიურ ურთიერთქმედებას განაახლებს, რაც ტრამპის იზოლაციის შემდეგ დიდი მოტრიალება იქნება.

 

ბაიდენმა ასევე დასავლეთში არჩევნებში ჩარევის მცდელობების გამო მოსკოვის უფრო მკაცრ დასჯაზე მიანიშნა. ამიტომაც, გასაკვირი არაა, რომ კრემლს ტრამპის მეორედ გაპრეზიდენტება ურჩევნია.

 

ანალიტიკური ცენტრის R. Politik-ის დირექტორის ტატიანა სტანოვაიას თქმით, მოსკოვში ამერიკულ ისტებლიშმენტს ღიად ანტირუსულად მიიჩნევენ, თუმცა, ტრამპი იმდენად არაპროგნოზირებადია, რომ პუტინს ვაშინგტონის პოლიტიკურ ელიტასთან მისი დაპირისპირების იმედი ჰქონდა.

 

პუტინის აზრით, ეს ისეთ გარიგებებს გახდიდა შესაძლებელს, რომლებიც სხვა პრეზიდენტის პირობებში შეუძლებელი იქნებოდა. თუმცა, ეს იმედები არ გამართლდა. მეტიც, რუსეთის დიპლომატიური ელიტა პუტინის ამ მოსაზრებას არ იზიარებდა.

 

დღეს, 4 წლის შემდეგ, რუსი ლიდერები ტრამპისადმი გაცილებით უფრო სკეპტიკურად არიან განწყობილები, ვიდრე 2016 წელს.

 

თუმცა, ყველა შემთხვევაში ტრამპი მათთვის უკეთესია, ვიდრე ღია და გაცხადებული მტერი, ისეთი, როგორიცაა ჯო ბაიდენი.


 

რუსეთში თვლიან, რომ ბაიდენი მოსკოვის მიმართ გაცილებით უფრო კრიტიკული იქნება და შესაძლოა სანქციების პოლიტიკა გაამკაცროს. თუმცა, დადებითი ისაა, რომ ტრამპთან შედარებით ბაიდენი გაცილებით უფრო პროგნოზირებადია და შესაბამისად, რუსეთთან ურთიერთობაში ნაკლები გაურკვევლობა იქნება“ - მიიჩნევს სტანოვაია.

 

ტრამპის კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მისი მეორე ვადის ძირითადი ბენეფიციარი სწორედ რუსეთი იქნება.

 

ტრამპის მეორე ვადა გააფთრებული კონფლიქტების და არეულობის პერიოდს ნიშნავს, როდესაც ჯუნგლების კანონები იმოქმედებს და ყველა ქვეყანას მხოლოდ საკუთარი თავის იმედი ექნება“ - განაცხადა ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა, მტკიცე რესპუბლიკელმა ელიოტ კოენმა.

 

მისი თქმით, ტრამპმა ეჭვქვეშ დააყენა ალიანსების სისტემა, რომელსაც ვაშინგტონი მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ ქმნიდა და ცდილობდა ყველას  დარწმუნება, რომ რუსეთთან კარგი ურთიერთობა სასარგებელო იქნება.

 

„გაუგებარია, ამაში რა შეიძლება არ მოსწონდეს მოსკოვს“ - თვის კოენი.

 

ბაიდენი შერყეულ ალიანსებს ააღორძინებს, პარიზის კლიმატურ შეთანხმებას კვლავ შეუერთდება და რუსეთის წინაამღდეგ სანქციებს არ შეარბილებს.

 

„სავარაუდოდ, ბაიდენი რუსეთზე ზემოქმედების ახალი ბერკეტების ძიებაში მოკავშირეებთან იმუშავებს. რუსებმა იმდენად გააუარესეს საკუთარი მდგომარეობა საერთაშორისო არენაზე, რომ მათი გავლენა დამოკიდებულია სხვა ქვეყნებთან პრობლემების შექმნაზე. რუსეთის საგარეო პოლიტიკური წარმატებები არაა დამოკიდებული სხვა დიდ ქვეყნებთან პოზიტიურ ურთიერთქმედებაზე“  - თვლის საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს ანალიტიკოსი სტივენ სესტანოვიჩი.

 

მისი აზრით, შესაძლოა ბაიდენის ადმინისტრაციამ დაასკვნას, რომ რუსეთი საერთაშორისო იერარქიაში იმდენად დაეცა, რომ მისი აზრი ძირითად  საერთაშორისო საკითხებში უმნიშვნელოა.

 

„ცუდი ამბავი პუტინისთვის ისაა, რომ ბაიდენს შესაძლოა რუსეთთან არავითარი ურთიერთობები, არც კარგი და არც ცუდი არ სურდეს. ასეა თუ ისე, ვინც არ უნდა გაიმარჯვოს საპრეზიდენტო რბოლაში, ჩვენ მოსკოვთან მწვავე ურთიერთობების ხანგძლივი პერიოდი გველის“ - თვლის სესტანოვიჩი.

 


წყარო: Washington post

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up