Washington post: ათწლეულების მანძილზე საბჭოთა ჭადრაკში ქართველი ქალები დომინირებდნენ

Washington post: ათწლეულების მანძილზე საბჭოთა ჭადრაკში ქართველი ქალები დომინირებდნენ

access_time2020-12-15 19:00:40

ათწლეულების მანძილზე პატარა საქართველო მსოფლიოს საჭადრაკო არენაზე წარმოუდგენელ შედეგებს აღწევდა. ქართველ ქალებს კი გზა მათმა საკუთარმა გმირმა, ნონა გაფრინდაშვილმა გაუკვალა. 1978 წელს ის ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი ქალი, რომელმაც გროსმეისტერის ტიტული მიიღო. 79 წლის ასაკში ის დღესაც საერთაშორისო ტურნირებში იმარჯვეს და ასობით ქართველი გოგონასთვის შთაგონების წყაროს წარმოადგენს.


„ნონა პირველი ქალი იყო, რომელმაც ქალთა ჭადრაკი მამაკაცების დონეზე გაიყვანა. ეს შეგვიძლია მარსზე და იუპიტერზე დაშვებას შევადაროთ, იმდენად წარმოუდგენელი რამ იყო“ - ამბობს ჭადრაკის ყოფილი ვარსკლავი და ჟურნალისტი, ჭადრაკის ქართველი გენიოსებისადმი მიძღვნილი ფილმის „დიდება დედოფალს“ ავტორი მილუნკა ლაზარევჩი.


გაფრინდაშვილის გამარჯვება სხვა ქართველი ქალებისთვის შთაგონების წყარო გახდა - მაგალითად ნანა ალექსანდრიასთვის, რომელიც 20 წლამდე ასაკში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი 3-ჯერ მოიგო.


ნონა გაფრინდაშვილის კიდევ ერთი ვარსკლავი, მაია ჩიბურდანიძე ეთაყვანებოდა და სწორედ მან დაამარცხა თავისი კუმირი 1978 წელს, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში.


მან, ისევე როგორც უკვე ხსენებულმა ნანა ალექსანდრიამ ქალი-გროსმეისტერის ტიტული მიიღო. აღსანიშნავია, რომ დღეს მსოფლიოში სულ 37 ქალი-გროსმეისტერია, მათ შორის 6 ქართველია.


„ჭადრაკი ჩვენ სისხლში გვაქვს“ - ამბობს ჭადრაკის ფედერაციის საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის უფრო სოფი ნიკოლაძე.


მისი აზრით, ქართველ ქალებს ჭადრაკში განსაკუთრებით კარგად სტრატეგიული ამოცანების გადაწყვეტა ეხერხებათ და ეს ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარეობს.



„ქალებს მამაკაცებთან ერთად ბრძოლა და შრომა უწევდათ. ეს ჩვენი ხასიათის ნაწილია და ეს ალბათ თაობიდან თაობას გადაეცემოდა“ - მიიჩნევს სოფი ნიკოლაძე.


ქართველი მოჭადრაკეების წარმატების მიუხედავად, საბჭოთა ხელისუფლება მათ ჩაგრავდა, რადგანაც ბევრ მაღალჩინოსანს არ მოსწონდა, რომ სსრკ-სნაკრები თითქმის მთლიანად ქართველებისგან შედგებოდა.


1978 წელს, როდესაც საბჭოთა კავშირის ნაკრები ბუენოს-აირესში მსოფლიო ჩემპიონატზე მიემგზავრებოდა, გუნდის დაკომპლექტებაში კრემლი ჩაერია.


„გაფრენამდე ცოტა ხნით ადრე ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა წევრი ნანა იოსელიანი რუსი მოჭადრაკით შეცვალეს. ეს წარმოუდგენელი ფაქტია, ასეთი ცვლილებები 1 საათში არ ხდება. კიდევ ერთხელ ასეთი ცვლილების მცდელობა 1980 წელს იყო, როდესაც ნაკრები მალტაში, ოლიმპიადაზე მიემგზავრებოდა. მაგრამ მაშინ საქართველოს სპორტის მინისტრი მოსკოვში სასწრაფოდ ჩაფრინდა და გუნდი, რომელიც მთლიანად ქართველებისგან შედგებოდა, უცვლელი დარჩა“ - ყვება ნანა ალექსანდრია.


დღეს საერთაშორისო ტურნირებზე საქართველოს ახალგაზრდა ქალების ახალი თაობა წარმოადგენს. ისინი გაიზარდნენ ძალიან მძიმე დროში, რომელიც სსრკ-ს დაშლას მოჰყვა.


„მახსოვს, სახლი ჭადრაკის უშუქობის პერიოდში, სანთლის სინათლის ქვეშ როგორ ვთამაშობდი, ტოტალური დეფიციტის, შიმშილის, კრიმინალის თარეშის და სამოქალაქო ომის პირობებში“ - ყვება 33 წლის ნინო ბაციაშვილი, 3-გზის მსოფლიო ჩემპიონი, რომელმაც ქალი-გროსმეისტერის ტიტული 2018 წელს მოიპოვა.


საბჭოთა პერიოდისგან განსხვავებით, იმ დროს ქართველ მოჭადრაკე ქალებს სახელმწიფოსგან არავითარი დახმარება არ მიუღიათ.


„18 წლის რომ ვიყავი შეჯიბრებებზე წიგნებით სავსე ჩანთით დავდიოდი, სხვებს კი ნოუთბუკები ჩამოჰქონდათ პარტიების გასაანალიზებლად“ - ამბობს ბაციაშვილი.


ამ წელს კორონავირუსის პანდემიის გამო, მოჭადრაკეები ვერსად გადიან.


„მოჭადრაკეები ტურნირებში იმარჯვებენ და ამით არსებობენ. 2020 წელს კი მხოლოდ 2 ტურნირი იყო, ეს ძალიან ცოტაა“ - ამბობს 22 წლის ნინო ხომერიკი, რომელმაც ქალი-გროსმეისტერის ტიტული 2019 წელს მოიპოვა.


შეჯიბრებებზე არც ნონა გაფრინდაშვილი დადის, თუმცა, იმედოვნებს, რომ ჭადრაკისთვის ნორმალური ცხოვრება მალე აღდგება.


washingtonpost.com

თენგიზ აბლოთია




თეგები:
ჭადრაკი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up