Washington Post: აშშ უერთდება სხვა სახელმწიფოებს და ადანაშაულებს რუსეთის საქართველოს წინააღმდეგ კიბერშეტევის განხორციელებაში

Washington Post: აშშ უერთდება სხვა სახელმწიფოებს და ადანაშაულებს რუსეთის საქართველოს წინააღმდეგ კიბერშეტევის განხორციელებაში

access_time2020-02-21 11:07:20

ხუთშაბათს, ამერიკის შეერთებული შტატებმა, სხვა სახელმწიფოებთან ერთად, რუსეთი დაადანაშაულა საქართველოს წინააღმდეგ მასშტაბური კიბერშეტევის განხორციელებაში და დადო პირობა, რომ კრემლი ამაზე პასუხს აგებს- ამის შესახებ სტატიას Washington Post-ი აქვეყნებს.


ამერიკული გაზეთის ინფორმაციით, 28 ოქტომბერს განხორციელებული შეტევის დროს გაითიშა ათასობით სამთავრობო თუ კერძო ვებგვერდი და შეწყდა ტელეარხების მაუწყებლობა. სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ და პენტაგონმა განაცხადეს, რომ ეს შეტევები განახორციელა რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამმართველომ, იგივე გრუ-მ. კერძოდ, პომპეოს განცხადებაში Sandworm-ის სახელით ცნობილ რუსულ ჰაკერულ ჯგუფს ბრალი ედება ხსენებულ შეტევებზე. განცხადებაში ასევე პირველად მყარდება კავშირი ამ ჯგუფსა და გრუ-ს შორის.


„ეს ქმედება ეწინააღმდეგება რუსეთის მცდელობებს, რომ კიბერსივრცეში თავი წარმოაჩინოს პასუხისმგებელ მხარედ, და წარმოადგენს რუსეთის გრუ-ს მიერ რიგი ქვეყნების წინააღმდეგ განხორციელებული უპასუხისმგებლო კიბეროპერაციების სქემის გაგრძელებას, - განაცხადა პომპეომ, - ამ ოპერაციების მიზანია, დათესოს განხეთქილება, გააღვივოს დაუცველობის შეგრძნება და საფრთხის ქვეშ დააყენოს დემოკრატიული ინსტიტუტები“.


პომპეოს თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთს ასეთი მოქმედებების შეწყვეტისკენ და დებს პირობას, რომ დაეხმარება საქართველოს მომავალში შესაძლო კიბერშეტევებისგან თავის დაცვაში.


პენტაგონის თანახმად, ხსენებული შეტევა „კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რამხელა ზიანს აყენებს რუსეთის მავნებელი მოქმედება გამჭირვალობას და პროგნოზირებადობას, ასევე ძირს უთხრის კანონზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს და ხელყოფს მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტს“.


„აშშ-ის მთავრობის პოზიცია ნათელია: ჩვენ დავიცავთ ჩვენი პარტნიორების და მოკავშირეების მთავარ ინტერესებს და პასუხს ვაგებინებთ რუსეთის ფედერაციას დესტაბილიზაციისკენ მიმართულ ქმედებებზე“, - განაცხადა პენტაგონის პრეს-სპიკერმა, ვიცე-პოლკოვნიკ კარლა გლისონმა.


არც სახელმწიფო დეპარტამენტს და არც პენტაგონს არ დაუკონკრეტებია, რა გზებით უნდა აგებინოს პასუხს რუსეთს.



კიბერუსაფრთხოების ფირმის FireEye დაზვერვის ინფორმაციის ანალიზის განყოფილების უფროსის, ჯონ ჰულტკვისტის თანახმად, მნიშვნელოვანია, რომ პომპეომ Sandworm ჰაკერები დაუკავშირა გრუ-ს ჯგუფს 74455. უფრო ადრე იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ 2016 წელს ჯგუფი 74455 მონაწილეობდა დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის და კლინტონის წინასაარჩევნო კამპანიის წინააღმდეგ განხორციელებულ ჰაკერულ შეტევაში.


თავის განცხადებაში ბრიტანულმა მხარემ აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფოს კიბერუსაფრთხოების ეროვნულმა ცენტრმა „ალბათობის მაღალი ხარისხით“ დაადგინა, რომ ამ შეტევების უკან სწორედ რუსეთი დგას, და რომ შეტევები წარმოადგენს „რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ მიმართული მტრული და დესტაბილიზაციისკენ გამიზნული ხანგრძლივი კამპანიის ნაწილს“.


„გრუ-ს თავხედური და უპასუხისმგებლო კიბერშეტევების კამპანია საქართველოს სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს წინააღმდეგ არის აბსოლუტურად მიუღებელი“, განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა.


ავსტრალიის მთავრობის განცხადებაში კი დაგმობილია „რუსეთის მავნებლური კიბერსაქმიანობა, რომელიც გასული წლის ოქტომბერში გამიზნული იყო საქართველოს წინააღმდეგ“.


საქართველოს ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებმა გამოხატეს მადლიერება ამ მხარდაჭერისთვის.


„გასული წლის ოქტომბერში საქართველოს წინააღმდეგ განხორციელდა თავხედური კიბერშეტევა, რომელმაც ზიანი მიაყენა სახელმწიფო უწყებებს, მედიას და ბიზნესს, - ვკითხულობთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ტვიტში, - ეს არის მიუღებელი აქტი, რომელიც ძირს უთხრის ჩვენს სუვერენიტეტს, ჩვენ დიდად ვაფასებთ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩვენი პარტნიორების და მოკავშირეების მხრიდან აქტიურ მხარდაჭერას“.


ხსენებული განცხადებები გაჟღერდა მაღალი რანგის ამერიკელი ოფიციალური პირების მიერ გამოთქმული შეშფოთების ფონზე, რომელიც ეხება აშშ-ის არჩევნების დაუცველობას ჰაკერული შეტევებისგან.


დეკემბერში პრეზიდენტი ტრამპი ოვალურ კაბინეტში შეხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს. შეხვედრის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ მან გააფრთხილა მოსკოვი, არ ჩაერიოს აშშ-ის არჩევნებში. იმავე დღეს ლავროვმა განაცხადა, რომ ეს საკითხი ცალკე შეხვედრაზე კიდევ ერთხელ წამოიჭრა, ამჯერად პომპეოს მიერ.


2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელდა ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებგვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე. კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ამ ორგანიზაციების სერვერები, მართვითი სისტემები და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება.


გამოძიებამ დაადგინა, რომ საქართველოს პრეზიდენტისა და სხვა ოფიციალური უწყებების ვებგვერდებზე კიბერშეტევა რუსეთმა განახორციელა.ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე 20 თებერვალს განაცხადეს.


imedinews.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up